საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით წარმატებული სერია გააგრძელა და ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო - ამხანაგური დაპირისპირება ბოსნიაში (1:0). ერთი გამარჯვებაც და ისტორიულ შედეგს გავიმეორებთ....

ტაქტიკის განმტკიცება და ექსპერიმენტის სიმცირე

ამხანაგურებისთვის გამოძახებული შემადგენლობის გაგებისთანავე ცხადი გახდა, რომ ფრანგი სპეციალისტი ბევრ ცვლილებას არ გეგმავდა, თუმცა შეხვედრის სტატუსიდან გამომდინარე, თუნდაც ტაქტიკურ სიახლეებს ველოდით, რაც არ მოხდა.

როგორც გამოჩნდა, სანიოლმა მთელი აქცენტი მის მიერ იდეალურად მიჩნეულ და წარმატებული ტაქტიკის დახვეწასა და შეთამაშებაზე გააკეთა. გარდა ამისა, ალბათ ერთგვარ საზომად "ერთა ლიგის" ჯგუფის თანალიდერებთან გასვლით მატჩებში თამაშის შესაძლო სცენარიც იყო აღებული.

ფრანგი თავკაცის მხრიდან მთავარი ექსპერიმენტი გიორგი წიტაიშვილის ახალ პოზიციაზე გამოცდა იყო - ის ბოლოს "ჩერნომორეცში" მცველად ათამაშეს და ჩვენს ტაქტიკურ სქემაში ვილიმ მთელი ფლანგი ჩააბარა. სათამაშო პრაქტიკის არმქონე მოთამაშის სადებიუტო პოზიციაზე თამაშის შეფასება გადაჭრით რთულია, თუმცა ეს ადგილი წიტაიშვილისთვის იდეალური ნამდვილად არ უნდა იყოს. გიორგიმ საჯარიმოსთან ბურთი რამდენჯერმე დაკარგა, მეტოქის შეჩერებისას გააფრთხილეს კიდეც და შეტევით ფაზაშიც აქტიური არ ყოფილა. ჩვენს ნაკრებს მარცხენა ფლანგზე ახლა ირაკლი აზაროვი აკლდა, შესაბამისად, აქ საკადრო დეფიციტი არ არსებობს და ნაკლები შანსია, სანიოლმა წიტაიშვილი სხვა დროსაც მცველად მოიაზროს.

ისევ ხვიჩას ფაქტორზე

საქართველოს ნაკრების წარმატება დიდწილად, მაინც ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალიზმზე დგას. "ჯვაროსნებმა" ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, თუმცა "კვარას" აფეთქების გარეშე, საგოლე ეპიზოდის შექმნა გაგვიჭირდა. მშვენიერია, როცა ასეთი ლიდერი გყავს - საკლუბო ამბებში ამხელა ცვლილებების მიუხედავად, თავის დონეს არ კარგავს, თუმცა ამას ყოველთვის ვიმეორებთ - მხოლოდ ერთი მოთამაშის ხასიათსა და სათამაშო ფორმაზე დამოკიდებულება მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ. ივნისში "ერთა ლიგაზე" ძალიან მჭიდრო გრაფიკია და წარმატების მისაღწევად სხვადასხვა ალტერნატივა უნდა გქვონდეს და არა უამრავი უკან პასი, ნაკლები რისკი, დაბალი ტემპი და ლიდერზე "ჩამოკიდება."

ასეთი ფორვარდი გვჭირდებ(ოდ)ა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აქამდე, წინა ხაზზე არაერთი მოთამაშე გამოსცადა. ბუდუ ზივზივაძემ წინა შანსი კარგად ვერ გამოიყენა, თუმცა უკანასკნელ შეხვედრაში ძალიან დიდი სამუშაო გასწია - მეტოქის მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, ბურთსაც ინარჩუნებდა, წინ მიიწევდა და მთავარი - მაშინ, როცა ხშირად მომენტების გამოუყენებლობაზე ვწუწუნებთ, ბუდუმ პირველივე შანსი გოლად აქცია, ეს კი ძალიან გვჭირდებ(ოდ)ა.

ფორვარდი გუნდის სათამაშო სტილს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. როცა წინა ხაზზე ისეთი მოთამაშე გვყავს, რომელსაც მხოლოდ მაღალი გადაცემებით ვამარაგებთ და შეტევის განვითარებას ასე ვცდილობთ, მრავალფეროვნება ნაკლებია. ოქტომბრიდან მოყოლებული, ფრანგი მწვრთნელი და მისი გუნდი ასე ნაკლებად იქცევიან, კიდეც.

"ახალი სისხლი" ნახევარდაცვაში

საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვას ჯაბა კანკავას შეცვლა უწევს, რაც მარტივი არ იქნება. დებიუტანტ ანზორ მექვაბიშვილს ცოტა დრო მიეცა და ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა მაინც ჩანს, რომ შუა ხაზს "ახალი სისხლი" სჭირდება. გასაგებია, ოთარ კიტეიშვილი ფორმას აკრეფს და ის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდება. საინტერესოა ისიც, სანიოლი გიორგი ჩაკვეტაძის ადგილს ახლა სად ხედავს?

გიორგი აბურჯანია კარგად გამოიყურებოდა, არც ართმევებსა და პრესინგის თამაშს მორიდებია, მაგრამ მას კლუბში ცოტას ენდობიან და ეს მის თამაშზე ნეგატიურ გავლენას მაინც ახდენს. ამავე სიტუაციაშია ვაკო გვილიაც, რომელიც აქტიურად შემოვიდა და თამაში გამოაცოცხლა - მას მუხტი სულ შემოაქვს...

მეკარის საკითხი

როგორც ვილი სანიოლმა დაგვიანონსა, ალბანეთთან (29 მარტს) ამხანაგურ შეხვედრაში ნაკრების კარში გიორგი მამარადშვილი დაიცავს. ამ საკითხზე ბევრი საუბარია და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას - გიორგი ლორია "ჯვაროსნების" მთავარი კიპერია და ამ ეტაპზე, ეს სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება. კარგია, როცა შენი ფეხბურთელი "ვალენსიას" კარს იცავს, თანაც "მშრალი" სერია აქვს, კონკურენციის ზრდაც ცუდი არასდროსაა, პირიქით...

ვილი სანიოლს გუნდის უკეთ შესწავლის კიდევ ერთი შანსი აქვს, ივნისიდან კი ძალიან დატვირთულ ბრძოლაში შევდივართ, სადაც წარმატებისთვის თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი იქნება.

ლევანი
ცომზე არ იქნებოდა.
Gia
Tu win tamashs ar mivechviet dacva ar gvyavs im donis ro didi dro tamashis gauzlos shetevebs.burtis swrafi amotanaa dasaxvewi.imitomaa karshi ver urtyavt.kvaracxelia kartan ar unda chamodiodes.anu dgevandel fexburtshi tu siswrafes ver avitareb shetevisas shedegi sabolood ar iqneba.
თემო გი.
დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, გუნდს აკლია შეთამაშება, ხოლო ფეხ ურთელებს სწორი პოზიციის შერჩევა მოედანზე. ამ ეტაპზე მეკარის პრობლემა არ გვაქვს. კლასით მაღალი დონის გუნდები ასეთ შეცდომებს, რომელიც დავუშვით არ გვაპატიებენ.
მიშა
ერთ ერთი მასპინძელია რუმინეთთან ერთად და ამიტომ პირდაპირ არის გასული ევროზე
ჟორა
ბოსნიას ძლევა, მორალური სულისკვეთების ამაღლებისათვის კარგია. რაც შეეხება დანარჩენს, ბევრის მომატებაა საჭირო. არა მგონია შესარჩევზე ამდენი გამოუყენებელი შესაძლობლობა მივიღოთ, როგორიც ბოსნიას ჰქონდა.
Sxalteli
მასპინძლები ვართ.
ჯონი
სრული ჭეშმარიტებაა და მართლა მაინტერესებს ვისაც არ მოეწონა შენი კომენტარი რა არგუმენტი აქვთ? ის რომ დღეს მამარდაშვილი ლა ლიგას ტურის სიმბოლურში ხვდება და თავად კანისარესი ამბობს რომ ესპანეთის თასის ფინალში მამარდაშვილი უნდა იდგესო ნიშნავს იმას რომ ზაფხულის თამაშებში პირველ მეკარედ მამარდაშვილი უნდა მოიაზრებოდეს, შესაბამისად დღეს ქართველი მეკარე ჰოლანდიის ნაკრების პირველ მეკარეს რომ სჯობნის ლა ლიგაში ის არ უნდა იჯდეს სათადარიგოებში!
ბაჩი
იმიტომ რომ საქაეთველო მასპინძელი ქვეყანაა ამ ტურნირისა
dimo
საქართველოში ტარდება 21 ჩემპიონატი და პირდაპირ ვართ დაშვებული!
იგორ
კიტეიშვილმა ითამაშა უკვე შტურმის შემადგენლობაში შეცვლაზე
ერიჰაა
21 წლიანების საკვალიფიკაციო ტურნირში, საქართველოს ნაკრები რატომ არ არის? ეხლა ვეძებე უეფა.ცომ-ზე და ვერ ვიპოვე.
დ
ერთი რამ იცოდეთ ყველამ, ცუდი თამაშით ბოსნიას კი არა, დღეს ფარერებს ვერ მოუგებ, რატომ იყო ცუდი თამაში, გოლის მერე ბოსნიას რა ექნა არ იცოდა, ეს თავისით არ ხდება, ესე იგი ზონებს კარგად ვკეტავდით, ჩვენ გვინდა ისეთი კაცი, რომელიც ბურთის ართმევის მერე ზუსტად იმ პასს გააკეთებს, რომელიც თამაშს გაამწვავებს, კვეკვე არაა ეს ტიპი, თუმცა სოლიდურად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც უკან პასისკენა აქვს მიდრეკილება, დავითაშვილი სერიოზულ ფეხბურთელად ყალიბდება, კიტე და ჩაკვე ძალიან გვაკლია, აზაროვიც დაემატება და საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით, ზედიზედ 4 თამაშს ცუდი თამაშით დღეს ვერავის მოუგებ.
ბუბა
ლორია კარგია და გამოცდილებით ბუნებრივია მამარდას სჯობს, თუმცა თუ იმას ვამბობთ რომ კონკრეტულ მომენტში ვინც უკეთეს ფორმაშია ის უნდა თამაშობდეს ნაკრებში (და ზივზივაძე ამის კარგი მაგალითია) მაშინ მამარდა უნდა იდგეს ნაკრების კარში და ლორია საინედო რეზერვში. არ დაგვავიწყდეს რომ მამარდამ ჰოლანდიის ნაკრების პირველ მეკარეზე უკეთესი შედეგი დადო ვალენსიაში და ვალენსია რომ უკეთესი ქვეყნის უკეთესი გუნდია ვიდრე ანორთოსისი მანდ სადაო არაფერია.
შავი კაცი
კიტე,ოქრი,ჯანო და ჩაკვე ერთერთი რომელიმე რომ ყოფილიყო შემტევ ნახევარმცველად ცენტრში (ფაქტიურად არ გვყავდა)უკეთეს თამაშს ვიხილავდით,ბურთის დამჭერი არ გვყოლია გუშინ, თუნდაც ოქრიაშვილი ავიღოთ ბევრი ლანძღავს (ადგილზე ფაფხურობსო) მაგრამ საჭიროა ის 5-6 წამი ბურთს რომ იჩერებს შემდეგ გადაცემამდე ფოკუსირების დრო ეძლევა ნაკრებს დაცვიდან თავდასხმაში გადაწყობის.. ჩსმონათვალი ჩვენი მგლებიდან იგივე ამპულის ფეხბურთელია ჯოვინო ფლამარიონიც და იმედია მალე მოხერხდება მისი ნატურალიზება.. იმედია ერთალიგაზე ბიჭებიდან მინიმუმ 2-3 მაინც იქნება ფორმაში თორემ გაგვიჭირდება.. აი დაცვაში კაშო შეუდარებელია პოზიციურად, კი დაკარგული აქვს სისწრაფე მაგრამ პოზიციურად შეუდარებელია,კვირკველია ბრძოლის უნარიანი ბიჭია და იმედია ფორმას დაიბრუნებს დინამო ბათუმსაც ისევე უჭირს დაცვაში როგორც ნაკრებს.. კობახიძეს რომ ნაკრებში გამოიძწხებ ეგ ყველაფერზე მეტყველებს რა პრობლემის წინაშეც ვართ.. 4 გამარჯვება იდეალურია და მჯერა მომდევნოსაც მოვიგებთ,გამარჯვებულის სტატუსი გვჭირდებოდა და ჩვენი ლომების თვითრწმენა..დისციპლინა კარგია. წარმატებები ნაკრებს სს სამწვრთნელო შტაბს მგონი სწორ გზაზე ვდგავართ..
kaka
ესეტი არაფელს ფეხბურტი სად ნახეტ ტავს ვიტყუებტ
Master
ზედიზედ 4 მოგება ხუმრობა საქმე არაა.ბოსნიაში მოგებაც არაა ხუმრობა საქმე.ეს გუნდი ა დივიზიონში იყო ორი წლის წინ.შემადგენლობა ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდებში თამაშობენ.ბოსნიაში მოგება გრანდებსაც უჭირთ.ყოჩაღ საქართველო და სანიოლი.ბირთვი აშკქრად გამოიკვეთა ამ გუნდში.ამქს კი სტაბილურობა მოაქვს.წარმატებები.
გიონატ
მაინც შედეგია პირველი, წვალებით მოგება მორჩევნია ეპიზოდუტად ლამაზი თამაშის შემდეგ წაგებას
Lm
დაცვაში გვიჭირს ავტორ და ამაზე რატომ არაფერი თქვი ? კაშია სისწრაფეში ვერ ქაჩავს და მხოლოდ პოზიციურად ცდილობს დანაკარგის ანაზღაურებს. ეს სწრაფ ფორვარდებთან გაჭირდება. ალტერნატივა არ ჩანს სამწუხაროდ. სრულად ფლანგზე ვერც კვარაცხელიას გამოვიყენებთ და ვერც ლობჟანიძეს ამ სქემაში. არ არის ეს სქემა ჩვენს ფეხბურთელებზე მორგებული. ალბათ უფრო უნდა მივაწვეთ მაინც 4-5-1 სადაც ორი ნახევარმცველი უფრო შეტევაზე იქნება კონცენტრირებული ვიდრე დაცვაზე ამ შემთხვევაში კვარაცხელიაც, ლობჟანიძეც და ჩაკვეტაძეც ასეთები არიან. უკან ფლანგებზე კი აზაროვი, კაკაბაძე და ა.შ.
ზურა
ბუდუ იმედია ჩამოყალიბდება მოწინააღმდეგის წითელ რისხვად! ცივსისხლიანად გაუტანა გუშინ,არც კი დაფიქრებულა ისე გაუტარა ფეხებშუა! ბიჭებო აბა თქვენ იცით! გვიყვარხართ! ჩვენები ხართ წაგებულებიც და მოგებულებიც! ქართული სულით და ქართული გულით შეუტიეთ!!! შეტევა შეტევა!!!
Juve
3 dgea vyvirivar, iaponiashi myof chven tangian lomze ratom ar wert
rabu
ხარისხი კი მთავარია მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ტაბლო და გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაა რაც ჰაერივით სჭირდება ნაკრებს ოფიციალურ თამაშებამდე
tngh
გილოცავთ გამარჯვებას!!! ყველას, ყველას, ყველას...
G.LA
მშვენიერი იყო, ნეტავ ალბანეთსაც ასე მოუგოთ. ჩვენ ბიჭებს ზოგს 2-3 ოფიციალური თამაშიც არ აქვთ ჩატარებული წელს. მშვენივრად ითამაშა ლორიამ, მგონი წლები აკლდება. ხვიჩამ მეორე ტაიმში დაგვანახა რომ ხვიჩაა. იმედია მალე აკრეფავს. ალბანეთშიც გვინდა მოგება, უკვე მივეჩვიეთ. წარამტება საქართველოს ნაკრებს.
რრრ
მსაჯის შეცდომაო რომ იძახით, რა იმათ სასარგებლოდ არ შეცდა? ჯერ ზივზივაძეზე მოიგონა თამაშგარე, რომელიც აგრძელებდა შეტევას და მერე ხვიჩას მიერ დარტყმულის მერე(ძელი) თერთმეტმეტრიანს გავდა.
ვერაფერი?
ვერაფერი როგორ ვერ დაინახე? ამდენი ფეხბურთელი გვაკლდა, განსაკუთრებით დაცვაში და გოლი არ გავუშვით. ახალი სქემა გამოიცადა, უკვე მესამე სანიოლის ხელში. თავდამხსმელმა ითამაშა კარგად. ეს ვერაფერია?
dato
ლორია მთავარი კიპერი რომ არის ეგ პრობლემაა.მომენტებში ძალიან უაზრო შეცდომებს უშვებს რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდება ამიტომ უნდა მიეცეს შანსი მამარდას და ნაკრებში თამაში გუნდში თამაშშიც დაეხმარება და ლალიგაში სტაბილურად მოთამაშე ბევრად უკეთესი იქნება მომავლისთვისაც.თუმცა ლორიას ამით არ ვაკნინებ პირიქით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის რასაც ნაკრებისთვის აკეთებს
ისიდორე
ნაკრებში სათამაშო დისციპლინა შეიმჩნევა.ტაქტიკაც გამოსწორდება. საქართველოს გაუმარჯოს
ჰაჰა
ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ კარგად დამთავრდა. თუ დააკვირდებით ბოლო თამაშებს, ჩვენზე ძლიერ გუნდებთან საკმარისია იმათმა ბურთი ვერ გაგვიტანონ პრველ 25-35 წუთში, ჩვენები ფსიქოლოგიურად ძლიერდებიან და წარმატებას აღწევენ. თანაც მეორე ნომრად უფრო გამოგვდის. კარგი იქნება თუ ვინმე ამიხსნის რა ტაქტიკით ვთამაშობდით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მადლობა წინასწარ.
მინდია
როგორ გვაკლია კიტეიშვილი, როდის ჩადგება მწყობრში არ ლაპარაკობენ. ჩაკვეც გვჭირდება ძალიან, იმედია ოფიციალურ შეხვედრებში ორივე გვეყოლება, ისე გვილიაც კარგად ჩაერთო, მომეწონა.
ფ
ნებისმიერი, თუნდაც ტოპ გუნდის წარმატება საბოლოოდ მაინც ინდივიდუალურ ქმედებებზეა დამოკიდებული, ასე იყო მესი ბარსაში, ასეა მბაპე პსჟ-ში და ა. შ. ეს ნორმალურია და ბედნიერებაა, როცა ასეთი ტოპი გყავს, მთავარი ნაკლი მაინც არის წყვეტაა ნახევარდაცვასა და შეტევას შორის, კვეკვე მუდმივად ფრთხილობს, მას გვერდით სჭირდება შემქმნელი, ანუ კიტე ან ვინმე ტეხნარი, ვინც გაამწვავებს და დროზე ამოიტანს ბურთს დაცვიდან. საბოლოოდ მაინც კარგ გუნდს აყენებს ვილი, აზაროვი და კიტე მაგრად გააძლიერებს გუნდს, ლორიას რაც შეეხება, შანსი არაა, რომ ერთი სისულელე არ გააკეთოს თამაშის დროს. ყოველთვის ერთ მაინც უხეშ შეცდომას უშვებს. მე მამარდა მირჩევნია.
რეზო
ზივზივაძე ბოლოს მაგრად დაიღალა, მაგრამ საჭირო დროს მაინც დაიჭირა ბურთი ბოლო წუთებზე, ეტყობა ჯიგრიანი ბიჭია, უნდა მოუმატოს ქვილითაიამ, ჩაკვემ, კიტეიშვილმა და იმათმაც ვინც გუშინ ითამაშა, თორემ ძალიან სუსტად გამოვიყურებით მაინც. ისე ოთხი მოგება ზედიზედ ასწორებს რაც არ უნდა იყოს
აკა
როგორ ვქვა რამე აუგი, იწვალეს მოხუცებმა დაცვაში, მადლობა, მაგრამ! ალოოო ტრენერიი!
სოსო
ვფიქრობ ჯაბა კანკავას მხრიდან ნაკრების დატოვება,ნაადრევი იყო.მისი კლასის ჩამშლელი ჯერ არავინ გვიჩანს.ზაფხულის თამაშებში,გასვლით მატჩებში მაინც ძალიან გამოგვადგებოდა.თანაც შეგახსენებთ,რომ 100 სანაკრებო თამაშში,10 გოლი აქვს გატანილი და რამდენ ქართველ ფორვარდს აქვს ამდენი სანაკრებო გოლი?არც ისე ცუდი ყოფილა შეტევით ოპერაციებში,ისე გამოდის.რაც შეეხება ჩაკვეტაძის ადგილს,შეტევაში,მასაც,ირაკლი აზაროვსაც და ხვიჩა კვარაცხელიასაც აქვთ დისპეტჩერის მონაცემები.კიტეიშვილზე ხომ სალაპარაკოც არაფერია და იქნებ ჯანოც გაგვიცოცხლდეს.მისნაირი გამთამაშებელი ხომ ნაკრებში არავინ გვყავს.ჩვენი ბიჭები ძალიან ხშირად ტრავმიანობენ,ღმერთმა ყველა ჯანმრთელად გვიმყოფოს, მაგრამ მგონი ყველას მოუწევს თამაში,თუ არადა ცენტრში შემოწევაც ყოველ მათგანს შეუძლია და ადვილად გაუცვლიან ერთმანეთს ადგილებს.წიტაიშვილი, დაცვაში ძალიან სუსტი გამოჩნდა ფიზიკურ ორთაბრძოლებში და ამის გამო,ბურთებიც დაკარგა.ჩერნომორეცში ჰქონდათ მისი დაცვაში თამაშის მცდელობა და რამდენად გაამართლა არ ვიცი,მაგრამ ჯერ რომ ნაკრებში ამ პოზიციაზე სათამაშოდ მზად ვერ არის,მგონი დადასტურდა.ბუდუ წინა ხაზში ძალიან კარგად იბრძოდა,წინა თამაშებში კარგები იყვნენ ვოლკოვიც და მიქაუტაძეც,ბოლო ხანებში ქვილითაიამაც კარგი ფორმა აკრიფა და მგონი ჩვენს ნახევარმცველებს შეუძლიათ უფრო ხშირად სცადონ გამაწვავებელი პასების გაკეთება,ცენტრალური თავდამსხმელების მისამართით,ან თუნდაც ფლანგებზე.ჩვენ უკვე გვყავს ისეთი ბიჭები,რომლებსაც საჯარიმოში შევარდნა,ან ჩაწოდება შეუძლიათ.საამისოდ ცოტა მეტად გარისკვა და მეტი სირბილისათვის მზადყოფნა დასჭირდებათ,მხოლოდ
beqa
დადებითი მხოლოდ იღბალი და მსაჯები იყო. დანარჩენი დადებითი რავი მე ვერ შევამჩნიე მდორე უფერული თამაში. მოგებას არვაკნინებ მაგრამ იმედის მომცემი მომავლისთვის ვერაფელი შევამჩნიე
დათო
…იტალია - ჩრ. მაკედონიას უყურეთ!!! ერთხელ დაარტყეს კარებში, გოლი გაიტანეს და ფავორიტი იტალია მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დატოვეს, თან თამაში იტალიაში იყო!!! ჩვენ გასვლაზე ვთამაშობდით და უძნელესი თამაში მოვიგეთ!!! დაითვალეთ ბოსნიას გუნდის ფასი და მერე ჩვენი!!! მადლობა ნაკრებს!!!
smrzy))
გასაგებია რომ არ ჰქონდათ კარგი თამაში, მაგრამ ის მაინც გაითვალისწინეთ ქართველი ფეხბურთელებიდან ნახევარზე მეტს კლუბში ბოლო პერიოდი როგორი რთული და მცირე ჰქონდათ, ალბანეთთან ვფიქრობ უფრო კარგად გადაეწყობა გუნდი...
Rtgd
Verafeli shedegis da msajebis shecdomis garda ver davinaxe kide igbalic chven mxares iyo. 1kombinaciuri sheteva ver gavaketet da vercertxel burti swrafad da sworad veramovitaneet
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს