საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის სადებიუტო მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს ჩვენი გუნდი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება.

21 მარტიდან საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში, სარაევოში შეიკრიბება.

ამხანაგური თამაშებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი.

ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ტრავმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), დავით კობოური (კარვინა, ჩეხეთი),

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

25 მარტი - 23:45 ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო

29 მარტი - 20:00 ალბანეთი-საქართველო

nakrebi.ge

მთელი ცხოვრებაა ფეხბურთს ვუყურებ და ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ ქართულს არასდროს ვუყურებდი. ლეგენდების თამაშებს მე არ მოვესწარი და რისთვის უნდა მეყურებინა აბა? ხვიჩამ ისე გაიბრწყინა და ისე მომიბრუნა გული, ვიფიქრე ქართულ ფეხბურთსაც იგივე ემოციით ვუყურებთქო. ახლა ზოგს უნდა ნაკრებში აღარ იყოს ხვიჩა და მის ფსიქოლოგიურად დანგრევას ცდილობენ. ეგ თუ მოხდა საერთოდ აღარ გამოვიხედავ ქართული ფეხბურთისკენ. მეცოდინება ბოლოსდაბოლოს, რომ ნიჭიერი თუ ვინმე გამოგვერევა უნდა დავკორტნოთ და არ უნდა გავახაროთ.
თაზოს
გეთანხმები. ასე მგონია ეზოში, რომ თამაშობენ ბავშვები და ნასწრაფევად ჩაიცმევენ,ჩქარა ვითამაშოთო ისეთი შთაბეჭდილება მრჩება მეც. რა გახდა ერთი ნორმალური ფორმები ნაკრებისათვის?! მიკვირს დიზლაიქების დამწკაპუნებლების, ვისაც მოსწონთ ეს ფორმები.
ჟორა
უკრაინის ომთან დაკავშირებით ოჯახს პრობლემები აქვსო.
ჰაჰა
ფაქტიურად ორი დამცველით ვთამაშობთ.
გენა
ხოჭოლავა რატო არაა? მთავრობა რომ გალანძღა მაგიტომ?
აკა
დავითაშვილი ტანკით ჩამოვიდა თუ "ისკანდერით" ჩამოფრინდა? აბა ტულაშო სხვა არაფერია.კაი "ტტ" გამომრჩა.

საერთოდ არ ვუყურებდი ნაკრების თამაშებს, ცინიკური დამოკიდებულებაც კი მქონდა :) ხვიჩას გამო დავბრუნდი და ისევ ვუყურებ. მის გამო მოვიწონე სპორტული გვერდები და დავიწყე თვალის დევნება ჩვენი ჩამკვდარი ფეხბურთისთვის. იმედი მომეცა, რომ ამ ბიჭთან ერთად რაღაცას შევძლებთ. ამიტომაც ბოლომდე მხარს ვუჭერ. განსაკუთრებით რთულ მომენტრბში, აბა გოლს რომ გაიტანს ისედაც მთელი ერი ყიჟინებს, ეგ საერთოდ არაფერს ნიშნავს. ზუსტად ვიცი როგორც უნდა რუსეთის დატოვება და მჯერა, ამას აუცილებლად შეძლებს. მინდა იცოდეს, რომ ვართ გულშემატკივრები, ვინც ქართულ ფეხბურთში მის გამო დავბრუნდით, ვინც რთულ მომენტში მხარს ვუჭერთ და რუსეთიდან წამოსვლას ვუსურვებთ, რათქმაუნდა ლანძღვა-გინების გარეშე :))
ჯონდო
ხვიჩა და ზურიკო არ დაგეკარგოთ არსად თავის აგენტიანად
ლევანი
მარტივად ვიტყვი- სანამ საქართველოს ნაკრებში იქნებიან ფეხბურთელები რუსეთიდან მე მაქეთ გამხეველი არ ვარ. ისიც ვიცი, რომ არც არაფერი დიდი არ მოაკლდებათ ამით, მაგრამ მაინც.
ქუთაისელი
ფლამარიონზე უკეთესი ვინ გვყავს თავდამსხმელი? ფუტსალში ბრაზილიელები კარგად გამოგვადგნენ და აქაც გვეცადა. ჩვენ კი არა, იტალია, გერმანია, საფრანგეთი არ თაკილობს უცხოელების დამატებას.
თაზო
ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს, ჩააცვით ნორმალური საფეხბურთო ფორმები! ძაან უშნოდ აცვიათ ეს თეთრი მაისურები და წითელი ტრუსები. დავიჯერო ერთ ვინმე ნორმალურ სპონსორს ვერ მოძებნიან, რომ ჩვენი ნაკრები ნორმალურად შემოსონ?ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იმიჯით გადიხარ მინდორზე.
qomagi
mikautadze ratom ar gamoizaxe?,magrad mikvirs)))
Levani
წიტეიშვილი ავაწყვე ედიტორში,წიტაიშვილის და კიტეიშვილის საუკეთესო თვისებებით. ადრე წერდა ვიღაცა წიტეიშვილი მაგარიაო და:)
fani
ვერ გავიგე, სანიოლმა მიქაუტაძე უკვე ჩამოწერა?!
გოგა-ს
ბოლო სამი თვე სადმე ითამაშა წიტაიშვილმა არ დაგვიმალო
Levani
ცუდი შემადგენლობაა. ახალი და საინტერესო არავინ გამოძახა.მექვაბიშვილი კაი ბიჭია,მაგრამ ნაკრები ჯერ ადრე მგონია. სამაგიეროდ აქ ბევრი ითხოვდა კომენტარებში გოჩოლეიშვილს და ჩაბრაძე ამჯობინა. არ გავაგრძელებ-ამას ჯობდა მშიშარა ვაისი დაეტოვებინათ,ის თავისი ჭკუით მაინც აყენებდა შემადგენლობას.
Irakli Apkhaidze
აზაროვი არა არის გამოძახებული თუ სტატიის ავტორს გამორჩა?

ხვიჩა აღარ გავუშვათ უკან :)) რამე მოვიფიქროთ, მისი უსაფრთხოების მიზნით დავუკეთოთ გზა. მთავრობის დონეზე გადაწყდეს ეგ ამბავი!
Master
დვალს ნაყიდი აქვს ადგილი ნაკრებში?ტიპი წელიწადში ორჯერ თამაშობს და 5-6 ჯერ განაცხადში ხვდება.არადა ყველა შეკრებაზე გამოძახებულია.სასწაულია.
გოგა
რატომ, უკეთესი იცი ვინმე და მალავ:)
vato
წიტაიშვილს რატომ დაუძახეს? თუ სოლიდარობა გახდა პრიორიტეტული ნაკრებში
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ