<p>ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი ამბავი ვერ იქნება - ის საქართველოს ნაკრების აღიარებული ლიდერი და დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელია. რუსეთის ჩემპიონატში თამაშის გამო ახლა მის მიმართ დიდი აჟიოტაჟია და ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ყველას მთავარი ინტერესი ახლა მაინც ის უნდა იყოს, ამ ყველაფრით თავად "კვარა" არ დაზარალდეს...</p><p>რუსული აგრესია გულგრილს ვერავის დატოვებს, თუმცა მთავარია, ემოციები სწორად მივმართოთ. დღეისთვის ხვიჩა ყველაზე დიდი რესურსის მქონე ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც გიორგი მამარდაშვილის მსგავსად, შანსი აქვს, ელიტური ლიგისა და გუნდის წევრი გახდეს. გასულ ზაფხულს ეს ამბავი არ გამოვიდა, თუმცა ყველას გვჯერა, რომ ძალიან მოახლოვდა ის დღე, როცა ხვიჩას სხვა დონეზე ვიხილავთ. ფიფამ და უეფამ ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით ყველაზე ნაკლებად გაართულეს - ფეხბურთელებს რუსული და უკრაინული კლუბებისგან წასვლა მხოლოდ რამდენიმე თვით (ივნისამდე) შეუძლიათ. შესაბამისად, როგორ მოხერხდება ის, რომ "კვარასთვის" სასურველი ტრანსფერი ახლა განხორციელდეს, რთული სათქმელია. სანქციები გაგრძელდება, დრო კი არ ითმენს!</p><p>ახლა საქართველოს ნაკრებს ამხანაგური შეხვედრები ელის, ივნისში კი - ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი "ერთა ლიგის" მატჩები, სადაც კვარაცხელიას კარგ სათამაშო ფორმასა და განწყობას დიდი მნიშვნელობა ექნება. რა თქმა უნდა, ხვიჩამ იცის, რომ ქართველ გულშემატკივრებს მისი რუსეთიდან წასვლა ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად სურთ და ამაზე ის უნდა ფიქრობდეს, არსებულ ვითარებასაც მეტად უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა იმის ფუფუნება არ გვაქვს, რაც სოციალურ ქსელებში გააჟღერეს - კვარაცხელია და რუსეთში მოთამაშე სხვა ფეხბურთელები საერთოდ არ გვჭირდებაო... ეს დამოკიდებულება არავის გამოგვადგება - არც ჩვენ, არც ფეხბურთელებსა და მწვრთნელს და არც თავად ხვიჩას. რა თქმა უნდა, ცუდია რომ რუსულ მოედნებზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ვერ ვხედავთ (ანატოლი ტიმოშჩუკისგანაც კი ვერ მოვისმენთ), თუმცა ეს ბრაზი ისევ ჩვენ წინააღმდეგ არ უნდა მივმართოთ...</p><p>კვარაცხელია მენტალურად საკმაოდ ძლიერი მოთამაშე ჩანს. სატრანსფერო საუბრებს, ამხელა ყურადღებასა და ზეწოლას მაქსიმალურად გაუმკლავდა, თუმცა შეუძლებელია, გარკვეული გავლენა არ მოეხდინა და ეს "რუბინის" მატჩებში გამოჩნდა. თუმცა ისევ იმას დავუბრუნდები, რომ ჩვენთვის მთავარი საქართველოს ნაკრებია და ამ მხრივ, "კვარას" ყველაფერი წესრიგში ჰქონდა - თბილისში ესპანეთთან, სალონიკში საბერძნეთთან თუ ბათუმში შვედებთან ვერაფრით გააჩერეს...</p><p>ამ წერილის მთავარი მიზანი და სურვილიც სწორედ ისაა, განსაკუთრებით, ამ გარდამავალ, 2-12 ივნისის პერიოდში, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებს ძველებურად ულიდეროს!</p><p><p><p><p><br></p>
stingeri
არა ვის ახსოვს ამ ბნელებს რომ კითხო სულ თავისით დარჩნენ ასათიანი ანანიძეც კვირკველიაც ჯანაშია სირაძე გოგუა ხოჯავა მარცვალაძე და კიდე ბევრი რუსეთში ფულებს დახარბდნენ ვითომ თბილად იყვნენ რუსეთში. რუსები მარტო ტრანსფერებს კი არ უფუჭევენ და ძალით ტოვებენ ქართველებს რუსეთში, კიდე ჭორებს უვრცელებენ და სახელსაც უფუჭებენ ისე რომ ისევ თვითონ დაბრალდეთ რუსი არაფერ შუაშია ვითომ "თვითონ დარჩა ქართველი". და ა.შ რაც რუსებს დამპლობა აქვთ გაკეთებული რაც ჩვენი ტალანტების თაობები. ყავთ ჩამარხული და კარიერები დანგრეული გინდ რუსეთის გარეთ გინდ რუსეთში. წესით საერთოდ უნდა მოისპოს რუსული სპორტი და ფეხბურთი. ასევე "ჩელსი" "შალკე" ვიტესი ვირთხის კუდები ნაჩათლახარი მაგათი
Xisti.
შენ ეტყობა სიცოცხლე გიმწარდებოდა ხვიჩა რომ ჰქუხდა და გაჰქონდა გოლები ესპანეთთან(!) საბერძნეთთან და შვედეთთან ნაკრებში. როცა ჩაკვეტაძეს გაჰქონდა ყაზახეთთან და ერთა ლიგის გუნდებთან ერთა ლიგაში. გიო კარგი ბიჭია, მაგრამ ამის მერე შენ იძახი რომ კვარაცხელიაა "ზედმეტად ცაში აყვანილი უნებისყოფო" და ჩაკვეტაძეა ყინულმჭრელი გემი და რკინის კაცი დამტკიცებული აქვს უკვე ყველაფერი. სხვა კი არაა დეგენერატიზმი. და მაგის გარდა კიდე ვერ ხედავ წიტაიშვილს და არაბიძეს რომლებიც მალე მოგიყვანენ აზრზე. ძალიან კარგი ბიჭია გიო მაგრამ რატომღაც ფანებში ბევრი ყავს ავადმყოფი. სერიოზულად ავადმყოფი. ჯერ ერთი ეს რას გავს ვითომ ქართველი ხარ ეხლა საერთოდ , რა ინტრიგებს ხლართავ. ჯერ ერთი ნაკრების ლიდერობას პატარა ბიჭებს რომ კიდებ ეგრევე გეტყობა რომ ხარ მოუმწიფებელი რაზეა ლაპარაკი. ხვიჩას რომ კითხეს ლიდერი ხარო? ასე თქვა მე რანაირადო იქ სადაც არის ჯაბა კანკავაო. აი ეს არი თავმდაბლობა და საღი აზრი. ეს ერთი და შენთვითონ ხარ სუსტი ნებისყოფის, უმადური. იმპულსური, შურიანი და კომპლექსიანი ავადმყოფი. ასევე ცილისმწამებელი, დემაგოგი და დეგენერატი. კვარაცხელიას ნაირი მხეცი არასდროს არ გვყოლია ნაკრებში. და არც არავის არ გამოუწვევია ამხელა აჟიოტაჟი და რეზონანსი. თქვენ ბევრი რამის ღირსები არ ხართ და წამებად დაგიჯდებათ თითოეული წარმატება ქართული ფეხბურთის
ბაჩი
კი,მან ყაზახეთთან,ლატვიასთან და ანდორასთან გვასახელა,ამან კი ესპნეთთან ,საბერძნეთთან და შვედეთთან.უნარებიოოო? :)
!!
სუსტი ნებისყოფის რატომ არის, რაც მასზე ზეწოლა იყო და არის იმის ნახევარიც არ ყოფილა ჩაკვეტაძეზე. ბიჭს კოვიდი ჰქონდა და იმასაც კი არ უჯერებდნენ. უდიდესი წნეხი მიდის მხოლოდ კვარაზე და მიუხედავად ამისა სულს და გულს დებს ნაკრებში. შეუძლია ორივემ ულიდეროს ნაკრებს , რატომ უნდა იყოს ან ერთი და ან მეორე ლიდერი :))
მგელი
ხვიჩა არის დიდებულ ფორმაში ხვიჩამ ნახეთ როსტოვს რა გოლი გაუტანა ხვიჩა ჭირდება საქართველოს და მას მხარი დაუჭიროთ
Levani
100 %
გიგა
არ ვარ კვარაცხელიას ავის მსურველი ღმერთია მოწამე, უბრალოდ ისეთი პატარა აღარაა, რომ ვერ ხვდებოდეს პირველ რიგში ადამიანობა და კაცობას! რუსეთიდან წამოსვლის შანსი აქვს და არ მოდის?! ნუ მოდის!!! ზოგადად როდესაც ჩაკვეტაძე დაშავდა მაშინ მივხვდი, რო ამ თაობას ისევ არ გამოუვიდოდა დიდი ფეხბურთის თამაში. ჩაკვეტაძეა ის კაცი და ის ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებს უნდა ულიდეროს და არა სუსტი ნებისყოფის მქონე ზედმეტად ცაში აყვანილი ხვიჩა კვარაცხელია!!! ვისაც ფეხბურთი ესმის, აუცილებლად დაინახავდა სხვაობას ამ ორ მოთამაშეს შორის. ტრავმამდე ჩაკვეტაძის ნახევარი უნარები არ აქვს კვარაცხელიას. გიო ჭკვიანად მოთამაშე ფეხბურთელია!!! ასეც და ისეც წარმატებები ორივეს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს!!!
სოსო ს
უზომოდ მინდა რომ წამოვიდეს, მაგრამ ვფიქრობ და ვაზროვნებ. მეშინია უკან დაბრუნებულს მართლა რამე არ დაუშაონ. უკან არავინ არაფერზე დაიხევს. მითუმეტეს რუსები. თითქოს მძევალივითაა იქ. იმასაც ვფიქრობ, ზაფხულამდე თუ დარჩა რუბინში, ევროპაში რუსულ ფეხბურთს აღარავინ უყურებს და ვინ დააკვირდება მანდ მოთამაშე ფეხბურთელს და ვინ წაიყვანს? ახლა თუ წამოვიდა და გუნდი ვერ ნახა, რომელიც კონტრაქტს გაუფორმებს, ისევ რუბინში უნდა დაბრუნდეს , რა აბსურდული კანონია გაგიჟდება კაცი
დათო
იმედია ყველას გახსოვთ მალხაზ ასათიანი. და თუ გახსოვთ აღარ გავაგრძელებ მის ძალიან მაგარ ფეხბურთელობაზე ლაპარაკს.ისიც სრულიად ახალგაზრდა წავიდა რუსეთში. რომაში ჩაიშალა ტრანსფერი 12 ml. და შეეშვა კიდეც თამაშს.ბნელი სამყარო წილები და ისე წავიდა თეთრიც არ გადაუხდია.ღმერთმა დაიფაროს ხვიჩა მაგრამ მსგავს რაღაცას ვხედავ
სოსო
ფიფა და უეფა,ყელამდე კორუფციაში რომ სხედან,მათი მაღალჩინოსნების დაპატიმრებაც ადასტურებს.რუსებისგან ძალიან ბევრი რომ აქვთ შეჭმული,არც ეგაა ვინმეასთვის საიდუმლო და ახლა წამოსულს,კანონი რომ არ შეცვალონ და ივნისში უკან დაბრუნება მოუწიოს,რა დღეში ჩააგდებენ,ამაზე გიფიქრიათ?!ზოგიერთი ფიქრობს,ზოგიერთს კი სულ ფეხებზე ჰკიდია,მერე რა იქნება,ფეხს მოსტეხავენ თუ კისერს.არადა სად იყო ეს ომი,რომ მწვრთნელები პირდაპირ უბრძანებდნენ ფეხბურთელებს,გამეტებით შემოჰკარით,მე მაგისიო.მერე დამტვრეულს,ისევ ისინი დაუწყებენ გინებას,არ უნდა ნაკრებში თამაშიო,ან კიდევ მაგისი მატარებელი უკვე წავიდაო.ამის მოწმეებიც ხომ ვართ და ვიცით,რომ ასეთებიც ბევრნი იქნებიან.ჩვენ არ ვიცით რა ხდება ხვიჩას გარშემო და შეგვიძლია მხოლოდ მორალურად გვერდში დავუდგეთ,ბიჭს.არც თვითონ არის საკუთარი თავის მტერი,არც მამამისი და თუკი ჯუღელს საკუთარი ოჯახის წევრად მიიჩნევენ,ჩვენ რა უფლება გვაქვს არ ვენდოთ?სხვა საქმეა კვალიფიკაცია,მაგრამ ხვიჩასთვის ცუდი რატომ უნდა უნდოდეს?ოჯახმა თუ რაიმე შეატყო,აგენტის შეცვლაც ხომ პრობლემა არ იქნება.თვითონ იციან რა ხდება,ფედერაციაშიც საქმის კურსში იქნებიან და რაც უკეთესი იქნება,ისე მოიქცევიან.ან რომ წამოვიდეს,სად მოხვდება და მოუწევს თუ არა თამაში,ეგეც ხომ საკითხავია?სანამ გუნდს შეეგუება,სანამ ენას ცოტა მაინც ისწავლის,ერთი თვე მაინც გავა და შეთამაშებასაც ხომ დრო უნდა.შეიძლება ფაქტობრივად უთამაშებელი დარჩეს და ფორმიდან ამოვარდნილი,ვეღარც ნაკრებს გამოადგეს.ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ?ან ძლიერ გუნდს რაში სჭირდება ორი თვით წასული,ფაქტობრივად სტაჟიორი ფეხბურთელი?მას მხოლოდ საკმაოდ სუსტი გუნდი აიყვანს,რომელსაც თავისი კლასით აუცილებლად გააძლიერებს,მაგრამ თუ რუბინი უფრო ძლიერი გუნდი იქნება და თან იქ თამაშიც საეგებიო გახდება,რა გამოვა?ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და იქიდან წამოსვლა რომ სურდა,შემოდგომის ჩავარდნაც ადასტურებს ამას.ასე რომ ნუ დავიბრალებთ,რომ ხვიჩასთვის,თვითონ ხვიჩაზე მეტად გვინდა სიკეთე.ჩვენი რჩევები აქამდეც გაუგია და როგორც უკეთესი იქნება,ისე მოიქცევა.მე კარგ ფორმას,ჯანმრთელობას,წარმატებებს და სწორ არჩევანს ვუსურვებ ხვიჩას.იმედი მაქვს,თქვენც ასევე.
svano magarski
რუსეთი-საშიში-ქვეყანაა,ის-უცებ-გადაგაქცევს-სოსო-პავლიაშვილად-და-ანზორ-კავაზაშვილად...ხვიVჩა,-მესამე-გზა-არ-არსებობს-ან-უნდა-დაუძვრე-რუსეტს-კლანჭებიდან-ან-სოსოსავიტ-და-ანზორივით-რუსეტს-უნდა-გადაულოცო-შენი-სინდისი-და-ნამუსი,ეროვნულობა...ანუ-უნამუსო-უნდა-გახდე-კაკ-სოსო-ი-ანზორ...
levani-ს
კანონს რა მნიშვნელობა აქ, თუ სახელმწიფოს არ ააქვს ნება კრიმინალებს ებრძოლოს? თურქეთში დაბანაკებული ჩვენი ქურდები, რომ აშანტაჟებდნენ რა არ შეიძლება? მაინდამაინც კაზანელ ქურდებზე არაა საქმე.
Skeleton
ყველა ნორმალური გულშემატკივარი წასვლას ურჩევს, მათ შორის მეც და ვისაც ფეხბურთი ესმის, თუმცა რეალობაში რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი არავის აინტერესებს. მაგრამ სქრინები მაქვს შენახული სადაც მძიმე ტრავმებს და კარიერის დასრულებას უსურებენ, ასევე ისმის მუქარებიც. აი მაგათზე ნამდვილას ვერ დამაჯერებთ რომ მისთვის კარგი უნდათ :) მართალია აქ ვინც იგინება რეალურად არაფრის თავი აქვს, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ რას გააკეთებს მომენტი როცა ჩაუვარდება? მოვა დრო და ამ კომენტარების პატრონებს აუცილებლად შერცხვებათ.
ბს
ათასში ერთი სისულელეს თუ დაწერს არ არი ეგ იმის ნიშანი რომ ხვიჩას ვუტევთ და წნეხში ვაქცევთ, მან თვითონ მშვენივრად იცის რომ ახლა არის ყველაზე კარგი შანსი დაახვიოს რუსეთიდან და თუ ამ შანს არ გამოიყენებს და/ან არ გამოაყენებინებენ თავის თავს დააბრალოს მერე, და ვინც ახლა არ წასვლას ურჩევს ის მას ძირს უთხრის, ეგ უნდა გაიგოს!
daviti
Skeleton-ს ვეთანხმები. სწორად ჩამოაყალიბა აზრი ხვიჩასთან დაკავშირებით
Levani
ქურდების საწინააღმდეგო კანონი რუსეთშიც დიდი ხანია მოქმედებს უკვე და ვისი მძევალი იქნება ადიადასის სპორტულებიანი გოპნიკების თუ დაღესტნელი რადიკა და ბადიკასი(ეგენი გულაობენ ახლა რუაეთში)
Levani
3 ცალი ხელფასიანი ტროლი სხვადასხვა ნიკებით რას აკომენტარებს მაგრა კიდია ყველას. როგორც წიტაიშვილზე იყოჩაღეს ისეთივე რამეა საჩალიჩო.ვთქვათ ცოტა ადრე დაგეგმონ შეკრება,ხვიჩა ადრე რო გამოუშვან და მერე 1-2 კვირა რო გავა იქნებ უკეთ გამოჩნდეს გზა და საერთოდ არ გაუშვან უკან რუსეთში.
Skeleton
მხოლოდ იმას ვუსურვებ, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს. რაც გამოჩნდა, იმ დღიდან უდიდესი ზეწოლაა მასზე. ჯერ კიდევ 18 წლის ასაკიდან. არ მახსოვს საქართველოში ვინმეს მიმართ (ფეხბურთში) ამხელა წნეხი ყოფილიყოს. არამარტო ზოგიერთი გულშემატკივარი ცდილობს მისთვის ზიანის მიყენებას, არამეს შიგნით, თანაგუნდელებიც, თავიანთი უნიჭობის გადასაფარად ხვიჩას უტევს ზოგიერთი. რადგან რუსეთში თამაშობს ვითომ ვინმეზე ნაკლები პატრიოტია. თავიდანვე ვერ აიტანეს ხალხს ძალიან რომ შეუყვარდა და მის გარეშე ნაკრები რომ არაფერს წარმოდგენდა. ერთადერთი ოქრიაშვილი აღმოჩნდა უმაგრესი ადამიანი, ვინც შვედეთთან თამაშის მერე ხვიჩას მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის. ზოგადად შურიანი ერი ვართ. მერე რა თუ ნიჭიერია, მერე რა თუ ნაკრებში სულს და გულს დებს, მერე რა თუ უმაღლესი დონის ნაკრებებს უტანს, მთავარია რუსეთში თამაშობს და ავტომატურად ცუდი ტიპია. შეგვიძლია გადავუაროთ და თავი დავიმშვიდოთ, მერე რა რუსეთში თამაშობს და ღირსია. ახლა ყველას უნდა, რომ ზიანი მიაყენოს ამ ბიჭს. ზოგიერთი ვაი გულშემატკივრით დაწყებული, თანაგუნდელით დამთავრებული. ამ ყველაფერს თუ გადაიტანს და თუ გადარჩება, მხოლოდ მაშინ ითამაშებს დიდ ფეხბურთს. სხვა შემთხვევაში კი დავკარგავთ მის ტალანტს და ამაში ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობა იქნება!!!
ეეე
მე მეშინია ხვიჩა კრიმინალური სამყაროს მძევალი არ იყოს და იმიტომ დიდი თანხის გაღების გარეშე ვერ მოდის იქედან.
აკო
ჩაკვე არ გვეყოლება ამხანაგურებში?
ლუკა
კვარა უკვე 'დაზარალდა' და მისი პოტენციალიც. პასუხისმგებლობა მშობლებზე და მენეჯერზეა :(
მგელი
ულიდერებს კიდეც მე ამაში დარწმუნებული ვარ
Winter
სანაკრებო პაუზის მერე დატოვებდ რუბინსო ასე წავიკითხე. იმედია სტვენას და გინებას არ დაუწყებენ ეს ველურები და არ დააზარალებენ ბიჭს. რამდენჯერ მოხდა, რომ უსამართლოდ გაილანძღა კვარა სოც. ქსელებში და არასდროს არ წამოსცდენია საპირისპიროდ არაფერი. თუ ზიანს მიაყენებთ ისევ თქვენ დაგაკლდებათ. მის ადგილას რომ ვიყო,საერთოდ არ ვითამაშებდი, ღირსი არ არიან ასეთი ტალანტის. თუმცა ადეკვატური გულშემატკივარიც ვარსებობთ.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ