ზაზა ფაჩულიას აკადემიის 18-წლამდელთა გუნდის წარმატება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და წარმომადგენლობით ტურნირში. აკადმეიელებმა, რომელთა უმეტესობა საქართველოს ამ ასაკობრივი ნაკრების წევრები არიან, საბერძნეთის ქალაქ პატრასში მიმდინარე ევროლიგის ასაკობრივ გათამაშებაში ბერძნული “ოლიმპიაკოსი” დაამარცხეს. ეს გახლავთ ტურნირი სახელწოდებით Adidas Next Generation და თითქმის ყველა ევროპელი კალათბურთელი, რომელიც დღეს ბრწყინავს ჩვენს კონტინენტზე თუ ნბა-ში, თავის დროზე ამ ტურნირში უთამაშია.

ბერძნული გრანდის დამარცხებამდე ქართველებმა ესპანურ „ბარსელონასთან“ ღირსეულად ითამაშეს (64:78) და ისრაელის „მაკაბისთან“ დამარცხდნენ (44:93).

„ბარსასთან“ მატჩში გამოირჩნენ ლუკა ალავიძე (18 ქულა) და გიორგი ოჩხიკიძე (19). „მაკაბისთან“ 10 ქულამდე ვერც ერთმა ჩვენიანმა ვერ მიაღწია, 9 ქულა გიორგი ოჩხიკიძეს ჰქონდა, 8 ქულა და 7 მოხსნა – ლუკა კუჭუხიძეს.

ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვებაში ლომის წვლილი ლუკა ალავიძემ შეიტანა, რომელმაც 21 ქულას 9 მოხსნა და 7 პასი მიამატა. მისი შეჩერება პირეოსელებს ძალიან გაუჭირდათ. შედეგად, ლუკამ 18 საჯარიმო სტყორცნა და 15 ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28-ს მიაღწია.

მატჩები იმართება ქალაქ პატრასში, სადაც ბერძნული უმაღლესი ლიგის გუნდ „პრომითეასში“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მუშაობს.

ხვალ, 27 მარტს ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემიის გუნდი მე-5 ადგილისთვის ბოლო თამაშს Helsinki Basketball Academy-ის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 13:15-დან დაიწყება.

GBF.GE

სოსო
ხელბურთზე,ან რაგბიზე მიიყვანე.რამდენიმე წლის წინ,სპეციალურად დადიოდნენ რაგბიში მაღალი ბიჭების მისაზიდად.მერე სპეციალური სასწავლო კურსი ჩაუტარეს და თუ არ ვცდები,ორი ბიჭი შეარჩიეს,ახალგაზრდულ ნაკრებში სათამაშოდ.ძალიან დეფიციტურია მაღალი კაცი,ქართულ რაგბიში.მგონი მაგიტომაც გვიჭირს,დერეფანში თამაში.კალათბურთი ხტომის უნარს და ჰაერში კოორდინაციას კარგად ავითარებს და რაგბის თამაშში,ეს ძალიან ადგებათ.მამუკა გორგოძეც კალათბურთს თამაშობდა და უკვე წამოზრდილი გადავიდა რაგბიზე.2-3 წელიწადში კი,უკვე საფრანგეთში წაიყვანეს.თუ შრომას არ დაიზარებს,არაფერი იქნება გვიან.რაგბიც და ხელბურთიც კონტაქტური თამაშია,ამიტომ იქ მოვარჯიშეს,ჯანიც მოემატება და თანაგუნდელის გვერდით დგომის ჩვევაც.ასე რომ თქვენი შვილი,სპორტში დიდ სიმაღლეს თუ ვერ მიაღწევს,ვაჟკაცად მაინც ჩამოყალიბდება და დღეს,არც ეგ არის ცუდი საქმე.არ იფიქროთ,რომ კალათბურთის საწინააღმედგო მაქვს რამე,არც მანდ იზრდებიან ნაკლები ბიჭები,მაგრამ ხელბურთში და რაგბიში თანაგუნდელის მხარში დგომას გაცილებით დიდი ფასი აქვს და ეს,სხვანაირ ადამიანებად აყალიბებს.თუ კალათბურთში დარჩენა არ უღირს,თავის დანებებას,სჯობია სხვაგან სცადოს ბედი.წარმატებებს გისურვებთ,თქვენც და თქვენ შვილსაც.ასეთი ფიზიკური მონაცემების ბიჭი,სპორტის მიღმა არ უნდა დარჩეს.
მოქალაქე
მოგება კარგია ,მაგრამ რის ხარჯზე საკითხავი ეს არის ერთი ბავშვის გუნდია და თუ ეს გუნდი საქართველოში ერთ ერთი ძლიერია და ასე თამაშობს,მაშინ საქართველო ევროპის დონეს ვერც შესწვდება მომზადებით,საშინელებაა თუ ქართულ კალათბურთში რამე არ შეიცვალა ბავშვები ტყუილად დაგვყავს.რა გუნდებიც თამაშობენ ბავშვები დაფრინავენ რასაც ქვია. ძაან დაბალი დონეა და ბოლოს ფედერაციამ კიდო ინებოს და ჩაატაროს ასაკობრივი ტურნირები ისე კი არა რომ ახლა დაიწყონ და ივნისში მორჩესა.სექტემბრიდან უნდა დაიწყოთ და თვეში ორ ორი თამაში მაინც უნდა იყოს.ყველა პირობაა შექმნილი.206 სმ სიმაღლის ბავშვი მყავს და ზის სახლში.თამაშაი თუ არ იქა ვარჯიშსს აზრი არა აქვს,ხომ ვნახეთ ამ ტურნერზე ევროპა რა დინეა და ჩვენი.ახლა მაინც გაახილეთ თვალები
მოა
მაგ ტურნირის აზრი მაღლებზეა გათვლილი. მაღალებს უფრო აკვირდებიან და ამ შემთხვევაში უცხოელს უფრო წაიყვანენ ოლიმპიაკოსთან კარგი შედეგი დადო.
ბექა
ლუკა ალავიძე წაიყვანოს რომელიმე ევროლიგის გუნდმა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მთავარია, რამდენად სწრაფად წამოდგები - ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან
ზაზა ფაჩულიას აკადემია - პირობები, გადასახადი და მწვრთნელები [VIDEO+PHOTO]
ზაზა ფაჩულია: კარი, დურანტი და ტომპსონი მსოფლიოში ყველაზე მეტს ვარჯიშობენ
ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი ბელგიაში გასამართ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას
ზაზა ფაჩულიას აკადემია ბელგიის ტურნირის ჩემპიონია!
ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ინოვაციური საკალათბურთო მომზადების სექცია Shoot 360 გაიხსნა