2014 წელს, სოჭის ზამთრის თამაშების პროგრამაში სამ ახალ დისციპლინას შეიტანენ: სლოუპსტაილი ფრისტაილში, სლოუპსტაილი სნოუბორდში და პარალელური სლალომი ასევე სნოუბორდში
სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგით 123-ე სესიამ, რომელიც დღეს აირჩევს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქს, გუშინ კი დელეგატებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს - 2014 წელს, სოჭის ზამთრის თამაშების პროგრამაში სამ ახალ დისციპლინას შეიტანენ: სლოუპსტაილი ფრისტაილში, სლოუპსტაილი სნოუბორდში და პარალელური სლალომი ასევე სნოუბორდში.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ სახეობებში მამაკაცებისა და ქალების სტარტები ცალ-ცალკე გაიმართება, სოჭის ოლიმპიადაზე დამატებით მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდება. სულ 2014 წლის ოლიმპიადაზე 98 ჩემპიონს გამოავლენენ. 2010 წელს ვანკუვერში ეს რიცხვი 86-ს უდრიდა.

როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ განაცხადა, სლოუპსტაილმა (შეჯიბრების ტიპი, რომელშიც სნოუბორდისტები და მოთხილამურეები სიმაღლიდან დაშვებისას აკრობატულ ნახტომებს ასრულებენ) ბოლო წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამ სახეობების პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ის სათხილამურო სპორტის ასოციაციამ. სწორედ ამერიკელები მიიჩნევიან ამ დისციპლინებში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ოლიმპიური კომიტეტი სოჭის პროგრამაში სამთო-სათხილამურო სპორტში გუნდური ტურნირის დამატებას აპირებდა, მაგრამ გუშინ შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

გარდა ამისა, სოკ-ის აღმასკომმა დაამტკიცა სპორტის იმ სახეობების სია, რომლებსაც 2020 წლის ზაფხულის თამაშების პროგრამაში შეიტანენ. იქ მოხვდნენ: ბეისბოლი, სოფტბოლი, კარატე, გორგოლაჭებიანი სპორტი, სქვოში, სპორტული მეკლდეურობა, ვეიკბორდინგი და უშუ. ამჯერად უარი უთხრეს სპორტულ ცეკვებს, სერფინგს, ბოულინგსა და ნეტბოლს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა