ტურ დე ფრანსის III ეტაპზე ტაილერ ფარარის პირველი ტრიუმფი შედგა და ის ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა
ამერიკულმა საჯინიბო "გარმინმა" ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო - გუნდურ რბოლაში გამარჯვების შემდეგ თავი გამოიჩინა გუნდის მთავარმა სპრინტერმა ტაილერ ფარარმა, ტორ ჰუშოვდმა კი შეინარჩუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში.

ტურ დე ფრანსის მესამე ეტაპის პროფილი სპრინტერს აწყობდათ. დისტანციაზე ერთადერთი ამაღლება იყო, ისიც ზემოთ მიმავალი ხიდი. მოკლედ, სპრინტერული ფინიში იყო მოსალოდნელი, რომლის ფავორიტად მარკ კევენდიში მიიჩნეოდა. მას აქამდე ტურის 15 ეტაპი ჰქონდა მოგებული, თუმცა მე-16 ტრიუმფი არ შედგა.

სტარტის შემდეგ პელოტონს გაექცა ხუთი ველომრბოლი. ამ ჯგუფის მაქსიმალური უპირატესობა პელოტონთან რვა წუთს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაწინაურებულებს ფინიშთან მარტო მისვლის შანსი თითქმის არ ჰქონდათ. პელოტონი, რომელსაც სათავეში ედგა საერთო ჩათვლის ლიდერის გუნდი "გარმინი" და კევენდიშის საჯინიბო - "ჰაიროუდი", ლიდერთა ჯგუფთან სტაბილურ სხვაობას ინარჩუნებდა, მაგრამ მათი დაწევა მხოლოდ ფინიშამდე 9 კილომეტრით ადრე მოახერხა.

თუმცა მთავარ ფინიშამდე საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი 90-ე კილომეტრზე, როცა სპრინტერული ქულები გათამაშდა საშუალედო ფინიშზე. აქ ზედმეტად იაქტიურეს კევენდიშმა და ჰუშოვდმა და ეტაპის შემდეგ ქულები ჩამოერთვათ. საქმე ისაა, რომ ნორვეგიელმა ზედ ფინიშის წინ გადაუჭრა გზა ბრიტანელს, რის გამოც კევენდიშმა თავი ჩაარტყა კონკურენტს. ტურის კომისარმა ორივეს მოქმედებაში წესის დარღვევა შენიშნა და მათ დისკვალიფიკაცია მისცა.

საბოლოო სპურტისთვის მზადებისას, ბოლო კილომეტრამდე ყველაფერი "ჰაიროუდის" გეგმის მიხედვით მიდიოდა, რომელიც ცდილობდა მაქსიმალურად კარგი პოზიცია შეექმნა მარკ კევენდიშისთვის. მაგრამ თავიდან ამ გუნდის ორი პილოტი ისე აჩქარდა, რომ თავისი კაპიტანი დაკარგა, შემდეგ კი წაიქცა სამუელ დიუმოლენი ("კოფიდისი"), რის გამოც გამარჯვებისთვის ბრძოლა მხოლოდ სამმა მრბოლელმა გააგრძელა. ასე რომ, პირველობისთვის იბრძოდნენ "გარმინის" წევრები, რომან ფეიუ და ხოსე ხოაკინ როხასი. საბოლოოდ, მოლოდინისამებრ გამარჯვება მოიპოვა ამერიკელმა ტაილერ ფარარმა. ეს მისი პირველი ტრიუმფია ტურ დე ფრანსზე და ის ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა.

III ეტაპი. 198 კმ.

1. ტაილერ ფარარი (აშშ, GRM) - 4.40,21; 2. რომან ფეიუ (საფ, VCD) - იგივე დრო; 3. ხოსე როხას ხილი (ესპ, MOV) - იგივე დრო; 4. სებასტიან ინო (საფ, ALM) - იგივე დრო; 5. მარკ კევენდიში (ბრიტ, THR) - იგივე დრო; 6. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 9.46,46; 2. დევიდ მილარი (ბრიტ, GRM) - იგივე დრო; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,01; 4. ჯერენტ ტომასი (ბრიტ, SKY) - +0,04; 5. ლინუს გერდემანი (გერ, LEO) - იგივე დრო; 6. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, SKY) - იგივე დრო; 7. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 8. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 10. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო... 14. ტონი მარტინი (გერ, THR) - +0,05... 19. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - 0,10... 22. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - იგივე დრო... 46. ივან ბასო (იტა, LIQ) - +0,57... 50. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +1,04... 69. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +1,42... 86. რომან კროიციგერი (ჩეხ, AST) - +2,21... 99. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +2,36...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა