მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ გასვლაზე ფრეს (1:1) მიაღწია „ფორტუნასთან“.

ჩაკვეტაძე მწვრთნელმა ვალტერმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 56-ე წუთზე შეცვალა. 85-ე წუთზე მასპინძლები ბოდზეკმა დააწინაურა, ხოლო კომპენსირებულ დროში გლატცელმა სტუმრებს ქულა მოუპოვა.

ამ სეზონში ჩაკვეტაძემ "ჰამბურგში" ყველა ტურნირზე 7 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 42 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 აპრილს „პადერბორნს“ უმასპინძლებს.

დიუსელდორფი. „მერკური“. 31 353 მაყურებელი

ფორტუნა - ჰამბურგი 1:1

გოლები: 1:0 ბოდზეკი (85), 1:1 გლატცელი (90+3)

შენ
ფეხბურთი არაა აშკარად შენი ძლიერი მხარე მეგობარო ! ჭადრაკი ან ბირთვის სროლა, იქნებ ეგ გეცადა?
კარგით რაააააა!
მოკლედ მიზეზს რა დალევს, ხან ტრამვა,მინდვრის საფარი, მწვრთვნელი, ბელგიის ჩემპიონატის დონე,ეხლა კიდევ პოსტკოვიდური მდგომარეობადა კიდევ ათასი რამ, რაღა დარჩა-კვერცხები[როგორც, ერთ ქართული ანდაზაში]. ჰამბურგის ხემძღვანელობის მიერ მოცემული შანსის ასე განიავებაა??. ფორმაში შევაოო, რომ გაიძახიან - როდის?? სეზონის ბოლომდე 6 თუ 7 თამაში დარჩა.
ქართველი
ამიტომ ჯობია დამწყებმა ჩვენმა პერსპექტიულმა მოთამაშეეებმა ევროპაში თავიდან ჰოლანდიის კლუბში ითამაშონ, იქ იციან როგორ გაიზარდოს ახალბაზრდა.
გიორგი
რომ წერთ ვაცალოთ ვაცალოთო კი ბატონო ჩვენ კი ვაცლით ქართველები 30 წლამდეც დაველოდებით მის მაღალ დონეზე ათამაშებას, მაგრამ გერმანელები და ბელგიელები აცლიან?? რა თამაშის დონე და ხარისხიც აქვს ჩაკვეტაძეს ამ თამაშით მაქსიმუმ კვიპროში და ყაზახეთში ითამაშო წესიერ ლიგაში და წესიერ გუნდში არავინ გათამაშებს.
გიორგი
მოდით ობიექტურები ვიყოთ დღეს დღეისობით ბელგის უმაღლესი ლიგა გაცილებით მაღალი კლასის ჩემპიონატია ვიდრე მე 2 ბუნდესლიგა ქვედა ლიგა ქვედა ლიგა. მაგალითად გიორგი მიქაუტაძე ბელგის მე 2 ლიგაში დაფრინავდა 21 მატჩი 19 გოლი გაიტანა გადმოვიდა უმაღლესში და ოქტომრის მერე გოლი აღარ გაუტანია თამაშიდან. რეალურათ ტრამვის შემდეგ ჩაკვეტაძე დაბრუნდა შარშან აგვისტოში და იმის შემდეგ გენტის მწვრთნელმა არაერთი მატჩი ათამაშა კონფერენც ლიგაზეც და ჩემპიონატშიც მაგრამ მისი თამაშის ხარისხი და დონე იყო ნამდვილად არასახარბიელო და არ აკმაყოფილებდა გენტის მოთხოვნებს ამიტომაც გაუშვეს ჰამბურგში რომ ქვედა ლიგის გუნდში მიეღო პრაქტიკა და აეკრიფა ისევ ფორმა მაგრამ სამწუხაროთ მე პირადად ვერ ვხედავ იმას რომ ჩაკვეტაძის თამაში გაუმჯობესდა და ფორმაში შედის კი 1-2 კარგი ფინტი და მოძრაობა იყო მაგრამ რეალურად შედეგიანი მატჩები არ ქონია 7 მატჩი ათამაშეს და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა თასზე ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. იმედი მაქვს შემდეგ თამაშებში მოუმატებს თუ არადა ვფიქრობ როგორც სალუქვაძემ წლების წინ უწინასწარმეტყველა რომ კარიერას ან კაირათში ან ტობოლში გაგრძელებდა მართა მასე არ მოუვიდეს მესმის რთულია მგრამ ყველანი ვგულშემატკივრობთ და იმედი გვაქვს ამის ყველაფერი მასზეა დამოკიდებული მაგრამ ვიყოთ ობიექტურები ასეთი თამაშით მას ევროპაში დიდხანს აღარავინ დატოვებს გრანდებზე და ტოპ ლიგებზე არაა საუბარი საშუალო დონის ევროპულ ლიგის საშალო კლუბშიც არავინ ათამაშებს თუ ასე გაგრძელებს თამაშს როგორც თამაშობს ახლა.
გიორგი
რას ნიშნავს გავზრდილვარ? გიცნობ? მიცნობ? ან რა ანალიტიკა არ მინდა აბა ნორმალურად მითხარი
გიორგი-ს
გაზრდილხარ გიორგი,კარგია,ფეხბურთს რომ უყურებ ესეც კარგია..არ გინდა ანალიტიკა..
ვაჟა მასწავლებელი
დათო, გიორგი მართლები ხართ. ვაცალოთ!!!!!!
გიორგი
ერთი რაღაც მაინტერესებს იმ ადამიანებისგან ვინც აქ წერთ, რომ ცუდად ითამაშა და ლანძრავთ, საერთოდ უყურებთ რა ხდება თუ მარტო აქ შემოდიხართ, რომ რამე ცუდი დაწეროტ, ამით რამე გემატებათ? მართლა მაინტერესებს ესეთი გაბოროტებულები როგორ ხართ, იმის მაგივრად რომ გაამხნევოთ 2 თვის წინ გადავიდა ახალ გუნდში 2 წელი საერთოდ არ ქონდა ნათამაშები და რამდენიმე დღის წინ კოვიდი ქონდა. 90% საერთოდ სპორტთან შეხებაში არ ხართ ვინც აქ წერთ და ჭორიკანა ქალებივით ლაპარაკობთ
ბს
აჩრდილია იმ გიორგის ჩვენ რომ ვიცოდით და რომ გვენატრება, აჩრდილი((
დათო
ორიოდე დღეა რაც ვარჯიში დაიწყო კოვიდის შემდეგ, საერთოდ როგორ ითამაშა კიდე გასაკვირია, მოუმატებს აუცილებლად, მონდომება არ აკლია, კარგი იქნება თუ გვერდით დავუდგებით და გავამხნევებთ
თემო
მეორე ბუნდესლიგაში 7 თამაშში ერთი შედეგიანი პასი რავი,რავი..
smrzy))
ე ბიჭო დააცადეთ გუშინ დაიწყო ვარჯიში კაცმა, კორონას მერე კიდევ კარგად ითამაშა დღეს ...
zuka
რას გავდა ჩაკვეტაძე,საერთოდ თუ ხვდება რომ ფეხბურთელია?მადლობა ღმერთს ნაკრებში გვყავს ისეთ საუკეთესოები როგორიცაა კვარაცხელია დავითაშვილი და სხვები,აგორავოს ჩაკვეტაძემ იქ ბურთი და გაერთოს რესტორან/ბარებში როგორც ჩვევია..
უშანგი
კოვიდის გადატანამ ლმოქმედა აბათ.
სოსო
სპორტ-ტვ.ბიზ.ფუტბოლ 3 ზე ვუყურე,49 წუთიდან.შეცვლამდე გიორგი ბურთს არ შეხებია.საერთოდაც უცნაური თამაში იყო.დიქტორი ამბობდა,ეს თამაში 0-0 არ დასრულდება,იმდენ შეცდომას უშვებენ მცველები,რომ აუცილებლად დაისჯებაო,რომელიმე.ორივე დაისაჯა და კიდევ ბევრჯერ უნდა დასჯილიყვნენ.მეკარეებმაც ამ დროში თითო ისეთი მომენტი აჩუქეს მეტოქეს,რომ გატანა აუცილებელი იყო.მასპინძლები უფრო სახიფათოდ უტევდენენ,ჰამბურგი კი ვერაფერს ქმნიდა და მხოლოდ მეტოქის შეცდომები აძლევდა რაღაც შანსს.გოლი ჰამბურგმა, დაცვის შეცდომის შედეგად გაუშვა.საჯარიმოს ხაზიდან ორ მეტრში ისე მიუშვეს,რომ კაცი არ გავიდა მასზე და მეკარესაც შეეძლო აღება....ჰამბურგი ამის შემდეგღა გადავიდა შეტევაზე და ერთი ისეთი მომენტი გააფუჭეს,შორიდან შეუძლებელი რომ ჩანდა.საპასუხო გოლიც კურიოზული გამოვიდა.მასპინძლებმა კუთხურზე გადააგდეს და ჩამოწოდებულს,ჰამბურგელმა თავით შეუცვალა მიმართულება,თუმცა კარში არ მიდიოდა.სამაგიეროდ ყბაში მოხვდა გლატცელს და კარში შევიდა.არ ვიცი,ასეთ გუნდს რა შანსი უნდა ჰქონდეს ბუნდესლიგაში.ბევრს ჰქონდა კორონა ვირუსი და შესაძლოა ჯანზე ვერ იყვნენ,მაგრამ რასაც ვუყურე,ჯანის კი არა,აზროვნების და კლასის ნაკლებობა უფროა.
გიორგი
ჩაკვე ცოტა შედეგიანობას უნდა მოუმატო
ლადო
რბილად რო ვთქვათ, არ იყო მისი მატჩი, თუმცა კოვიდის მერე სირბილი კი არა, მე სიარული მიჭირდა. მიდი ჩაკვე მიდი რა. დაიჯერე. ჩვენ გვჯერა. დაიჯერე და ნახავ რა შეგიძლია
სახიჩარი
ჩემი აზრით ჩაკვეტაძე არ მუშაობს ბევრს თავის თავზე, შანსს აძლევენ და ვერ იყენებს, 56-ე წუთზე რომ გცვლიან ესეიგი ვერ ართმევ თავს დაკისრებულ ვალდებულებას.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია