ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქეცბაია იუბილარია - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი კაცი

ქეცბაია იუბილარია - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი კაცი

დღეს, 18 მარტს, თემურ ქეცბაია 54 წლის გახდა. ის დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია. გულშემატკივრები არასდროს ივიწყებენ თემურს, რომელიც მოედანზე ბოლომდე, მთელი ჟინითა და ემოციით იბრძოდა. მართლაც ლეგენდარული ისტორიაა, როცა ქეცბაია საქართველოს ნაკრების დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ თვითმფრინავში თანაგუნდელებს აფხიზლებდა - დავმარცხდით და თქვენ კი გძინავთო...

მწვრთნელებზე გაბრაზებული თემურიც კარგად გვახსოვს - მაისური რომ "შემოიხია" და ბილბორდებს ფეხებს ურტყამდა - რადგან ის "ნიუკასლში" შანსს დაუმსახურებლად ვერ იღებდა...

ქეცბაია-მწვრთველი "ანორთოსისში" დაიწყო და ახლაც იქ აგრძელებს. მან ამ პატარა გუნდში საოცრება შეძლო - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაშინ გააღწია, როცა ეს ახლანდელზე გაცილებით რთული იყო (ე.წ. საჩემპიონო ზონა არ არსებობდა). მხოლოდ გააღწია? "ინტერს", "ვერდერსა" და "პანათინაიკოსს" სერიოზული ბრძოლა გაუჩაღა და ჟოზე მოურინიოს მილანელებს უმოტივაციო შეხვედრაში ბერძნებთან რომ არ წაეგოთ, კვიპროსელები სვლასაც გააგრძელებდნენ...

როცა თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრები ჩაიბარა, გუნდს არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის ხელში სერიოზული მოუგებელი სერია ჰქონდა. თემურმა ეს შეცვალა. ხორვატიასთან თბილისში ლევან კობიაშვილის გოლით მოგებული ისტორიული შეხვედრა კი ერთგვარი წყალგამყოფი გამოდგა - ამის შემდეგ გუნდში პრობლემები ერთმანეთზე მიეწყო...

სტადიონი გოგიტა გოგუას მინდორზე შეშვებას სკანდირებდა, მეორე დილით კი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის რაღაც მოხდა... ამას ისრაელთან დროის მოკლე ინტერვალში გასვლითი შეხვედრა მოჰყვა, სადაც გადაღლილი გუნდი დამარცხდა...

მოთამაშეებთან თუ ჟურნალისტებთან დაპირისპირება - ქეცბაიას ეს შემთხვევები მოუმრავლდა. რა თქმა უნდა, თემური ბევრ სიმართლეს ამბობდა, თუმცა ცხოვრება და მათ შორის, მწვრთნელობაც, ერთგვარად კომპრომისების ხელოვნებაა.

ამის შემდეგ შესარჩევი ციკლების ჩაგდებას ის ბევრ ფაქტორს აბრალებდა. თუკი თავიდან შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი გვახარებდა, გუნდს მოტივაცია აუმაღლდა და ა.შ. მას მეორე უკიდურესობა მოჰყვა - კი, საფრანგეთთან ფრედ ვითამაშეთ, ესპანეთის ნაკრებმა ბოლოს გაგვტეხა, მაგრამ გუნდს სხვანაირი თამაში მაშინდელი ფინეთის დონის გუნდთანაც აღარ შეეძლო - მხოლოდ თავის დაცვაზე იყო ორიენტირებული. შესაძლოა, ამის მიზეზი საკადრო საკითხებიც იყო...

თემურ ქეცბაიას "დინამო არენა" თავდახრილს არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე მოხდა - პოლონეთთან დიდი ანგარიშით (0:4) მარცხის შემდეგ მას გულშემატკივრებთან დამშვიდობება გაუჭირდა...

ქართველი სპეციალისტის კარიერა არც ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" აეწყო და არც რუსულ "ორენბურგში" - "ანორთოსისი" "თავის" გუნდს ჰგავს...

სადაც ქეცბაიაა, იქაც ქართველი ფეხბურთელები - ის თავის გამოჩენის შანსს ბევრს აძლევს. როცა ჩრდ. მაკედონიასთან ისტორიული ფინალი გვქონდა, საგულშემატკივროდ საგანგებოდ ჩამოვიდა. თემურს ნაკრების დღევანდელ თუ წინა მთავარ მწვრთნელებზე აუგი არასდროს დასცდენია...

ახლა "ანორთოსისი" ჩემპიონობისთვის იბრძვის - ქეცბაია ის კაცია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დაბრუნდეს...

• გაგა

"რა თქმა უნდა, თემური ბევრ სიმართლეს ამბობდა, თუმცა ცხოვრება და მათ შორის, მწვრთნელობაც, ერთგვარად კომპრომისების ხელოვნებაა"-კომპრომისების ხელოვნების ოსტატები კი ხედავთ როგორც ათამაშებენ ნაკრებს.ისე ჟურნალისტებს ლომის წვლილი მიუძღვით ქეცბაიას ანტიპიარში....

• ავჭალიდან

სიტყვა კაცი მაგრად შეგეფერება. იხარე თემურ ორსავე სოფელსა შინა!!!

• dimo

გილოცავ თემურ!!! საქართველოს სიამაყე ხარ!!!

• Mosexoneli

ადგილზე კაცს 54 წლოს ასაკშიც მეც მოვატყუებო:) სირბილი რომარ შემიძლია მაგიტო დავანებე თავი თავი თამაშსო:)))დაბადების დღეს გილოცავ გულიანო კაცო.

• G.LA

გილოცავ თემო, წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებ. მადლობა რაც ოფლი და ნარვები ჩადე ჩვენ ფეხბურთისათვის. ყოველთვის გულშემატკივრობთ ყველაგან.

• Levani

ჯანმრთელად იყავი და წარმატებებს გეუბნები რაა..ტორტს აქედანაც შეუბერა და იქედანაც 54 სანთელს

• ბრალიანი კაცი

გილოცავ თემო!!! მადლობა იმისთვის რაც ქართულ ფეხბურთში გააკეთე. სულ მწვანეზე გევლოს

• ვანჩოპე

გილოცავ თემო, ვერც აქედან გიმასქნეს და ვერც იქიდან.

• შალვა 73

გულითადი მადლობა ყველაფრისთვის ქართული ფეხბურთის მართალ კაცს და ზოგადად კარგ ადამიანს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ თემურ.

• გოგა

გილოცავ თემურ, კაი კაცი ხარ, ნამდვილი პატრიოტი და გულიანი

• kaka

წარმატებები გაიხარე ოჯახტან ერტად ჯიგარ წინ წინ..........

• რატი

ამათ უნდათ, რომ აქედანაც იმასქნან და რომ იქიდანაც იმასქნან, ეგრე არაა ძმაო! :)))) წარმატებები თემურ! მრავალს დაესწარი ოჯახთან ერთად.

• ბოკინიო

გილოცავთ თემურ. ღმერთმა სუ ჯანმრთელი გამოყოფის. წარმატებები არ მოგკლებოდეს ჩვენ სულ გგულშემატკივრობთ.

• juve

gilocav, warmatebebi temurs,

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

თემო წიმოძინეფ ჯიმა! გახარებული და წარმატებული შენს პოჯახთან ერთად! მადლობა.რაც საქართველოსთვის გიკეთებია!

• pepe

ქარტული ფეხბურტის პატრიარხი დიდი კაცი წარმატებები მარტალო კაცო...........

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა

"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?