ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ხეტაფეს" დაუზავდა - 0:0.

ამ მატჩში „ღამურების“ კარი გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა, რომელმაც გასული ტურის შეხვედრა „გრანადასთან“ ავადმყოფობის გამო გამოტოვა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 შეხვედრაში 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო, ორმხრივი იერიშებით, გიორგის ბევრი სამუშაო არ ჰქონია, ოთხჯერ დაურტყეს ბურთი და ოთხივეჯერ დამაჯერებელი იყო. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბევრი იყო ბრძოლა, ნაკლები მომენტები, 71-ე წუთზე ქართველმა მეკარემ უკან დაგორებული ბურთი ამოტანისას მეტოქე გუნდის თავდამსხმელ მაიორალს მოარტყა და გოლი გავიდა. თუმცა, მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან ბურთი მაიორალს ხელზე მოხვდა.

„ვალენსიამ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ ფრეს მიაღწია, 37 ქულით მე-9 ადგილზეა და 19 მარტს გასვლაზე „ელჩეს“ დაუპირისპირდება.

ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 10 349 მაყურებელი

ხეტაფე - ვალენსია 0:0

dato
სილენსენი ფარჩაკია,საუკეთესოა მამარდა,რა სილენსენი ერთადერთი ვინც ამ მომენტში ლა ლიგაში მამარდას შეიძლება ჯობდეს მხოლოდ კურტუა,ისიც გამოცდილების ხარჯზე,მომავალ წელს კი საუკეთესო იქნება
Lm
მაგრა უმართლებს ამ ბიჭს. ცალკე იმით რო სილესენი სულ იმტვრევა. ცალკე იმით რომ მისი შეცდომები დიდწილად გოლით არ მთავრდება. ამასობაში ისწავლის და ძაან მაგარი დადგება
bmb
ნუ მოკლედ პროფესორები ხართ რა, ფეხით თამაში პირიქით, მამარდას ძლიერი მხარეა.
კირკიტა
შეცდომა ნაკლებად ჰქვია ამას ალბათ. ადრეც არაერთხელ ითქვა, რომ ფეხით თამაში არის მისი სუსტი წერტილი. ფეხით თამაშზე უნდა ივარჯიშოს ბევრი.
ლომი
არაუშავს ეს პატარა შეცდომები მალე გაქრება. მთავარი ის არის რომ სასწაული რეაქცია აქვს თორემ იმ პატარა შეცდომებს გააქრობს.
სტალინი
ერთი ეს უაზრო შეცდომები არ ჰქონდეს ამ კაცს და დაგლიჯავს. ნერვიულობას შეეშვი უკვე დროა და სისწრაფეზე იმუშავეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო