სანამ ლოკაუტი მიმდინარეობს, "ლეიკერსის" ცენტრმა ენდრიუ ბინუმმა "ორლანდოს" კალათბურთელების მიბაძვით კრივში ვარჯიში დაიწყო
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტი გრძელდება და ლიგის ვარსკვლავები იმუქრებიან - ბოლომდე დავდგებით და კლუბების მფლობელებს არაფერს დავუთმობთო. მაგალითად, კევინ დურანტმა კიდევ ერთხელ განაცხადა: "კალათბურთელები ფინიშამდე მივაღწევთ".

"ოკლაჰომას" ვარსკვლავის შემართება გასაკვირი სულაც არ არის - ის 22 წლისაა და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გარანტირებული 82 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. საინტერესოა, რამდენად შემართულნი არიან საბრძოლველად მისი "ღარიბი" კოლეგები, რომლებიც რამდენიმე თვის შემდეგ გააცნობიერებენ - საბანკო ანგარიში იკლებს, შემოსავლის პერსპექტივა კი არ ჩანს...

ოკეანის გაღმიდან ერთი სატრანსფერო ამბავიც გავრცელდა - ევროპაში გადასვლის სურვილი გამოთქვა ბრაიან სკალაბრინმა. "ბულზის" ფორვარდმა ამის შესახებ გაზეთ Chicago Tribune-ში განაცხადა: "არ ვაპირებ უბრალოდ ჯდომასა და იმის ყურებას, როგორ ომობენ ერთმანეთში მილიონერები. ძალიან მიყვარს კალათბურთის თამაში".

სანამ ლოკაუტი მიმდინარეობს, კალათბურთელები ათასგვარი გასართობით ცდილობენ დროის მოკვლას. "ლეიკერსის" ძირითად ცენტრს, ენდრიუ ბინუმს სერიოზული გატაცება აქვს - "ორლანდოს" რამდენიმე კალათბურთელის მიბაძვით მან კრივში ვარჯიში დაიწყო. თანაც ძალიან სერიოზულად მიუგდა ამ საქმეს - ენდრიუ თვით ფრედი როუჩისგან იღებს გაკვეთილებს. შესაბამისი ფოტო მან "ტვიტერზე" განათავსა და ასეთი ფრაზა მიაწერა: "ვემზადები ახალი კარიერის დასაწყებად".

რთული სათქმელია, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი, იმას კი შეგახსენებთ, რომ როუჩი ისეთი მოკრივეების მწვრთნელი იყო, როგორებიც არიან: ბერნარდ ჰოპკინსი, ჯეიმს ტუნი, ოსკარ დე ლა ჰოია, მაიკ ტაისონი, ამჟამად კი ის მსოფლიოში საუკეთესო მოკრივეს, მენი პაკიაოს ავარჯიშებს.

ცენტრმა ბრედ მილერმა კი, რომელიც ცოტა ხნის წინ "ჰიუსტონიდან" "მინესოტაში" გადავიდა, საკუთარი სარბოლო გუნდი შექმნა - BMiller Racing. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ გუნდში არა ნამდვილი ავტომობილები, არამედ რადიოთი მართვადი მოდელები ირბოლებენ. მოკლედ, მილერმა ბავშვობა გაიხსენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა