გუშინ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზამ 7-ქალა რაგბის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც ოთხი ქართული და ერთი ბერძნული გუნდი მონაწილეობდა.

საქართველოს 7-ქალა ნაკრებს ივნისში რაგბი ევროპის „ალაფა“ უწევს, რომელიც ორ ეტაპად ტარდება და მისთვის მზადების კუთხით, ეს ტურნირი პირველი მოსამზადებელი ეტაპი იყო. ტურნირში თბილისის "ლოკომოტივმა", ზუგდიდისა და ქუთაისის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, ასევე, საქართველოს ნაკრების საბაზისო გუნდმა, რომელიც უკლუბოდ მყოფი გოგონებით დაკომპლექტდა. 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ჩამოვიდა და ითამაშა საბერძნეთის 7-ქალას საბაზო გუნდმა, სალონიკის "ირაკლისმა".

პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ ეს იყო პირველი ქალთა ტურნირი, რომელიც საქართველოში გაიმართა.

ია ხურცილავა (საქართველოს 7-ქალას მენეჯერი): „პანდემიიდან გამომდინარე, ორი წელი პრაქტიკულად უმოქმედოდ ვიყავით და ძალიან კარგია, საერთაშორისო ტურნირს რომ ვმასპინძლობთ. ეს არის სპორტული ტურიზმის ერთგვარი მაგალითი. ბერძნები საქართველოში ტურისტულად ჩამოვიდნენ და ამავდროულად, რაგბის თამაშითაც იხალისეს. ვგეგმავთ, რომ მსგავსი ფესტივალები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავატაროთ, მაისიდან კი უშუალოდ ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყებთ მზადებას. გვექნება საერთაშორისო ტურნირებიც, რათა ოფიციალური თამაშებისთვის უკეთ მოვემზადოთ“.

გიორგი მაისურაძე (საქართველოს 7-ქალას მწვრთნელი): „წელს პირველი ტურნირია და საინტერესოა, ვნახოთ, როგორ ფორმაში არიან მოთამაშეები. სტუმრები გვყავს საბერძნეთიდან და ერთმანეთთან ძალებს მოვსინჯავთ. ივნისში ევროპის ჩემპიონატი გველის და მისთვის მზადება ამ ტურნირით იწყება“.

სალომე მაკასარაშვილი (საქართველოს 7-ქალას მოთამაშე): „სასიამოვნოა, რომ ეს ტურნირი საქართველოში ტარდება. საკუთარი მეგობრების და გულშემატკივრების წინაშე თამაშით განებივრებულები არ ვართ. სტუმრად ჩვენი მეგობრები, ბერძნები ჩამოვიდნენ. ასევე ვეთამაშეთ თბილისის "ლოკომოტივს", ქუთაისისა და ზუგდიდის გუნდებს. საქართველოში ქალთა რაგბის და ჩვენი განვითარებისთვის მსგავსი აქტივობები ძალიან კარგია“.

თამარ მანაგაძე (საქართველოს 7-ქალას მოთამაშე): „ეს თამაშები სასარგებლოა როგორც საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე ქართული კლუბებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოვაჩინოთ და ამისათვის თითოეული გოგონა სრულად იხარჯება. იმედია, მსგავსი ტურნირები კიდევ ჩატარდება“.

გიორგი ადეიშვილი (საბერძნეთის "ირაკლის" მთავარი მწვრთნელი): „ჩვენთვის საკმაოდ კარგი დონის ტურნირი გამოვიდა და კმაყოფილები ვართ. პანდემიის გამო ორი წელია არ გვითამაშია და გაგვიჭირდა, თუმცა გოგონებმა თამაშით ისიამოვნეს. საქართველოსთან ურთიერთობა 2017 წელს დავიწყეთ, როდესაც საერთაშორისო ტურნირი ქუთაისში ჩატარდა. კმაყოფილები ვართ ორგანიზებით და მასპინძლობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს 7-ქალა ნაკრები ან რომელიმე კლუბი საბერძნეთში საპასუხო ვიზიტით გვეწვევა“.

თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 7-ქალა რაგბიში:

საქართველო – ზუგდიდი 22:10

ლოკომოტივი – საბერძნეთი 25:15

საქართველო – ქუთაისი 31:7

ზუგდიდი – საბერძნეთი 25:10

ქუთაისი – ლოკომოტივი 35:0

საქართველო – საბერძნეთი 36:0

საქართველო – ლოკომოტივი 20:0

ქუთაისი – საბერძნეთი 5:17

rugby.ge

რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს