"სკუდერიაში" გადაწყვიტეს, განიხილონ ექვსი უძლიერესი პილოტის შედეგები და შეადარონ მათი წლევანდელი მონაგარი 2010 წლის ამავე ეტაპზე მოპოვებულ ქულებს
სეზონის ეკვატორზე ფორმულა 1-ს ოთხი კვირის განმავლობაში სამი გრანპრი ელის. მათგან პირველს ამ უქმეებზე სილვერსტოუნის ავტოდრომი უმასპინძლებს, შემდეგ გერმანული "ნიურბურგრინგის" ჯერი დადგება, ბოლოს იქნება უნგრეთის გრანპრი ბუდაპეშტში და დაიწყება საზაფხულო არდადეგები.

ამასთან დაკავშირებით, იტალიურ საჯინიბო "ფერარის" საკმაოდ საგულისხმო ციფრები მოჰყავს. "სკუდერიაში" გადაწყვიტეს განიხილონ ექვსი უძლიერესი პილოტის შედეგები, რომლებიც სამ წამყვან გუნდს წარმოადგენენ და შეადარონ მათი წლევანდელი მონაგარი 2010 წლის ამავე ეტაპზე მოპოვებულ ქულებს. ამასთან, მარანელოში არ გაითვალისწინეს ბაჰრეინის შარშანდელი ეტაპი, სადაც ფერნანდო ალონსომ და ფელიპე მასამ დუბლი შეასრულეს.

რა თქმა უნდა, შარშანდელთან შედარებით ყველაზე დიდი პროგრესი "რედ ბულის" პილოტმა და მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა განიცადა. ამჟამად მის ანგარიშზე 186 ქულაა, შარშან ამ დროს კი მისი მონაგარი 103 ქულას შეადგენდა. ფერარისეულ რეიტინგში მეორეა ფერნანდო ალონსო, რომელმაც 16-ქულიანი პროგრესი განიცადა (87 ქულა შარშანდელი 71-ის წინააღმდეგ). სამეულშია "რედ ბულის" მეორე პილოტი მარკ უებერი (+10, 109 99-ის წინააღმდეგ).

დანარჩენმა სამმა პილოტმა უკან დაიხია: უარყოფითი მაჩვენებლები აქვთ ჯენსონ ბატონს (-6, 109 115-რის წინააღმდეგ), ფელიპე მასასა (-7, 42 49-ის წინააღმდეგ) და ლუის ჰემილტონს (-15, 97 112-ის წინააღდმეგ).

როგორც "სკუდერიას" სტატისტიკურმა დეპარტამენტმა გამოითვალა, კონსტრუქტორთა თასზე "რედ ბულმა" შარშანდელ მონაგარს 93 ქულა დაუმატა, "ფერარიმ" - ცხრა, ხოლო "მაკლარენმა" 21 ქულა დაკარგა. დაახლოებით ასეთი სურათია მოგებებისა და პოდიუმების რაოდენობის მხრივ - ერთმა გუნდმა მოუმატა, მეორე ერთ ადგილას დარჩა, მესამემ დათმო პოზიციები.

გასაგებია, რომ ეს მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლებია, რომელიც არ ითვალისწინებს რეალურ სხვაობას ბოლიდების სიჩქარეს შორის. თუმცა ყველას ახსოვს, როგორ ვითარდებოდა გასული სეზონის მეორე ნახევარი, ამიტომაც "ფერარიში" დიდი იმედი აქვთ, რომ დაკარგული არაფერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა