ტირანაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუზავდა - 0:0.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-5-2 ტაქტიკური სქემა აირჩია, გასულ შეხვედრასთან შედარებით 6 ცვლილება განახორციელა. მცირე ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში კვარაცხელიამ, აგრეთვე - კაკაბაძემ. უპირატესობას დებიუტიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, ორი ნახევარმომენტი შექმნეს. ჩვენს გუნდს შეტევების ორგანიზება უჭირდა, მეტოქე გუნდის მეკარე სტრაკოშას სამუშაო არ ჰქონდა, თამაში კი თვალსასეირო არ იყო. 38-ე წუთზე ჩეკიჩმა კაშია ჩამოიშორა, დაარტყა კიდეც, მაგრამ არაზუსტად. ასევე არაზუსტი გახლდათ 42-ე წუთზე შეტევის ბოლო ფაზაში დავითაშვილი.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად გაგრძელდა, ალბანეთს მამარდაშვილის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდა, რომელთაც ძალიან სახიფათოს ვერ უწოდებდი. 56-ე წუთზე ყაზაიშვილმა თავად შექმნა კარგი მომენტი, თუმცა მიზანს ვერ უწია. შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით შემოგვიტიეს. შეცვლაზე აქტიურად შესული ჩიკალეში კვაკვესკირს გასცდა და ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. მერე ასევე შეცვლაზე შესულმა ვრიონმა გაუშვა შანსი. ამას საქართველოს ნაკრების შეტევა მოჰყვა - კვეკვესკირის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო საჯარიმოში ჩაბრაძე წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. 78-ე წუთზე ასლანს გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება და 0:0.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს არაოპტიმალური შემადგენლობით საუკეთესო ფეხბურთი, მეტადრე შეტევაში, არ უჩვენებია, თუმცა საკმაოდ ძლიერ ალბანეთთან სტუმრად გოლი არ გაუშვა, ფრეს მიაღწია და ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია. თანაც, სანიოლმა თითქმის ყველა კანდიდატი გამოსცადა და დაინახა, ვინაა სანაკრებოდ მზად და ვინ - არა.

ტირანა. „ეარ ალბანია“

ალბანეთი - საქართველო 0:0

ალბანეთი: სტრაკოშა, ისმაილი, კუმბულა, ჯიმშიტი, როში (ლენიანი 77), ჰისაი, ასლანი, რამადანი (ჯასულა 66), ჩეკიჩი (ლაჩი 66), ბროია (ჩიკალეში 46), მანაი (ვრიონი 66)

საქართველო: მამარდაშვილი, დვალი, კაშია, კვირკველია (კობახიძე 66), ჩაბრაძე (მამუჩაშვილი 84), კვეკვესკირი (გვილია 76), აბურჯანია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 76), წიტაიშვილი, ვოლკოვი (ლობჟანიძე 66), ყაზაიშვილი (ზივზივაძე 84)

ქიტესა
ალბანეთი 65-ე ადგილზეა, საქართველო 86-ეზე. სხვის მოედანზე მეტი რა გინდათ ?
Irakli
ძალიანაც კარგი, დავიღელთ მარგად ვითამაშეთ და წავაგეთი, შედეგები გვინდა, გამარჯვება გვახარებს და არა წაგებული კარგი თამაში! ვულოცავ ნაკრებს ამ პოზიტიურ შედეგებს!
odala
აბა ქეცბაიას რისთვის აგინებდით, ამაზე უარესს კი არაფერს თამაშობდნენ? ლამაზ ფეხბურთს არავინ სთხოვს ამათ. ფეხბურთის თამაშს სთხოვს გულშემატკივარი. ესენი საზიზღარ ფეხბურთს თამაშობენ. უკეთესი შეფასება იქნებოდა - საერთოდ არ თამაშობენ ფეხბურთს. ეშინიათ ბურთისაც და ფეხბურთის თამაშისაც. პოლონეთი, შვედეთი შეიძლება ლამაზი ფეხბურთით არ იყვნენ ცნობილი, მაგრამ ლამაზ, გააზრებულ კომბინაციას ქმნიან და ესეც საკმარისია. ჩვენების თამაშში რამე გააზრებულს ხედავთ??
odala
ეშინიათ ფეხბურთის თამაშის. ბურთის ეშინიათ. 2-3 კაცი უდგას ბურთიან კაცს გარშემო ხშირად და მეკარეს აძლევს მაინც უკან. ამ 2-3 კაციდან არც ერთი არ ითხოვს ბურთს. კვირკველიას და დვალის ტიპის მცველი საერთოდ არ უნდა გყავდეს გუნდში. მაგათ ისევ კანკავს სჯობია. ერთი ეგ არის სიმაღლე აქვს ამ ხალხს, ბურთს ვერ აგორავებს. აბა შეტევაზე წამოსულ მეტოქეს არც მე მოვატყუებინებ თავს. სამხრეთ ამერიკელები ვერ მცდებოდნენ აშუშუში :) რამდენიმე ნორმალურ თამაშს ჩავატარებთ და გვგონია რაღაც შევცვალეთ. თან სულ ვიღაცის იმედზე ვართ, რომ დაგვიბრუნდება. ვერც ერთი და ვერც სამი კვარაცხელია გუნდს ვერ უშველის, როცა 9 'მებრძოლი' მოთამაშე გყავს. მებრძოლი რა ჭიდაობაა?? ფეხბურთელს ბურთის კონტროლი უნდა შეეძლოს და სწრაფი ფიქრი და მოქმედება. კვარაცხელიაც აი ნახავთ, საშუალო დონის ჩემპიონატში თუ დამკვიდრდა მიღწევა იქნება. ჯერ რუბინს და ბათუმს ვერ გასცდა. ჩაკვეტაძეზე აღარ ვლაპარაკობ. არა გვყავს ფეხბურთელებიო იძახდა ქეცბა და არ სჯეროდათ.
მერაბი
დაცვა რამდენჯერმე ჩავარდა, ბურთი რომ გაეტანათ, საპასუხოდ ჩვენგან ვის უნდა გაეთანაბრებინა ანგარიში, წარმოუდგენელია. სანიოლს რაც შეუძლია ამ შემადგენლობით, მაქსიმუმს აკეთებს. ვინც აკლდა ნაკრებს, შესაძლოა უკეთეს შედეგს დადებენ.
100%
რაც მთავარია ბიჭები იბრძვიან. შედეგი ავად, თუ კარგად ჩანს. კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის გარეშე, ძნელია სანახაობა დადგა. მადლობა გუნდს!
ალიბეგ
საშინელი დაცვა ამ შეცდომებზე სხვა გუნდი უკეთესი შემსრულებლებით 5 ბურთს გაგვიტანდა
გელმეზა
რომ იძახით ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობს გუნდი ჯერ ესერთი სადაც საქართველომ ლამაზი და ლაღი ფეხბურთი ითამაშა ხომ რას ამბობთ ყველა შეხვედრა მოიგო რა ასე რომ ლამაზი ფეხბურთის თამაში მოგებას არ ნიშნავს აი მაგალითად:ხორვატია,თურქეთი,სერბეთი,უკრაინა,საბერძნეთი,რუმინეთი,მაკედონია,ავსტრია,შვეიცარია,ბულგარეთი,სლოვაკეთი,ფინეთი ესენი ლამაზ ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობენ მაგრამ კი დადეს მაგარი შედეგები ზოგმა წარსულში ზოგმა კიდე ახლა
vaso
დავითაშვილი და ვოლკოვი რატომ ყავთ ნსკრებში? რას აკეთებენ ღირებულს? ან სად თამაშობს ვოლკოვი საერთოდ?
დათო
ვეთანხმები წინა კომენტარებს, საკმაოდ დაალაგა გუნდი სანიოლმა იმ რესურსით რაც გვაქვს, ისე ყველა შემოქმედებითი ფეხბურთელის არყოფნაში რას ითხოვთ სხვას? არ ვადარებ კონკრეტულ ფეხბურთელებს და მათ დენეს, მაგრამ ვისაც გახსოვთ თბილისის დინამო საბჭოთა კავშირი იყო საქართველოს ნაკრები რეალურად, და წარმოიდგინეთ რომ ერთ მატჩში ერთდროულად რო არ ყოფილიყო, ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, და ჩივაძე, რა ფეხბურთის თამაშს აირჩევდა, ფარსადანოვიჩი?:) პოტენციურად კვარას, ჩაკვეს, კიტეს, და აწ წასულ კანკავას თუ ჩავთვლით იგივე სიტუაციაა, რატომ ითხოვთ შემოქმედებით, ლამაზ ფეხბურთს, რა რესურსით
გიორგი
ჩვენს ნაკრებს ძალიან უჭირს შეტევაში თამაში მაღალი კლასის ფორვარდი სამწუხაროთ არ გყავს მიქაუტაძის განვითარების იმედი მქონდა მაგრამ რასაც ვუყურებ ოქტომრის მერე გოლი აღარ გაუტანია კაგად დაიწყოს ბელგის უმაღლესში მაგრამ ვეღარ გაგრძელა გატანა. ნახევარდაცვაშიც არის პრობლემა ერთადერთი ფეხბურთელია ჩემი აზრით კიტეიშვილი ვისაც შეუძლია შეტევის მაღალ დონეზე დაწყება ჩვენს ნაკრებში და გუნდის დირიჟორობა სამწუხაროდ კიტეიშვილი ძალიან ტრამვიანი ფეხბურთელია და ხშირად ტოვებს ნაკრების თამაშებს კიტეს გარეშე რთულია თან პლიუს ახლა რაც ჯაბა წავიდა რთული იქნება ჯაბას სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა. ჩაკვეტაძეს რაც შეეხება დიდი ხანია დაბრუნდა მაგრამ ფორმა მაინც ვერ აღიდგინა. ჩემი სუბიექტური აზრით სანამ ჩვენს ნაკრებს არ ეყოლება მინიმუმ 3-4 მაღალი დონის შემტევი და ნახევარმცველი მოედნის ცენტრში იქამდე რთული იქნება შემტევი კომბინაციური ფეხბურთის თამაში კვარაცხელიას დონის 3-4 ფეხბურთელი მაინც გვინდა კიდე რომ რამეზე ვიფიქროთ. სამწუხაროდ ყველა ქართველი ვინც კი იყო ბოლო წლებში ნიჭიერი და პოტენციური ყველა არის ტრამვებისკენ მიდრეკილი ვისაც შეეძლო დიდი ფეხბურთი ეთამაშა ყველა ტრამვიანი გამოდგა ყენია,ჭანტრურია ოქრიაშვილი,ანანიძე,მჭედლიძე,ჩაკვეტაძე,კიტიეშვილი. ჩვენი ნაკრების პრობელმა ის რომ ფეხბურთელბი არ გყავს მაღალი კლასის და ვინც გყავს ისინიც ტრამვებისკენ მიდრეკილები არიან სამწუხაროთ.
ქართველი
არვიცი ამ ორ თამაშს პრაგმატიზმი ვუწოდო თუ რა მაგრამ ფაქტია ნაკრების თამაში ბეწვის ხიდს გავს. ამხანაგურ თამაშებში რო ვერ გაიარო გეპატიება მაგრამ მსგავსი ტემპით და იბტენსიცობით თუ ვითამაშებთ ივნისში,ჩვენი საქმე კარგად არ წავა. ზედმეტად ბევრი უკან პასია, ვერავინ დამაჯერებს რო ეს სანიოლის მითითებაა, სითამამე აკლია ბიჭებს
ზაზა
მოდით ობიექტურები ვიყოთ დღეს დღეობით ბოსნიაც და ალბანეთიც საქართველოს ნაკრებთან შედარებით გაცილებით მაღალი დონის ნაკრებები არიან მარტო ალბანეთის ნაკრებში თამაშობს 7 ფეხბურთელი სერია ა ში. საქართველოს ნაკრებმა უნდა ითამაშოს ის ფეხბურთი რაც შეუძლია ჩვენ თუ შედეგი გვინდა და თან ლამაზი ფეხბურთიც მაშინ უნდა გყავდეს მაღალი კლასის შემსრულებლები რომ ლამაზი ფეხბურთით მივიღოთ შედეგი სამწუხაროდ ჩვენ დღეს დღეობით არ გყავს იმ დონის ფეხბურთელები რომლებიც ლამაზადაც ითამაშებენ და შედეგსაც დადებენ როცა გვეყოლება მინიმუმ 5 ფეხბურთელი რომელიც ითამაშებ ტოპ ლიგების დონეზე კარგ გუნდებში და იქნება მაგის რესურსი მაშინ შეიძლება მაგაზე ფიქრი დღეს დღეობით ორიენტირებული უნდა ვიყოთ შედეგზე. 90 იანებში ლამაზ ფეხბურთს ვთამაშOბდით მაგრამ სულ ვაგებდით თითქმის კატასტროფული ანგარიშებით და ქეცბაიას დროს ყრუ დაცვაში ვიდექით და სანიოლს რასაც ვუყურებ დალაგა უკვე ნაკრების თამაში ასე თუ ისე მიხვდა რა ფეხბურთის თამაში შეუძლია ამ ნაკრებს და ამ ფეხბურთს ათამაშებს რომ შედეგი დადოს.
აკო
რამდენი არაადეკვატური კომენტარია.. რეალურად თქვით რამდენი ნაკრები და გუნდი თამაშობს ლამაზ ფეხბურთს? რამდენიმე ბავშვურ შეცდომას თუ არ ჩავთვლით უკანა ხაზი საკმაოდ სტაბილური გვყვავს. გოლი არ გავუშვით არცერთ თამაშში და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რო გახსნილი და შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ დამიჯერეთ ბევრ შეხვედრას წავაგებთ. ესაა ჩვენი ნაკრების შანსი კარის უსაფრთხოებაზე გავაკეთოთ აქცენტი და მინიმალური რაოდენობის მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. სხვანაირად აზრი არ აქვს. ასე თამაშობენ ჩვენი დონის ნაკრებები. მოდით მხოლოდ შედეგს მივაქციოთ ყურადღება და ლამაზი ფეხბურთით გრანდების ყურებით დავტკბეთ. ყველა ვარიანტში შედეგია ყველაზე მთავარი
ქომაგი
ანტიფეხბურთი, საეჭვო კვალიფიკაციის მწვრთნელის შესრულებით.
ისიდორე
ძალიანაც კარგი. პრაგმატული ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდმა რაც ბატონებო შედეგზეა ორიენტირებული.შემდეგში რა იქნება ამას მომავალი გვიჩვენებს მაგრამ გუნდი გუნდს რომ დაამსგავსა სანიოლმა იმ რესურსით რაც გაგვაჩნია ფაქტი სახეზეა
დიმა
აბურჯანია ყველა თამაშში სუსტად გამოიყურება, ბოლო ორ თამაშში კი არა მუდმივად ასე ხდება, მოწინააღმდეგის უკან დგას პასი რომ არ მიიღოს. ცენტრში მხოლოდ ერთი კვეკვე ვერაფერს იზავს, გვილიასთან ერთად კიდე მეტად სტაბილურია ცენტრი. კვეკვე-გვილია
4-1-3-2
დაცვაში 6 ქულა.ნახევარ დაცვაში 4 ქულა. თავდასხმაში 0ქულა. ასე კონტრ თამაში მცდელობაც არიყო ლოგიკური დასასრულით. დაცვის ხარჯზე 5 ქულა ათიდან დღევანდელი თამაშისთვის. სრული კატასტროფა 2ვე თამაში ესეთი გუნდის ყურება მარაზმია! თამაში არ წაგება თამაშით უნდა ისწავლო და არა კარებში 363 კაცით დგომიით
გულშემატკივარი
დაცვა საკმაოდ ორგანიზებულად გამოიყურებოდა, თუ არ ჩავთლით პატარ პატარა ეპიზოდებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ კვარაცხელიას გარეშე წინა ხაზში ძალიან გვიჭირსსს
ბოკინიო
მადლობა ბიჭებს. ეს უკვე კაია რო მეორე ნაკრებით არ ვაგებთ! ამ ბიჭებს დავუმატოთ კვარა, კიტე, ჩაკვე, ოქრი და დაცვაში ხოჭო. უკვე სერიოზული ძალა იქნება
gio
საზიზღარი თამში არცეთი კარში დარტყმა მომნტები ვერ შევქმენით იმედია ქართველი ჟურნლისტები ლოგიკურად შეფასებთ ამთამშსს და ბოსნიასთანაც და არ დაგბრმავებთ არც ფრე და არც მოგება ესაა თამში ესა სწორი თამში ? მომნტი ვერ შევქმენით იგვე ტაქტიკით გეთამაშა ალბანეთი და ტავზე გვჯდნენ იგვე თამში შეგვეძლო ჩვენს შუახაზი ცენტრში უნდა ხვდებოდეს მოწინააღმდეგეს და არა ჩვესაჯარიმოსთან სირცხვილია
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ალბანეთი
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..