ფორმულა 1-ის ფაქტობრივი მფლობელი ბერნი ექლსტოუნი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს
ფორმულა 1-ის ფაქტობრივმა მფლობელმა ბერნი ექლსტოუნმა გადაწყვიტა სასამართლოში უჩივლოს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას (FIA) ძრავებზე მიღებული ახალი რეგლამენტის გამო, რომელიც FIA-მ დაამტკიცა და ის 2014 წლიდან შევა ძალაში. ბერნი ამ წესის გაუქმებას ითხოვს.

ფედერაციიამ გადაწყვიტა 2014 წლიდან ყველა გუნდი 1,6 ლიტრი მოცულობის ახალ ექვსცილინდრიან ძრავებზე გადაიყვანოს. სხვათა შორის, ამ სიახლეს გუნდებმაც დაუჭირეს მხარი და ერთადერთი, ფორმულა 1-ის მფლობელები არიან წინააღმდეგნი.

ექლსტოუნის უკმაყოფილება იმაში მდგომარეობს, რომ ახალი რეგლამენტის თანახმად, ფორმულა 1 თავის შარმს დაკარგავს, რომელიც ძრავების ხმაურით მიიღება. ძველ, რვაცილინდრიან ძრავებს სხვა ჟღერადობა აქვს, ვიდრე V6-ის ძრავებს ექნებათ. ამიტომაც, ბერნის აზრით, გულშემატკივრებს ამ პოპულარული სერიის მიმართ ინტერესი დაეკარგებათ.

"რბოლების პრომოუტერებს მიაჩნიათ, რომ ახალ ძრავებს ისეთი ხმა არ ექნებათ, როგორიც ახლა აქვთ, - ამბობს ექლსტოუნი. - ამის გამო გულშემატკივრები ზურგს შეაქცევენ რბოლებს, რადგან ვეღარ გაიგონებენ ძრავების ხმაურს, რითაც განთქმულია ფორმულა 1. თუ ეტაპების ორგანიზატორები ვერ შეძლებენ საკმარისი ბილეთების რეალიზაციას, ისინი ვერ მოახერხებენ ჩვენთვის ფულის გადახდას".

რა თქმა უნდა, ექლსტოუნს ხმაურის საკითხი სულაც არ აწუხებს. მთავარია ფული. სპონსორები უკვე დაემუქრნენ ბერნის, რომ დატოვებენ სერიას და გადავლენ ფორმულა 1-ის მთავარ კონკურენტთან - "ინდიკართან". ასე რომ, ბრიტანელს მართლაც აქვს შეშფოთების საფუძველი.

ექლსტოუნის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტს ჟან ტოდტს ასეთი ქმედებით თავისი გავლენისთვის ხაზგასმა სურს.

"ტოდტი ცდილობს ჩაშალოს ფორმულს 1-ის კომისიის მუშაობა, - აცხადებს ექლსტოუნი. - ის თითქოს ამბობს: "მე ვარ აქ მთავარი და გავაკეთებ იმას, რაც მსურს. ეს ჩვენ არ მოგვწონს. თუ FIA არ გაითვალისწინებს ჩვენი ასწლიანი ხელშეკრულების პირობებს, მოგვიწევს სასამართლოში სარჩელის შეტანა. იმედია, საქმე აქამდე არ მივა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
ეკოლოგია მეც მინდა თუმცა არ მგოია რომ 24 ბოლიდი უფრო მეტად აბინძურებდეს გარემოს ვიდრე რომელიმე ქარხანა ან კარიერზე მომუშავე სპეც ტექნიკა ას ეომ ეს მიზეზი არაა , ჩემთვის ყოველ. შემთხვევაში, რავქნა ეს მოხუცი მართალია, სანახაობაც და სიმძლავრის შეგრძნება ხმაურიდან მოდის. მიდი ბერნი მიდიი
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა