ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

100 ათასი ბედნიერი სერბი

100 ათასი ბედნიერი სერბი

ნოვაკ ჯოკოვიჩი: მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის წინააღმდეგ ყოველთვის საუკეთესო თამაშის ჩვენებაა საჭირო და ეს გამომივიდა
უიმბლდონის ახალი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტრიუმფალურად დაბრუნდა მშობლიურ ბელგრადში. ეროვნული გმირის დასახვედრად სერბეთის დედაქალაქის ქუჩებში 100 ათასი ადამიანი გამოვიდა.

ეროვნული დროშებითა და პლაკატებით შეიარაღებული ფანები მთელი საღამო ჯოკოვიჩის სახელს სკანდირებდნენ. თითქმის ყველას სახე ეროვნულ ფერებში ჰქონდა შეღებილი, შუაში კი სიმბოლური ციფრი "ერთიანი" ეწერათ, იმის აღსანიშნავად, რომ ჯოკოვიჩი არამარტო პირველად გახდა უიმბლდონის ჩემპიონი, არამედ ორშაბათიდან პირველად ჩაუდგა სათავეში მსოფლიოს რეიტინგს. მან დაამხო როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის შვიდწლიანი ჰეგემონია, როცა ეს დუეტი არავის უთმობდა პირველობას მსოფლიო რეიტინგში.

"ეს დღე თქვენ საუკეთესოდ აქციეთ ჩემს ცხოვრებაში. ამას არასოდეს დავივიწყებ. ამ გამარჯვებას გიძღვნით თქვენ და მთელს სერბეთს", - ეროვნული კრების შენობის აივნიდან მიმართა ჯოკოვიჩმა ფანებს.

სეზონის ეკვატორზე ჯოკოვიჩს უკვე რვა ტიტული აქვს მოპოვებული, აქედან ორი "დიდი სლემის" ტურნირის მთავარია პრიზია - ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონის. ამ მომენტისთვის მისი წლევანდელი ჯამური ჰონორარი შვიდნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს.

ნოვაკს ამ სეზონში 50 მატჩიდან 49 აქვს მოგებული. ერთადერთი მარცხი მან როლან გაროსის ნახევარფინალში როჯერ ფედერერისგან იწვნია, არადა, ის წაგება რომ არა, სერბს სეზონში "დიდი სლემის" შესრულების რეალური შანსი ექნებოდა.

როგორც წესი, ჩოგბურთელებს ასეთ დახვედრას არ უწყობენ ხოლმე, თუმცა ნოვაკი გამონაკლისია. ის თავის ყოველ ტრიუმფს სერბეთის პოპულარიზაციისთვის იყენებს. "ნოლე" არასოდეს ამბობს უარს დევისის თასის მატჩებზე. ახლაც, უიმბლდონის შეხვედრებისგან დაღლილი ჯოკოვიჩი ამ უიქენდზე დევისის თასის მეოთხედფინალში შვედეთთან სტუმრად აპირებს თამაშს. ხალხის სიყვარულიც აქედან მოდის.

ბალახი გემრიელი იყო

აქვე გთავაზობთ ინტერვიუს მსოფლიოს ახალ პირველ ჩოგანთან, რომელიც მან უიმბლდონის მოგების შემდეგ მისცა.

- ნოვაკ, დევისის თასზე სერბეთის ნაკრების შარშანდელი გამარჯვების შემდეგ ბრწყინვალე გზა გაიარეთ. აღწერეთ თქვენი ფიქრები ამ დაუჯერებელი პერიოდის შესახებ.

- სიამოვნებით მოგიყვებოდით, მაგრამ რთულია ამის აღწერა. ვერ ვპოულობ საჭირო სიტყვებს ჩემი გრძნობების გამოსახატავად. მივაღწიე იმას, რაზეც ვოცნებობდი. ამ სამი დღის განმავლობაში ორი ყველაზე დიდი ოცნება ავისრულე.

ნებისმიერ სპორტსმენი ოცნებობს საუკეთესო იყოს მსოფლიოში, რადგან ეს წინსვლის დამატებით მოტივაციას იძლევა. მრავალწლიანი ვარჯიშების შემდეგ, როგორც იქნა, აღწევ მიზანს, იცი, რომ საუკეთესო ხარ და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებ.

- ფინალში საკმაოდ დამაჯერებლად მოიგეთ პირველი ორი სეტი, რის შემდეგაც იოლად დათმეთ მესამე. რა მოხდა?

- ძალიან მოვეშვი მესამე სეტის დასაწყისში. ვერ შევძელი საკმარისად კონცენტრირება მეორე პარტიის მოგების შემდეგ.

ცხადია, როცა თქვენ ებრძვით ისეთ ჩოგბურთელს, როგორიცა ნადალია, ის გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას მატჩში დასაბრუნებლად. არ მინდოდა კონცენტრაციის დაკარგვა, მაგრამ 1:6 - სავსებით დამსახურებული ანგარიში იყო, რადგან ძალიან ბევრი უნებლიე შეცდომა დავუშვი. ნაწილობრივ ეს ჩემი დანაშაული იყო, რამაც მას მატჩში დაბრუნების საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, მთელი მეოთხე სეტის განმავლობაში მე ვაკონტროლებდი თამაშს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი გეიმის წარმატებით ჩატარება. ამის შემდეგ მართლაც კარგი ჩოგბურთი ვითამაშეთ.

- როცა თქვენ დაიწყეთ გამოსვლა უმაღლეს დონეზე, ფედერერსა და ნადალს მთლიანად ჰქონდათ დაპყრობილი საჩოგბურთო სამყარო. რამდენად მძიმეა ფსიქოლოგიურად გაუმკლავდე ამას, დაიჯერო, რომ შეგიძლია საუკეთესო იყო?

- ყველამ კარგად ვიცით, რას მიაღწიეს ამ ბიჭებმა. ისინი სრულად დომინირებდნენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და ერთად "დიდი სლემის" იმაზე მეტი ტურნირი მოიგეს, ვიდრე სხვებმა ერთად აღებულმა. ხანდახან მართლაც გამოუვალი სიტუაცია იყო - თითქოს კარგად თამაშობ, აღწევ მეოთხედფინალს ან ნახევარფინალს, შემდეგ კი რომელიმე მათგანს გადაეყრები და სწორედ მაშინ აჩვენებენ ისინი საუკეთესო ჩოგბურთს...

სინამდვილეში ეს არის სწავლების, სრულყოფისა და განვითარებით პროცესი, თანაც არა მხოლოდ როგორც ჩოგბურთელის, არამედ ადამიანის. უბრალოდ უნდა მონახო ამ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვის ხერხი, იპოვნო პასუხები თქვენთვის ყველაზე საინტერესო თემებზე. ყოველთვის მჯეროდა იმის, რომ ყველა საჭირო თვისება მქონდა ამ ბიჭების დასამარცხებლად. დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდი "დიდი სლემის" სერიის ტურნირების მოგებას, ეს ხომ საჩოგბურთო მწვერვალზე ყოფნის ერთადერთი საშუალებაა.

უდიდეს პატივს ვცემ ამ ორ ჩოგბურთელს, მათ მიღწევებს. მათ წინააღმდეგ კორტზე ყოველთვის ვიცი, რომ ეს იქნება ბრწყინვალე მატჩი. ფსიქოლოგიურად მხოლოდ დადებითად უნდა იყო განწყობილი. უნდა უთხრა საკუთარ თავს: "ვიცი, რომ შემიძლია მოგება. სხვა გამოსავალი არ მაქვს".

- გესმოდათ რა მსხვერპლზე მიდიოდი მაშინ, როცა 12 წლის ასაკში მშობლიური ქვეყნიდან გერმანიის საჩოგბურთო აკადემიაში გადახვედით?

- დიახ, გასახდელში ვლაპარაკობდი ამ თემაზე ჩემს ძმებთან, ოჯახთან და გუნდთან ერთად, ვიხსენებდით იმ დღეებს, დაძაბულ მუშაობას გერმანიასა და სერბეთში, როცა 8-11 წლის ვიყავი. ვლაპარაკობდით რაზე ვოცნებობდით და რა გვაკლდა.

ეს შესანიშნავია. მხედველობაში მაქვს ის, რომ მსგავსი წარმატებები ძველ დროში გაბრუნებს, ბავშვობაში, რათა გაიხსენო ის გზა, რომელიც აქამდე გაიარე. ამ გზაზე ბევრი სირთულე იყო, მაგრამ ვფიქრობ, ამის გარეშე შეუძლებელია რაიმეს მიღწევა.

თქვენ იცით, რა სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში ამ ომების გამო. მართლაც რთული იყო გამხდარიყავი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მით უმეტეს, რომ სპორტის ეს სახეობა ჩვენთან არასოდეს ყოფილა პოპულარული. სერბეთს არ ჰქონია არანაირი საჩოგბურთო ისტორია, ტრადიციები. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ სწორედ ეს დაგვეხმარა ყველას. მხოლოდ ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, არამედ ივანოვიჩზე, იანკოვიჩზე, ტიპსარევიჩზე, ჟიმონჟიჩზე. მათაც რთული გზა ჰქონდათ მწვერვალებისკენ. ამან ფსიქოლოგიურად უფრო გაგვაძლიერა.

- როგორ ახსნით ბოლო პერიოდში თქვენს უპირატესობას ნადალზე?

- მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის წინააღმდეგ ყოველთვის საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენებაა საჭირო და ეს გამომივიდა. სწორედ ეს არის ამ გამარჯვებების მიზეზი.

- ფინალის შემდეგ საკუთარი ჩოგნები დაურიგეთ მაყურებელებს. კიდევ დაგრჩათ? როგორი გემო აქვს ბალახს ცენტრალურ კორტზე?

- ერთი-ორი ჩოგანი შემოვინახე დევისის თასისთვის. ბალახი კი მართლაც გემრიელია. ფინალისთვის შესანიშნავად შენარჩუნდა.

- დედათქვენი ამბობდა, რომ დევისის თასზე გამარჯვებამ შიშის გარეშე თამაში გასწავლათ. ის თასი რომ არ მოგეგოთ, ახლა თქვენი ჩოგბურთი სხვანაირი იქნებოდა?

- თუ დედაჩემი ასე ამბობს, ე. ი. ეს მართლაც ასეა. არაფრის თქვა არ შემიძლია. დედაჩემი უკეთ მიცნობს, ვიდრე მე საკუთარ თავს.

- მართლა?

- დიახ. დევისის თასზე გამარჯვების შემდეგ სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ვიყავი, ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი კორტზე. ბევრი ტურნირის მოგების სურვილი გამიჩნდა. გარკვეულწილად, მართლაც დავკარგე შიშის გრძნობა. უფრო მეტად მჯეროდა საკუთარი თავის, ვიდრე ოდესმე.

- კარიერის რომელი ეტაპი იყო ყველაზე რთული? 14, 16 თუ 18 წლის ასაკში?

- "დიდი სლემის" პირველი ტურნირის მოგების შემდეგ ისეთ სირთულეებს წავაწყდი, რაც ადრე არ მქონია: ტიტულის დაცვა, მუდმივი ზეწოლის ქვეშ ყოფნა, როცა ხალხი შენგან მაღალ შედეგებს ელოდება...

მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ არასოდეს მქონია ეჭვი. ეჭვები იყო. მქონდა რთული და კრიზისული პერიოდები, როცა არ ვიცოდი მივაღწევდი თუ არა იმას, რაზეც ვოცნებობდი. ახლა ეს ყველაფერი დაძლეულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე