რატი ანდრონიკაშვილმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენცია ვერ მოიგო. “კრეიტონ ბლუჯეიზმა” ფინალურ მატჩი “ვილანოვასთან” 48:54 დათმო. კრეიტონელებმა ზედიზედ მე-4 ფინალი წააგეს – 4 სეზონია, გუნდი კონფერენციის საჩემპიონო მატჩში ასპარეზობს, მაგრამ ტიტულს ვერ იგებს.

ისევე როგორც ნახევარფინალში, ანდრონიკაშვილი ფინალზეც უკრაინის დროშით გამოვიდა. ტრადიციული ჰიმნის შესრულების დროს რატის ზურგზე მოფარებული ჰქონდა უკრაინის დროშა, რითაც ამ ქვეყნის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

რაც შეეხება ქართველის მონაგარს, ფინალში რატიმ 10 წუთი ითამაშა და უქულოდ დარჩა. ქართველმა გამთამაშებელმა შეხვედრა სტატისტიკური მონაცემების გარეშე, 2 დაკარგვით დაასრულა. მისთვის საკმაოდ შედეგიანი ნახევარფინალი იყო, რომელშიც კრეიტონმა 85:58 გაანადგურა “პროვიდენსი”. 20 წლის რატი ანდრონიკაშვილმა პროვიდენსთან 29 წუთი ითამაშა, რაც მის ამერიკულ კარიერაში რეკორდია. მის ანგარიშზე იყო 7 ქულა, 4 მოხსნა (პირადი რეკორდი) და 3 პასი. აქტივში რატის 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი 2 დაკარგვა.

კონფერენციის თამაშები დაასრულა, თუმცა “კრეიტონს” Big East-ის რამდენიმე გუნდთან ერთად NCAA-ის ჩემპიონატში მოუწევს თამაში. ანდრონიკაშვილის გუნდი აღმოსავლეთ რეგიონში მე-8 ან მე-9 ნომრად იქნება განთესილი. შეგახსენებთ, რომNCAA-ის ჩემპიონატში, რომელსაც “მარტის სიგიჟეს” უწოდებენ, ამერიკის სტუდენტური ლიგის 64 საუკეთესო გუნდი ასპარეზობს. აქ არის 32 კონფერენციის გამარჯვებული, რომლებსაც კიდევ 32 გუნდი რეიტინგის მიხედვით დაემატება. რეიტინგები მწვრთნელებსა და ჟურნალისტებს შორის გამოკითხვებით დგება.

64 გუნდი 4 რეგიონში გადანაწილდება – თითოში 16. ყველა რეგიონი საუკეთესოს რომ გამოავლენს, გამარჯვებულები ამერიკის სტუდენტური ლიგის უმთავრესს ტიტულს ოთხთა ფინალში გაითამაშებენ.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას "მონბუს ობრადოიროში" გააგრძელებს
ანდრონიკაშვილის 11 ქულა 19 წუთში და მისი გუნდის მე-10 გამარჯვება ესპანეთის მე-2 ლიგაში
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ანდრონიკაშვილის 21 ქულა და 6 პასი ისლანდიაში
ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 წუთში და "ობრადოიროს" მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში