ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გოლის მიუხედავად, ყაზანის "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვთან" (1:2) დამარცხდა. პოლონური Interia sport-ი ყაზანური კლუბის გულშემატკივრების ღირსეული საქციელის შესახებ წერს:

"მართალი რუსები არიან, თუმცა ყაზანის "რუბინის" გულშემატკივრებისგან მნიშვნელოვანი ჟესტი ვიხილეთ - მათ დატოვეს ის სექტორი, სადაც უკრაინაში რუსეთის შემოჭრის სიმბოლო Z იყო გამოსახული.

მშვენიერი სლოგანია, რომ სპორტი პოლიტიკაში არ ავურიოთ, მაგრამ ეს არც ისე რეალისტურია. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან მომრავლდა სპორტსმენების ჟესტები, რომლებიც მხარს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს უჭერენ. სამშობლოს მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა, რომლებიც ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობენ - ალექსანდრ ზინჩენკომ "მანჩესტერ სიტიდან" თუ ანდრეი იარმოლენკომ "ვესტ ჰემიდან". სამარცხვინო ჟესტებსაც ვხედავთ - ბევრი იყო საუბარი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკზე..."

რაც შეეხება "რუბინის" შემდეგ მატჩს, ლეონიდ სლუცკის გუნდი 20 მარტს ცსკა-ს ესტუმრება. შეგახსენებთ, შექმნილი მდგომარეობის გამო რუსეთის (და უკრაინის) ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს ფიფამ და უეფამ გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე თვით (ივნისამდე) მისცეს, რის შემდეგაც ისინი კლუბებში უნდა დაბრუნდნენ.

muro
თათრებს ავტონომია პუტინის დაბადებამე ჰქონდათ
გიორგი
გაუმარჯოს დამოუკიდებელ ტატარისტანს !!
ლუკა
საკუთარი გამართული ჩემპიონატი და ეკონომიკა ჯობია. რა აზრი აქვს ვის შეყურებ ჩემპიონატში.
სოსო
რუსები არა,თათრეთის რესპუბლიკაა და მათაც სურდათ დამოუკიდებლობა,თუმცა ირგვლივ,ოთხივე მხრიდან რუსეთია და რა თქმა უნდა არაფერი გამოუვიდათ.
კახა ქ.
ეს ტატარასტანი კი შედის რუსეთის ფედერაციაში,მაგრამ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ,რო რაღაც განყენებულად არიან.აი მაგალითად ჯარში მე არ მინახია ჯარისკაცებს ეთქვათ ყაზანიდან ან რომელიმე სხვა ქალაქიდან ვართო ტატარისტანის.

არმინდა ჩემი ქვეყნის ნიჭიერი ფეხბურთელები რუსეთში თამაშობდნენ. ამ აზრს ყოველთვის დავაფიქსირებ. სურვილი სურვილია და შესაძლებლობა მეორე. პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანზეა, რატომაც გვაქვს ჩამორჩენილი ქვეყანა ყველა სფეროში. შეიძლება იმიტომ, რომ კლავიატურასთან დამჯდარი სხვებს განვიკითხავთ და თავად ამ ქვეყნისთვის არაფერს ვაკეთებთ?! ჩამორჩენილი საფეხბურთო ქვეყანა რომ არ ვიყოთ, ჩვენთან გაზრდილ ნიჭიერ ბავშვს რუბინში წასვლა კი არ დასჭირდებოდა ფეხბურთის სათამაშოდ, ევროპის ძლიერ ქვეყნებს ვყოლებოდით მეთვალყურეობის ქვეშ და აღმოაჩენდა ჩვენს ტალანტებს.
REAL MADRID
ყაზანში ეთნიკურად თათრები ცხოვრობენ, თათრების რესპუბლიკა ჰქვია ამ ქვეყანას, რომელსაც პუტინმა ავტონომია მიანიჭა და წლების წინ ისევეა დაპყრობილი, როგორც ჩრდილო კავკასია და რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე ყველა ეთნიკური ჯგუფი. სამაგალითო საქციელია!
:D :D
არ არსებობს, ერთი ტრიბუნიდან მეორეზე გადაჯდნენ რუსები? რევოლუცია იწყება ფაქტიურად, მალე ვნახავ პუტინს ჩამოგდებულს. ეეჰ ხვიჩა, როგორ ვისურვებდი რომ რუსეთში აღარ გხედავდე :( :(
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
"კვარაცხელია ტიტანია და მსოფლიო კლასისაა" - ხვიჩას თამაში მოუწონეს
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
"ყოჩაღ, ახლა დროა "რუბინი" ჭაობიდან ამოიყვანო...." - რუსები ხვიჩას კარგ თამაშს ეხმაურებიან
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში