ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"გარდაცვალების საღამოს ველაპარაკე, მითხრა..." - ხოჭოლავას ვრცელი ინტერვიუ უკრაინაში მიმდინარე ომზე

"გარდაცვალების საღამოს ველაპარაკე, მითხრა..." - ხოჭოლავას ვრცელი ინტერვიუ უკრაინაში მიმდინარე ომზე

"რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და "კოპენჰაგენის" მცველმა დავით ხოჭოლავამ უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა:

"ჩემი შვილი ნახევრად ქართველი, ნახევრად უკრაინელია. ჩემი კარიერის საკმაოდ დიდი პერიოდი უკრაინაში მაქვს გატარებული. მთელი ჩემი ცხოვრება რუსეთი არის აგრესორი. მრცხვენია ჩემი მთავრობის...

ჩემი სიმამრი იყო ომის ვეტერანი, 25 წელი ჯარში მსახურობდა. ორი წლის წინ გავიდა პენსიაზე, თუმცა დღევანდელი მდგომარეობის გამო გაიწვიეს.

სამწუხაროდ, მთლიანად სამხედრო ბაზა რაც ჰქონდათ, მიწასთან გაასწორეს. ჰაერიდან, არ ვიცი, რითი, მაგრამ მთელი შენობა განადგურდა. ბევრი მსხვერპლი იყო... როგორც ვიცი, დღესაც ბევრი ადამიანია ნანგრევების ქვეშ...

როგორც ყოფილი სამხედრო, თავს ვალდებულად თვლიდა, რომ დაეცვა თავისი ქალაქი და ყველა გაგებით მოეკიდა იმას, რომ წავიდა, გადაწყვიტა იარაღი აეღო ხელში, რათა დაეცვა თავისი თავი და ჩვენი ოჯახი. გარდაცვალების საღამოს ველაპარაკე, მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო და რუსების ჯარი გარბის, ეშინიათო.

ისიც მითხრა, რომ ერთადერთი პრობლემა ის გვაქვს, რომ ჰაერიდან ვერაფერს ვშვრებითო. სამწუხაროდ, იმ ღამეს, 4-ზე თუ 5-ზე მოხდა დაბომბვა... დილის 8-ზე გავიგეთ, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლის დედას დაურეკა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც ასევე დაბომბვაში მოყვა. ძალიან მძიმე ტრავმები ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად შეძლო, რომ დაერეკა და ეთქვა, რომ ჩემი სიმამრი აღარ იყო ჩვენთან ერთად...

ჩემი მეუღლის მთელი ოჯახი - ორი პატარა და-ძმა, უფროსი ძმა და დედა მანქანით წამოვიდნენ სლოვაკეთის საზღვართან.

6 დღე, მინდორ-ველით იმიტომ, რომ ქალაქში შესვლა შეუძლებელია... 1000 კილომეტრი გაიარეს 6 დღეში. ხან ტყეში ეძინათ, ხან მანქანაში, ხან დარბაზში, სადაც დაუღამდებოდათ... ამ 6-დღიანი წვალების შემდეგ დავხვდი უკრაინა-სლოვაკეთის საზღვარზე... და იქიდან ორი მანქანით ჩამოვედით დანიაში. დღეს ჩვენთან ერთად არიან და ჩემი მეუღლის ოჯახი აქ არის.

მამაჩემი 15 წელია ცხოვრობს უკრაინაში, ჩემი და უკრაინის მოქალაქეა... ჩემი დისა და ჩემი მეუღლეები უკრაინის მოქალაქეები არიან... ჩემი შვილი ნახევრად ქართველი, ნახევრად უკრაინელია. ბევრი წელი ვიცხოვრე იქ, ცოტა ხნის წინ ბინა ვიყიდეთ კიევში და გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით ხან კიევში და ხან თბილისში. ჩემთვის განსაკუთებულად მძიმეა ეს სიტუაცია.

მხოლოდ ჩემს ოჯახზე რომ ვილაპარაკოთ, 6 ადამიანი ერთი ჩანთით ჩამოვიდა უკრაინიდან იმიტომ, რომ ისეთი სიტუაციაა, ვერაფრის წამოღება ვერ მოასწრეს. ამიტომ, მინიმუმ სამი მილიონი ადამიანი დევნილოა და პლუს, არის ხალხი უკრაინაში, რომელიც საჭმლის, წყლის, თანხის, მედიკამენტების გარეშე დარჩა...

ამიტომ, ჩემი ეს პლატფორმა, ალბათ, იმისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული, რომ დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტ უკრაინელს. დღესაც, რომ გავდივარ გარეთ, თითქმის ყველა აივანზე უკრაინის დროშა კიდია... ყველგან არის წერტილები, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ... ასევე, კლუბი ძალიან მეხმარება, ოჯახისთვის ცდილობენ, რომ ბინა გამოუყონ.

ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი მთლიანად, რაც ევროპაში ხდება. მრცხვენია ჩემი მთავრობის, რადგან სანქციებს არ შეუერთდა და უკრაინას რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის პირადად, მთელი ცხოვრება, რუსეთი არის აგრესორი და პუტინი არის ადამიანი, რომელიც მთელმა მსოფლიომ რამენაირად უნდა მოვიშოროთ. ამიტომ საქართველოს მთავრობის არშეერთება სანქციებთან, პირადად ჩემთვის მიუღებელია.

უკრაინიდან ვინც მირეკავს, ყველა ამაყობს იმით, რომ ქართველები ბევრნი გამოვიდნენ მოედანზე, ყველა პატივს გვცემს, ვუყვარვართ...

ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკე უკრაინაში და ძალიან მადლობლები არიან... რამდენიმე ჯგუფი ვნახე, სადაც ცდილობენ, რომ რუსებს შეუქმნან დისკომფორტი და სიმართლე რომ ვთქვა, მე ვეთანხმები...

იმიტომ, რომ ვერ ვიტყვი, ჩვენს ქალაქში ცხოვრობდეს ამდენი რუსი, რომელთაც ტვინი ისე აქვთ გამორეცხილი, რომ მაგალითად, ერთ-ერთი შეტყობინება წავიკითხე, 2008-ში არ უნდა გავჩერებულიყავით 40 კმ-ში და უნდა შევსულიყავით თბილისშიო, წერს ვიღაც, თბილისში ჩამოსული რუსი, რომელსაც ბინა არ მიაქირავა ქართველმა. ჩემთვის ეგეთი ხალხის ცხოვრება თბილისში არ არის სასიამოვნო.

ჩემთვის ერთი რამეა ცხადი, რომ რუსეთმა ომი წააგო, ამ სანქციებით დიდი ხანი ვერ შეძლებს რუსეთი ცხოვრებას და ომის გაგრძელებას, იმიტომ, რომ ყველამ იცის - ომს დიდი ფული სჭირდება. ერთადერთი კითხვა, რაც დღევანდელ დღეს არის, რამდენი მსხვერპლი მოჰყვება ერთი გიჟის სულელურ გადაწყვეტილებას", - ამბობს ხოჭოლავა.

• პასუხი ქომაგი-ს

ყველა ვიზიარებთ დათო ხოჭოლავას ტკივილს ისე როგორც ეს ადამიანებს და ნამდვილ მამაკაცებს შვენის და შენსგან განსხვავებით ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვსაუბრობთ. ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს. გული რომ შეგვტკივა და გვიყვარს იმიტომ ვარიგებთ ჭკუას თორემ ფეხებზე რომ გვეკიდოს შენსავით მაშინ არაფერს ვეტყოდით საერთოდ.

• vinmes

ფეხბურთი ითამაშე ჯობია და მთავრობას თავი დაანებე, გაიგეთ ხალხო ახლა საქართველოს რაღაც მანევრი და გაურკვეველი განცხადებები საქართველოს სასტიკ ომში ჩააბავს, რომლის გამჩერებელი მერე ვერავინ იქნება, ვერც ნატო და ვერც კატო,საქართველოს და მის მთავრობას ახლა სწორი პოზიციები უკავიათ ამ ყველაფრის გამო.

• ссср

ტიპები რუსეთს ვერ მოგლიჯეს, ტულაში! და კაცი ხმას არ იღებს.

• ქომაგი

დავით, გულთან ნუ მიიტან აქაურ კომენტარებს, უმეტესობა ერთი კანტორის შეკვეთილია. უბრალო ხალხს კარგად ესმის, რაზე საუბრობ, გასაგებია, რომ რასაც ჩვენს მთავრობაზე ამბობ, მთელს ევროპაში გავრცელებული აზრია უკვე და ამ აზრს შენი ინტერვიუ კი არა, ჩვენი მთავრობის ვირეშმაკობა ქმნის. ვიზიარებ მწუხარებას და წარმატებებს გისურვებ! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!

• კოტე

დათო ჯიგარი ხარ. ხო ხედავ ნაკრებით გევაჭრებიან, გულს ნუ გაიტეხ, აქ უმეტესობა ხელფასიანი "ქომაგია".

• master

არ გიფიქრია რატომ მოელიან მეტს,ვიდრე აკეთებს?

• ქომაგი

რა ჭკუის კოლოფები ხართ, როცა სხვისი უბედურება თქვენ არ გეხებათ!

• რა გვეშველება?

მიწიე რუსკი კარაბლს

• სიმართლე

ვიზიარებ შენი ოჯახის მწუხარებას, მართლა გულით გეუბნები. მაგრამ სიძნელეებმა ცხოვრებაში და გაჭირვებამ ტვინი კი არ უნდა დაგაკარგინოს. რომ მოაღე პირი, რას ლაპარაკობ ამხელა კაცი, არ უნდა იცოდე? შენ ჩემო კარგო იყავი სადაც ხარ, ნაკრები კი დაივიწყე. ისედაც დიდი არაფერი გამოგდიოდა. ეს რა დღეშია საწყალი საქართველო.

• დავით ხოჭოლავას!

ჩემო დავით! სირცხვილი ის არის კაცი რომ ქალივით წუწუნებს და ტლიკინებს! მთავრობის საქციელის გამო მრცხვენიაო რომ ამბობ იმის არ შეგრცხვა ლუკაკუმ 100 მეტრით რომ ჩამოგიტოვა 3 წამში? შენ საქმეს მიხედე ბიძი, შენს საქმეს. მაგაში ყველა ვთანხმდებით რომ რუსეთი მტერია და უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან. ვიზიარებთ შენს მწუხარებას სიმამრის გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაც ენაზე მოგადგება ყველაფერი ყველაფერი უნდა იყრანტალო. როა რადიო თავისუფლებამ ? ნწუ ნწუ ნწუ-ო? ხიხიაა საქართველოს მთავრობაო? სამშობლო ოჯახივით არის შვილო. შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრი არ იქცეოდეს სწორად მაგრამ ამაზე ქუჩაში უცხოებთან არ უნდა იწუწუნო. ასე იქცევიან კაცები. კიდევ ერთხელ ვიზიარებ შენი ოჯახის მწუხარებას დანაკლისის გამო.

• SOS!!!

ამ დედამიწაზე მარტო ერთი გიჟი რომ იყოს რაღა გვიჭირდა!

• ასეა ეს

გავიწყდებათ რომ საქართველო რუსი ოლიგარხის ხელშია და აბა გაბედოს რამე ზედმეტი.

• ნოდო

საქართველოსგან უფრო ბევრს მოელიან ვიდრე თვით ამერიკისგან რომელიც მოიერიშეებს არ აძლევს და ნატო რომლიც ცას არ კეტავს ნუ სხვა დეტალებს აღა მივუბრუნდები ესეც საკმარისია :)

• ადამიანი

ყველა ვიზიარებთ ხოჭოლავას ტკივილს და აბა ქართველ ხალხზე უკეთ ვინ იცის რა სიმწარეა გახიზნვა?! მაგრამ საქართველოს მთავრობას არაფერი არ აქვს მისგან სასაყვედურო, ა რ ა ფ ე რ ი.არც გვაქვს ჩვენ გასაქცევი დანიაში და არც ეკონომიკურადაა საქართველო დანია,რომ სანქციებს გაუძლოს. გასაგებია,რომ არც ივის და არც სცალია,საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაში გასარკვევად,მაგრამ მთლად ნანუკა ჟორჟოლიანივით არ უნდა ილაპარაკოს

• სირცხვილი, შენ ხოჭოლავა!

ბიჭოს, არა გრცხვენია ამხელა კაცსს, დადიხარ და ჭორიკანა დედაკაცივით ატლიკინებ ენას?

• წადი ბიძია, დაგვანებე თავიიი! დანიაში კომფორტულად ხარ?

საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს "ვაჟკაცი" გაქანებული ნაცი იქნება. ქართველებსაც გვრცხვენია შენნაირი სულით მოღალატებიი, რომ გვამუნათებს.

• მიშა

გულწრფელი წუხილი გარდაცვილიადამიანის გამო. დანილ მედვედევის მოხსნა თუ მოსულა ტურნირიდან იმის გამო , რომ არ გმობს პუტინს მაშინ ამასაც ნუ ვათამაშებთ ნაკრებში. მაინც ამის ცოდვილობის ყურებით აღარ ვართ ხალხი.

• მაგარი არაკაცი ყოფილხარ!

დავით ხოჭოლოვა! მაგ სიმართლით იარე დანიაში!

• ქართველი

მაგრად ჩაიჭერი დავით შენი ქვეყნის წინაშე, ღმერთმა გაპატიოს. დრო დადგება და ყველაფერს თვითონაც მიხვდები, თუ მანამდე სექტამ ტვინი კიდევ უფრო არ გამოგილაყა. ძაან მწყდება გული.

• svano magarski

დავით-ჯიგარი-ხარ...

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება

ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?

ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]

Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა