რუსეთის პრემიერლიგაზე "რუბინი" მოსკოვში 1:6 განადგურდა ცსკა-სთან, ყაზანური გუნდის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 87-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ სეზონში ჩემპიონატზე ხვიჩამ 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. უეფამ რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებს თავიანთი კლუბების დროებით დატოვების უფლება მისცა და ყველას აინტერესებს, ისარგებლებს თუ არა ამით კვარაცხელია.

ხვიჩას ისედაც კარგა ხანია უნდა გუნდის გამოცვლა, მაგრამ ეს გასულ წელს ვერ მოახერხა, მალე საქართველოს ნაკრებს უნდა შეუერთდეს და გადაწყვეტილებასაც მალე მიიღებს. "РБ Спорт"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, დარჩება თუ არა "რუბინში", მან დიპლომატიური პასუხი გასცა: "ჯერ არ ვიცი".

კორესპონდენტმა კვარაცხელიას ჰკითხა - ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არსებობს თუ არა ზეწოლა მის მამაზე, რაზეც ფეხბურთელმა პასუხი არ გასცა.

Sportall.ge-მ რამდენიმე დღის წინ გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა, კვარაცხელიას მიმართ უარყოფითი კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, რადგან არავინ იცის, ის როგორ მდგომარეობაშია რუსეთში. დღეს ხვიჩას მიმართ რუსულ პრესაში უამრავი ცინიკური კომენტარი გამოქვეყნდა და ჩვენ ამ სიტუაციაში მხარდაჭერის გამოცხადება გვმართებს.

budzia
ზაზა მომისმინე ბიძია აგერ, ეხლა მოგინდა ომის მავნებლობაზე ლექციების კითხვა? თან რუსეთში ომის დაწყების "გეშინია" როდესაც უკრაინაში ხალხს ხოცავს კიდე არ გაჩერებულა რუსეთი და ხელს არავინ არ უშლის, და იმდენს ვერ ხვდები რომ ერთადერთი გზაა ვიღაცამ გააჩეროს რუსეთი. შენ კარგია თბილად რომ ზიხარ ხო მანდ?... თან ფეხბურთის ყურებაც ხო გინდა, ხოდა კიდე იმასაც ვერ ხვდები რომ ქართველის რუსეთიდან წამოსვლა სხვანაირად შეუძლებელია ერთადერთი გზაა რუსეთს ეტირის ყოფა და ფიფამ მისცეს ფეხბურთელებს კონტრაქტის საბოლოო გაწყვეტის უფლება. და ასეთ დროს მოგინდა შენ მშვიდობის მტრედობა, ეხლა მოგინდა "მშვიდობა და ქართველი ფეხბურთელების ღრუსეთში სამუდამოდ დარჩენა ტკბილი მონობა. უკრაინაში იბრძვის ხალხი დაენგრათ ცხოვრება იმათთვის მორჩა მშვიდობა და კაი ცხოვრება, და შენ მოგინდა ეხლა რესტორანში ომის მავნებლობაზე ლექცია... თან მაშინ როცა რუსეთზე არი მიმდგარი "საქმე" და რუსეთიდან ქართველი ფეხბურთელების გამოხსნის წინააღმდეგი ხარ
zaza
ბიდზია! რაღა გვიჭირს , ეგ თუ მოხდა . ომზე , ომების ისტორიაზე , მისი გავრცელების ვექტორებზე და საშიშროებებზე რაიმე წაგიკითხავთ?
სანდრო
ვის მორალზე საუბრობთ? მაგ ტერმინს აფზაზური შესატყვისი უფრო მიესადაგება.
bidzia
ნუ გეშინიათ 3 თვიანი იჯარის, სინამდვილეში სულ ხვანაირადაა საქმე. რუსეთშიც ომს ამზადებენ მალე, ოღონდ ეხლა რუსეთის ტერიტორიაზე იქნება წიოკი. მაგისთვის ემზადებიან საელჩოების და უცხოელების ევაკუაცია დაანონსეს უკვე. ისევე როგორც უკრაინაში დაიწყეს. ასე რომ მაგ 3 თვეში უკვე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ირევა მსოფლიო. ისეთი რაღაცა მოხდება რომ ჩაიკეტება რუსეთი და ეტირებათ ყოფა *
დროზე წამოდი
სუფთა პრაქტიკული თვალსაზრისითაც ხვიჩასთვისაც უკეთესია რომ დროზე წამოვიდეს იმიტომ რომ რუსეთი სრულ იზოლაციაშია და ხელფასსაც ვეღარ გადაუხდიან,აღარაფერს ვამბობ მორალურ მხარეზე.მაგრამ თვითონ ახალგაზრდაა ხოლო ეტყობა მშობლები და გაიძვერა ჯუღელი არასწორად ურჩევენ.
ლუკა
სხვებისგან განსხვავებით ხვიჩა ლიდერი, ღერძი უნდა გამხდარიყო, ეს პიროვნული თვისებებია არა 'სპორტული'. არაადამიანობას გაგებით და პრაქტიკულად რომ მიუდგები იქ ლიდერობაზე და წინსვლაზე საუბარიც ზედმეტია. გინდაც ადამიანურად გინდაც პრაქტიკულად უტვინო მრჩეველ-დამრიგებელი ყავს ხვიჩას. თუ ვინმემ გაწირა ხვიჩა ისევ მისმა პატრონმა და არა გულშემატკივარმა, გაგრუზინებულ ბიძებს ცხოვრების წესი არ ესმით :(
დინამოელი
ჯუღელიჩ დაგღუპავს "მამიკო", ძალიან არ მინდა ეს ასე მოხდეს, მაგრამ უკვე კარგად მიხვდა ბევრი რასაც წარმოადგენს ეგ შენი "მამიკო" და მაგიტომაც გვწყება გული ყველა შენს გულშემატკივარს
Geo
რა უნდა ვაკრიტიკოთ ხვიჩა? მან და გიომ ახალი სუნთქვა მისცეს ნაკრებს! და საერთოდ იმ სიტუაციიდან გამომდინარე რო საქართველო დაქცეულია, კიდევ კარგათ აზროვნებენ! მადლობის მეტი რა უნდა უთხრა ამ ყმაწვილებს ! თუ არ მოგწონთ ის რომ ჩვენები რუსეთში არიან, მიიღეთ კანონი, ოკუპანტ ქვეყანაში აეკრძალოს აგენტებს ჩვენი ფეხბურთელების გაყიდვა! მორჩა და გათავდა!
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
2008 წელს უკრაინა არ იყო ოკუპირებული. 2014-ის მერე ბევრი წამოვიდა, უთავმოყვარეო რაკიცკის გარდა.
Rero
Sworia 2 goli da 5 pasi,19 tamashi.
geno
ხგიჩას წასვლის შანსი მისცეს და უნდა წავიდეს მაგ ღორების ლიგიდან
ზაზას
პროდასავლური და ანტირუსული განწყობის ვარ მე პირადად მაგრამ აქ შემოვდივარ და ამ ბიჭის დაცვის მეტს არაფერს ვაკეთებ. იმიტომ რომ ვიცი შრომის ფასი, ვიცი ამ ადამიანმა რამდენი გააკეთა ნაკრებისთვის, არ ვარ დაუნახავი და კამათი მომივიდა დღეს საკუთარ თანამოაზრეებთან. ბიჭს არანაირი შეხება რუსულ ბინძურ პოლიტიკასთან არ აქვს, ომიც დაგმო ინსტარგამზე და მაინც ისეთ რამეს აბრალებენ რაზეც წარმოდგენა არ აქვს. უდიდესი უსამართლობაა როგორც ექცევიან დღეს ამ ბიჭს და ამას არ სჭირდება პარტიული კუთვნილება, ნებისმიერ პარტიას შეიძლება ეკუთვნოდე და შეგნებული ადამიანი იყო.
მათე
მივმართავ ხვიჩას.:ნუ მოუსმენ ამათ(ყველას ვინც ენის ტლიკინი იცის და მცირედი ჭკუა არ გააჩნია). გააგრძელე თამაში და იფიქრე მარტო ფეხბურთზე და შენს წინსვლაზე. დანარჩენი როგორც გაწყობს და სადაც გაწყობს და გეჭრდება იქ ითამაშე. საერთოდ არ ტეხავს რუსეთში თამაში( დღევანდელ სიტუაციაშიც კი). მთავარია შენ გაიზარდო და სწორად გავითარდე. წარმატებები და ჩვენ(ნამდვილი გულშემატკივრები)შენს გვერდით ვართ!!!
ზაზა
30 წელია ე.წ პრო-დასავლური პარტიები ყველას ვინც არ მოსწონთ და არ ეთახმებიან ყველა პოლიტიკოს თუ საზოგადო მოღვაწეს აბრალებენ რუსეთის აგენტობას მიშა სააკაშვილმა ნახევარი საქართველო დაიჭირა კრემლის აგენტობის ბრალდებით,ნაცებში და მათ მინდევრებში ლიდერებით დაწყებული ტელევიზიებით გაგრძელებული და რიგითი აქტივისტებით დამთავრებული რუსეთის აგენტის დაბრალება მასზე ვინც არ მოსწონთ ჩვეულებრივი მოვლენაა,მარა ფეხბურთელისთვის რომ რუსეთის აგენტობა დაებრალებინათ ეგ პირველად ვნახე ცხოვრებაში პოლიტიკოსი გამიგია ბიზნესმენი გამიგია საზოგადო მოღვაწეც მაგრამ ფეხბურთელი??? ეს რაღაც ახალია და სოც ქსელებში რომ მიდგნენ ამ ბიჭს მთელი ურა პატრიოტები ნაცები მისი სატელიტები და ლანძღეს აგინეს რეები აღარ დაუწერეს ეს უბრალოდ სამარცხვინოა ნორმალურმა ხალხმა ადეკვატურად და გასაგებად მიიღო ეს ამბავი რადგან ყველამ იცის რომ წასლვა არ არის მარტივი. ომი საშინელება და რუსეთი კიდევ რაც არის ყველამ ვიცით მაგრამ 2008 წლის ომის დროს რამდენი უკრაინელი ფეხბურთელი წამოვიდა რუსეთის ლიგიდან პროტესტის გამო?? გახსენდებათ ვინმე და წამოსვლა არ არის მარტივი ვინც საღად აზროვნებს იმან იცის ეს და მე ნამდვილად ვერ დავიჯერებ იმას რომ ხვიჩას კარიერის ბოლომდე რუბინში უნდა თამაში.
კახა
არ შეიძლებოდა ეს ბავშვი ყოფილიყო იმ სიტუაცია ში რომელშიც იმყოფება და სამართალმა პური ჭამა! ეს ჯერ კიდევ სუფთა უმწიკვლო ბავშვია წარმოდგენა არააქვს როგორი ვერაგი ფარისეველი მოღალატეები დაუნდობლები არიან ადამიანები, პირველი დანაშაული იქნებოდა ამის საქართველოში გაჩერება აუცილებლად უნდა წასულიყო უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გამოუჩნდა კიდეც შანსი მაგრამ ეგრევე მოინდომეს მისი გამოყენება და გულიც ატკინეს ახვრებმა შემდეგ თითქოსდა გამოუჩნდა გამოსავალი მაგრამ ვერაგულად კაბალურ ხელშეკრულებაზე მოწერინეს ხელი და კიდე ერთხელ მოინდომეს მისით გამდიდრება. უფალი სამართლიანია ეხლა აქვს შანსი თავი დააღწიოს ვერაგ ადამიანებს ნუ იქნები მიამიტი ნუ ენდობი ნურავის ის რომ თითქოს დაგეხმარნენ როცა გიჭირდა და ეხლა ვალდებულება გაქვს ანგარიში გაუწიო სრული აბსურდია შენ უკვე ბევრად მეტი მიეცი იმისთვის რისთვისაც თითქოს დაგეხმარნენ, გუნდი რომელიც გასავარდნ ზონაში იყო ევროთასებზე გაიყვანე, ხალხი მოედანზე დააბრუნე შენით ბევრად მეტი სარგებელი ნახეს და რა დაგიმალეს დაგაბრკოლეს შენით აყვავება მოუნდათ. ერთი წამითაც არ დაყოვნდე გულშემატკივარს უბრალო ხალხს მადლობა გადაუხადე მიმართვა გააკეთე(თუ სურვილი გექნება ისეთ ტექსტს გაგიკეთებ ვატირებ მთელ ყაზანს) მოკლედ ღმერთს უყვარხარ ხალხს უყვარხარ და ნუ გაუცრუვებ იმედებს ბევრი იშრომე და რაცმთავარია თავში არ აგივარდეს დარჩი ისეთივე ალალი და პატიოსანი როგორიც ხარ მადლობა კიდე ერთხელ შენ მშობლებს რომ კარგი შვილი გაგზარდეს წარმატებები უფალს ებარებოდე.P.S მამამის მინდა მივმართო თუკი ჯუღელი მოგიწოდებთ დარჩენას მოიშორეთ თავიდან.
Kutaisi
Mtlad shemazara am xalxma yvelaperi politikisken miyavt sporti sportia politika politikaa
გიორგი
ბულინგი ყოველათ მიუღებელია და სანამ ამ ბიჭს კრიტიკას გაუკეთებს ვინმე და შეურაწყოფას მიაყენებს თქვენს გულში ჩაიხეთ ყველას ერთად არ გექნებათ იმდენი გაკეთებული ქვეყნისთვის რამდენიც კვარაცხელიას აქვს შვედეთს დუბლი რომ შეუსრულა და ესპანეთს გაუტანა და ერთა ლიგის ფინალში გაგვიყვანა მაშინ არ იყო მოღალატეე?? არ შეიძლება ასეთი შეურაწყოფაა ბიჭი კითხულობს ამას და გულზე ხვდება ყველამ თავის ცხოვრებას და კარიერას მიხედოს და ხვიჩა მიხედავს თავის თავს და ზოგიერთი ნაციონალი და პრო დასავლელი პარტის მხარდამჭერი ტელევიზია და აქტივსტი რომ ლანძღავს ეს ძალიან სასაცილოაა თქვენი პარტიების ლიდერების ნახევარმა რუსეთში იშოვა ფული რუსეთის მოქალქები არიან და დღემდე რუსეთში აქვთ კაპიტალი ნაყოფია ოქრიაშვილი გრიშა ვაშაძე მამუკა ხაზარაძე იყო ბორჯომი რომ მიყიდა რუსებს და მიშაა საკაშვილის ბიძა ფსბს გენერალი იყო და სააკაშვილი კაკბეს ჯარებში მსახურობდა ასე რომ მოდით რაა ხვიჩას ნუ ასწავლით პატრიოტიზმს და ქვეყნის სიყვარულს.
Michaela
ყველა ტელევიზიამ წაიღო და ათრია დღეს მისი გასალანძღი პოსტები. რესპექტ ჩემგან რუსთავი ორს ,მხოლოდ მან არ დადო და არ მიუსია ბრბო. მე თვითონ ოპიზიციაში ვარ და ჩემმა თანამოაზრეებმა გამაგიჟეს ისეთები დაწერეს ამ ბიჭზე. რუსეთი რომ გვძულს შიგნით უნდა ვებრძოლოთ რუსეთის მხარდამჭერებს, პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც, რა შუაშია საერთოდ კვარაცხელია, ფეხბურთს თამაშობს ბიჭი, 11 კლასის განათლება აქვს, რა იცის საერთოდ, რა პოლიტკურ განცხადებას სთხოვენ. მითუმეტეს ომი დაგმო ბიჭმა, რისკის ფასად ინსტაგრამზე და კიდე ეჩხუბებიან აქედან. გაგიჟდება კაცი რა
Thomas
რამდენ ფეხბურთელსაც რუსეთთან შეხება ჰქონია 2008 ის მერე ან თუმდაც მანამდე ,ისინი რატო არ გაიგდეთ ასე და რატო არ გადაუარეთ? ადვილია არა პატარა ბიჭის ბულინგი, თან პასუხს არავის სცემს და თქვენც გეადვილებათ მისი ლანძღვა. ასე რატომ გძულთ? შრომის მეტი რა ჩადო ამ ნაკრებში? კარგის მეტი რა გააკეთა? კითხვაზე პასუხი მაინტერესებს უბრალოდ, 9 აპრილის მერე ან აფხაზეთის ომის მერე ვინც წავიდა და რუსეთთან შეხება ჰქონდა ის რატომ არ გაილანძღა ასე? ასათიანიც ძალიან გიყვარდათ და სხვებიც. ეს ბიჭი რატომ არის ასეთი განსხვავებული? შემთხვევით ვინმე ხომ არ გმართავთ, რომ მანდამაინც ამის მიმართ იყოთ აგრესიულები? დაფიქრდით ვინმე ხომ არ გიყენებთ... ყველაფერი კეთდება ამ ბიჭის განადგურებისთვის და ნუ შეიტანთ ამაში წვლილს!!
გიორგი
ნუ წაიღეთ ტვინი იმით, თუ ტოვებს ,თუ არ ტოვებს კვარაცხელია “რუბინს”! ამდენი პელეზე არ დაწერილს პრესაში!

ვინც კარგი გაუკეთა ამ ქვეყანას და სული და გული ჩადო თამაშებში მაინცდამაინც იმას ერჩიან. ჯიმი ტაბიძე და ზურიკო დავითაშვილი არავის უხსენებია აბა. იმდენი ზეწოლადა მუქარაა ხვიჩაზე, უკვე იმისიც მეშინია რომ ჩამოვა რაიმე საფრთხე არ შეუქმნან აქ. უკვე აქამდეც დავიდნენ რომ ფიზიკურად ემუქრებიან ამ ბიჭს.
Herbst
ყველაზე ნეტად იმაზე მტკივა გული, რომ ამ ბიჭს არასოდეს პასუხი არ დაუბრუნებია არავისთვის, იტანს ამ უსამართლო ტალახის სროლას მუდმივად. არც პოსტით უპასუხია არასდროს. დღეს რუსმა ჟურლისტმა ჰკითხა საქართველოდან ზეწოლა თუ არის შენზეო და მაგაზეც არ უპასუხა. სულ იმას ამბობს, ქართველი გულშემატკივრის გახარება მინდაო, რუბინის გულშემატკივარს კი არ იძახის, ქართველები უნდა გავახაროო გესმით? და მისი ქართველები ამ დროს ზურგში დანას ურტყამენ და არასოდეს რომ არ ჰქონია შეხება ისეთ რამეს აბრალებენ. დღეს ერთმა ცნობილმა ქალმა თინა კანდელაკს შეადარა, საშინლად გული დამწყდა ამ შედარებაზე, კანდელაკი პუტინის პროპაგანდისტია და რა შუაშია ხვიჩა ამასთან? როდის გააკეთა რუსეთის მხარდამჭერი განცხადება :( გულსატკენია უბრალოდ, მე ალბათ არც მენდომებოდა ამის მერე ამ ქვეყანასთან რაიმე საერთო მქონოდა. ვერ იტანენ უბრალოდ ადამიანს!
დათო
დაიკიდეთ რა ნაცბოტების კომენტარები და ხვიჩამაც დაიკიდოს! ექნება შანსი და მაგაზე მაგრა არავის უნდა იქედან წამოსვლა, სახლში დასაჯდომად კი არ უნდა წამოვიდეს. ძალიან ბევრი ძალიან მაღალი კლასის და განვითარებული ქვეყნის ფეხბურთელი დარჩა რუსეთში, იმიტომ რომ ისე, რომ აგრესორს არაფერი დააკლო - თავის დაღუპვა არაა რუსეთთან ბრძოლა და გონიერი ადამიანის საქციელი! თან საქართველოს ოკუპაციის მერე მანდ თამაში, ბიზნედის წარმოება, ტურისტების მიღება არ ტეხსვდა და უკრაინაზე, მის უდანაშაულო ხალხზე უფრო გვწყდება გული, ვიდრე ჩვენსაზე?! ამიტომ არ აყვეთ ნაცბოტებს!!!
123
ეს ბიჭი არ იმსახურებს იმას რასაც დღეს სოციალურ მედიაში ვკითხულობ. კარგის მეტი რა აქვს გაკეთებული საქართველოსთვის. სახლიდან წამოწოლილი ლაპარაკი უადვილესია, ხო თქვენგინდათ ნაპოლიში, რომაში და მილანში ითამაშოს და თვითონ რუბინში ურჩევნია და არუნდა ევროპა ხო?? თქვენ მარტო 1% ხედავთ, 99% შიგნით რა ხდება არცერთმა არიცით. პროსტა გულდასაწყვეტია ესე რო გადათელავ ადამიანს.
ქართველი
სრული ამსიტყვის მნიშვნელობით 20 წლის ბიჭს გადაუარეთ. სირცხვილია. აი ეს არის რეალური ბრბო და სხვა არაფერი. რო გამოდიხართ აქ და ბრტყელ ბრტყელ სიტყვებს ამბობთ მაინდამაინც უკრაინაში უნდა შეჭრილიყო რუსეთი რო გაგეგოთ რა ქვეყანაც არის?? რატო მანამდე ერთხელ არ თქვით დღესვე აიღე ბარგი და წამოდიო 2008 ში რო გადაგვიარეს ეგ არიყო საკმარისი მიზეზი?? ერთერთი ვიყავი ბევრისგან განსხვავებით ვინც ამ ბიჭის ცაში აყვანისგან თავს ვიკავებდი რადგან ჯერ დასამტკიცებელიაქ კიდევ.თქვენ ვინც ეხლა ლანძღავთ თქვენ ააგდეთ ცაში და პირველი ისევ თქვენ გადათელეთ. კარგის მეტი რაგაუკეთებია ამბიჭს ქვეყნისთვის?
გიო
გურამ ძმაო , მოდი რა შენს საქმეს რომ მიხედო არ აჯობებს )) ყავს ამ ბიჭს ახლობლები და ურჩევენ რამენაირად შენს გარეშე .
სოსო
გურამ,იმაში რაღაა გაუგებარი,რომ ფიფამ მხოლოდ 1 ივნისამდე მისცა გუნდში არ ყოფნის უფლება ფეხბურთელებს და მერე ისევ რუსეთში უნდა დაბრუნდნენ?რამდენჯერ დაწერეს და ითქვა ამ საკითხზე და მაინც აგინებთ ამ ბიჭს.ვთქვათ და წამოვიდა,ორი თვიდან სულ ცოტა ერთი მაინც,ენის მინიმალურ დონეზე შესწავლას და გუნდთან შეგუებას დასჭირდება,მანამდე ნაკრებში ყოფნა.შესაძლოა სულ რამდენიმე თამაში მოუწიოს,ამ შემადგენლობაში ვერც მოხვდეს და კარზე უკვე ნაკრების საზაფხულო თამაშებიც მოგვადგება.ფორმიდან ამოვარდნილი და უთამაშებელი კაცი,ნაკრებს დაეხმარება?თუ ფიფამ გუნდიდან მთლიანად წასვლის ნება არ მისცა,ორ თვეში სულ ორიოდე თამაშის სათამაშოდ წამოსვლა ღირს?მერე რომ დაბრუნდება რას უზავენ,რუსები?არადა კონტრაქტი 2024წლამდე აქვს,გუნდიდან ვერსად წავა,თუ არ გაუშვეს.ეს ხომ ყველაფერი სიმართლეა და ასე ძნელი გასაგებია?ამაზეც ხომ უამრავი ადამიანი წერს.წასვლა რომ არ სდომნოდა,შარშან ისე დაკარგავდა ფორმას?მისთვის სიკეთე,მასზე მეტად გინდათ?მის მამაზეც?ცოტა ხომ უნდა იფიქროთ.ან ამდენი ლანძღვა გინების შემდეგ,სულ რომ აღარ გამოიხედოს ნაკრებისაკენ,ისევ მას გაამტყუნებთ,თამაში არ უნდა მოღალატეაო.შარშანაც ხომ არავინ დაამადლა დაუმსახურებელი ბოღმა და სიძულვილი.ჯერ სიტყვაა საქმე და შემდეგ საქმეაო,საქმე.ტრავმას მოიშუშებს ადამიანი,მაგრამ სულიერ ტრავმას ბოლომდე ვერასოდეს ირჩენენ,სულ რჩება.მოყვასისაგან მიყენებული ტკივილიც გაცილებით მტკივნეულია,ვიდრე ვიღაც უცხოსაგან.ამაზე გიფიქრიათ ვინმეს?!მეეჭვება,თორემ მაგ ბიჭებს,ამდენ ტალახს არ ესროდით.ყველამ მაპატიეთ,ცხარედ ნათქვამისათვის,სააღდგომო მარხვაა და არ შეგვფერის,მაგრამ თქვენც იფიქრეთ ამაზე.

ფეხბურთი თუ არ გაინტერესებთ ამ გვერდზე რატომ შემოდიხართ? მოგწონთ ამდენ ბოროტებას რომ ანთხევენ ახალგაზრდა ადამიანის მიმართ? მარტო მაშინ იყო კარგი შვედეთს რომ დუბლი გაუტანა ხო? პრობლემა რომ აქვს და დრო სჭირდება რუსეთის დასატოვებლად მაშინ უნდა გადაუაროთ არა? მოკალით ბარემ რომ ჩამოვა, ერთი მოუკლავთ ქართველებს თუ ორი? ყველა ნიჭიერს ასე არ ექცევით?

ახლაგაზრდა ადამიანს რომ სიკვდილს უსურვებენ და ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან ამას კრიტიკას ეძახით და ბრაზობთ მხოლოდ? მეც ვბრაზობ რომ რუსეთშია მაგრამ ამაზე ინფორმაციას და გზებს ვეცნობი, როგორ შეიძლება ამ ქვეყნის დატოვება და არ ვაგინებ, არ ვწყევლი, არ ვემუქრები და ნუ ამართლებთ ამ საშინელებას რაც მის მიმართ ხდება დღეს ფეისბუქზე. მისთვის კარგი როგორ გინდათ როცა ამას უსურვებთ? მიპასუხეთ!! კარგი თუ გინდათ მისთვის, წაიკითხეთ ინფორმაციები და დაუჭირეთ მხარი. მინიმუმ ბინძური კომენტარი არ დაწეროთ! ამართლებენ ძალადობას სიბრაზით და თურმე მისთვის კარგი უნდათ
ჯაბა
გააფანატეთ თქვენ ამ ბიჭზე და ახლა ნებისმიერ კრიტიკაზე თვალებს დათხრით ადამიანს. ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება ქვეყნად
გურამი
ხალხო სიბოროტე რა შუაშია, ვბრაზობთ და არ გვაქვს უფლება? რა ხდება ხომ ყველა ვხედავთ? აგერ ჩვენი ბიჭები შეეწირნენ ამ ბოროტებას, ხალხი იტანჯება და კიდევ რა იქნება არავინ იცის. წამოვიდეს ამ დასაქცევი ქვეტნიდან, მილანისა და დორტმუნდის გაქანების ფეხბურთელს - კრაკოვია და შტურმი მაინც ხო აიყვანს და მერე იქ გამოიჩინოს თავი, გზა დიდი კლუბებისკენ გახსნილი არ ექნება? ნუთუ ასეთი გაუგებარია ეს
Skeleton
იმ უამრავი სიბინძურისგან, რაც დღეს წავიკითხე ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ვიღაც წერდა, ჩემი შვილი რომ იყოს ფეხებს დავამტვრევდი რომ ვერასოდეს ეთამაშა ფეხბურთიო. ყველაზე ბოროტული ეგ იყო ალბათ რაც კი მის მიმართ წამიკითხავს. რათქმაუნდა მისი შვილი რომ იყოს ზედ გადაეფარებოდა და დაიცავდა მაგრამ ეს იმიტომ დაწერა, რომ მისი შვილი არარის. დაუკვირდით რას წერთ. ცხოვრება ბუმერანგია. წარმატებები ყველას და აგრესიის კონტროლს გისურვებთ :) მტრის შემოსევა საჭირო არ არის, უკვე ერთმანეთს ვუსწორდებით მშვენივრად...
ემიგრანტი
ყველაზე რიალური შანსი ახლა არის კლუბის დატოვების და იმედია ყველაფერი ისე წავა როგორც უნდა მოხვდეს. რუბინი წელს გავარდება და საბოლოოდ დაამთავრებს ხვიჩა კონტრაქტს რუბინთან და რუსულ ფეხბურთან წარმატებები კვარა ამხანაგურებში კიდევ ერთხელ დაანახე ევროპას რომ შეუჩერებელი ხარ
zaza
ფეისბუქზე იმხელა ბულინგია ამ ბიჭზე რომ ესე არ შეიძლება რა, არავის არ სიამოვნებს რომ თამაშობს რუსეთში, მიუხედავად იმისა რომ თათრებს დიდად არ უყვარს ცენტრალური ხელისუფლება მაგრამ მაინც ყველას სურვილია რომ ოკუპანტი ქვეყნიდან წამოვიდეს, თან რუბინი უკვე გუნდსაც აღარ გავს, საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს. ეგ კი არა ეროვნებით რუსი და გვარით ქართველი ფეხბურთელებიც გვინდა რომ გადმოვიბიროთ იქნება რაიმე გამოვიდეს. რა გახდა ნორმალურ კლუბში რომ გადაიყვანონ და იქ დაამტკიცოს კვარამ თავისი შესაძლებლობები.
ვვვ
და თუ არ იცის, არადიპლომატიურად როგორ უნდა ეპასუხა? ))
Winter
ზეწოლაზე არ უპასუხა, არაფერს იტყვის ქართველების მხრიდან ზეწოლაზე იქ, იმდენად შეგნებული ადამიანია. თქვენ კიდე ცოცხლად შეჭამეთ აქედან. რა სირცხვილია. ალბათ რამხელა წყენა აქვს გულში
rable
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ყველაფერი მოგვარებადია. წარმატება ხვიჩას

დროზე წადი მეგობარო მანდედან.
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია