გოგიტა გოგუა, გია გრიგალავა და გოჩა ხოჯავა ჯერჯერობით "ვოლგაში" რჩებიან და გუნდს შეკრებაზე მიჰყვებიან
გუშინ, 4 ივლისს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ფეხბურთელები მოსამზადებლად ავსტრიაში გაემგზავრნენ. რუსული მედიის მტკიცების მიუხედავად, თითქოს ნიჟნის

ქართველები "კრასნოდარში" გადადიანო, გუნდში რჩებიან და შეკრებაზე მიდიან გოგიტა გოგუა, გია გრიგალავა და გოჩა ხოჯავა. ისინი თბილისიდან კვირას ერთად გაემგზავრნენ და გუნდს ავსტრიაში შეუერთდნენ.

არადა, ეს დაუჯერებელი არ ჩანდა მას შემდეგ, როდესაც შევიტყვეთ, რომ "კრასნოდარში" იმუშავებდა მათი მენეჯერი და "ვოლგას" ყოფილი სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი.

გუშინ ინფორმაციის გადამოწმების მეტი დრო და საშუალება გვქონდა და შევიტყვეთ, რომ გრიგალავა "კრასნოდარში" გადასვლას არ აპირებს მიუხედავად იმისა, რომ კრასნოდარელები ჯერ კიდევ ზამთარში იწვევდნენ და ბევრად უკეთეს პირობებსაც სთავაზობდნენ - მას რუსეთისა და ევროპის უფრო ძლიერი კლუბები იწვევენ.

ასევე არ მტკიცდება გოგიტა გოგუასა და გოჩა ხოჯავას გადასვლა. ამბობენ, გოგუას "ვოლგაში" მიწვევაზე გუნდის მაშინდელი თავკაცი ომარ თეთრაძე არც ფიქრობდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გადაყვანა კლუბის პრეზიდენტ ალექსეი გოიხმანის ინიციატივა იყო და თეთრაძემაც იდეა სიამოვნებით აიტაცა. ამიტომ, "ვოლგას" პრეზიდენტი პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს იოლად ვერ შეელევაო, მაგრამ კონტრაქტიდან არავის ამოუღია პუნქტი, რომ ქართველებს ჯუღელისა და თეთრაძის წასვლის შემთხვევაში ხელშეკრულების გაწყვეტა შეუძლიათ.

ნიჟნინოვგოროდულ კლუბში დაბრუნდა თავდამსხმელი პეტარ ელიჩი, რომელსაც თბილისის "დინამოში" ნახევარწლიანი იჯარა დაუმთავრდა. საინტერესოა, რომ გუნდის დუბლებიდან ძირითადში გადაიყვანეს ჩვენთვის საინტერესო გვარ-სახელის მოთამაშე - შოთა ბიბილოვი. მეც თქვენსავით გავიფიქრე, მაგრამ როგორ უნდა ამტკიცო?

"ვოლგა" ავსტრიაში სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს - დანიურ "კოპენჰაგენთან" (7 ივლისს), ინგლისურ "შეფილდ უენსდეისთან" (12 ივლისს) და თელ ავივის "ჰაპოელთან" (14 ივლისს).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო