რაფინიამ "ლიდს იუნაიტედის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ინგლისური გუნდი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე თამაშისთვის ემზადება.
იტალიური Italian outlet Il Mattino-ს ინფორმაციით, პრემიერლიგური გუნდი საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერითაა დაინტერესებული. მოგეხსენებათ, "კვარა" სანაკრებო შესვენების შემდეგ ბათუმის "დინამოში" გადაბარგდება და აჭარლების ღირსებას რამდენიმე თვე დაიცავს.
უცხოური პრესა ქართველ გარემარბს "ნაპოლსა" და "ტოტენჰემსაც" უკავშირებს, თუმცა მაინც თვლის, რომ ფეხბურთელთან შეთანხმებას "ლიდსი" მიაღწევს.
რამდენად მოახერხებს კვარაცხელია რაფინიას შეცვლას?
ბოლო რამდენიმე დღეა იწერება, რომ სამხრეთამერიკელი ფეხბურთელით "ბარსელონა" ინტერესდება. მის გვარს "ლივერპულის" სატრანსფერო ჩამონათვალშიც შეხვდებით. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრა გამართა, თავი კი 9 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. სპორტსმენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია. ამიტომ რთულია მისი ჩანაცვლება. ისმის კითხვა, მართებული ვარიანტია კვარაცხელია? მისი თამაშიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ გამართლებულია.
ScoutCharts-ის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 14.4 მილიონ ფუნტს შეადგენს, 90 წუთში საშუალოდ 3.14 წარმატებულ დრიბლინგს გვთავაზობს. თამამად უნდა ითქვას, რომ რაფინია "ლიდსის" შემადგენლობაში ყველაზე მეტად ამ კომპონენტში განვითარდა. ახალგაზრდა ქართველის მოყვანა? რატომაც არა!
რაც შეეხება მიმდინარე სეზონში ხვიჩას რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლას, სპორტსმენმა 19 შეხვედრა გამართა (17 ძირითად შემაგენლობაში) და 2 გოლს+5 ასისტი დააგროვა. რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა განსაკუთრებულზე არაფერზე მეტყველებს, თუმცა, მისი ნიჭიდან გამომდინარე, ინგლისურ გუნდში განვითარება მართლაც რომ რეალურია; თანაც, ბოლომდე სიმართლე რომ ითქვას, ეროვნულ ნაკრებში ქართველი ყოველთვის მშვენივრად თამაშობს.
msn-ის აზრით, კვარაცხელიას თამაშის სტილი ყველაზე მეტად ფრანკ რიბერისა და არიენ რობენისას ჰგავს, უყვარს მარჯვენა ფეხით ბურთის მარჯვენა მიმართულებით საჯარიმოს მისადგომებისკენ შეტანა და შორეულ კუთხეში დარტყმა. სწორედ მსგავსი წვრილმანების გამო ითვლება ქართველი ბრაზილიელის სავარაუდო შემცვლელად (თუ რაფინია წავა).
"ბუნებრივია, ის იმავე გალაქტიკიდანაა, რომლიდანაც რიბერი და რობენი იყვნენ. კვარაცხელიას ბუნდესლიგის 5 საუკეთესო გუნდში თამაში შეუძლია, წარმოუდგენელი ტექნიკური არსენალი აქვს" - განაცხადა რუსეთის 18-წლამდელთა ყოფილმა მწვრთნელმა დენის ბუშუევმა.
აქედან გამომდინარე, "თეთრების" მთავარ მწვრთნელს, ხესე მარშს, დიდი საფიქრალი აქვს, თუ გუნდის ლიდერი კარიერას სხვაგან გააგრძელებს, მაშინ ერთი ვარიანტი უკვე აქვს, თანაც მშვენიერი...
რაც შეეხება ხვიჩას მომდევნო შეხვედრას, ქართველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად სანაკრებო შესვენებაზეა, ხვალ, 29 მარტს კი, ალბანეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
ვიდეო აღებულია Luke production-იდან
ემიგრანტი
ჯერ ლიდსი დარჩეს პრემიელ ლიგაში.. ნაპოლი ან ტოტენჰემი თუ მარტლა არიან დაინტერესებულები მაშინ ყველანაირ ხელფას უნდა დათანხმდეს ჯუთელი რომ არ დააკარგინოს წლები ტყუილად .... წარმატებები კვარა
რეზო
ქართველების "დიდი მეგობარი" სიომინი, კუთხვაზე ვის გამოყოფდა რპლ-ში საუკეთესო ახალფაზრდა ფეხბურთელს, არსენ ზახარიანი და პერციანი დაასახელა. ეგეც პალიჩიიი დ.დ.
ბაბუაწვერა
არ დაიღალეთ? არ მოგბეზრდათ ამ ლეგენდების წერა? შეეშვით რა ამ ბიჭს ცოტა ხანს.
Winter
ყოველ დღე რაღაც იწერება ამ ბიჭზე და რა გახდა ერთი ნორმალური გუნდი:( უნიჭიერესი რომ არ იყოს არც დამწყდებოდა გული. საქმე ისაა, რომ არავის უნდა ქართველები. არ ენდობიან , არ უნახავთ საქმეში, ცოტაა ძალიან ისინი, ვინც ერთ დროს ევროპაში ითამაშეს. არჩევანის შემთხვევაში ყოველთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გააკეთებენ ვიდრე ჩვენსაზე...
Herbst
ახლა რომ დავაკვირდი, ზედიზედ 4 თამაშია რაც ხვიჩას შედეგიანი მოქმედებები აქვს. რუბინში საგოლე პასი, მერე გოლი ჯარიმიდან, მერე ისევ საგოლე პასი, აგერ ნაკრებშიც ასისტი, მშვენიერი შედეგი აქვს, უბრალოდ სანამ რუბინში იყო კიოდით აქ არ გვაინტერესებს მისი შედეგიო, ის შედეგი რომ არა ნაკრებშიც ვერ ითამაშებდა წესიერად. ომი რომ დაიწყო იმ დღიდან უნდა წამოსულიყო თურმე და უთამაშებელი დამჯდარიყო აქ.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
არ გაჩერდე საქართველოსთვის,ხვიჩა ჯიმა!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან