ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს.

"მილუოკი ბაქსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯებით 153:119 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 8 ქულით (3/6), 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

საუკეთესო ბობი პორტისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

"კლიპერსის" შემადგენლობიდან რობერტ კოვინგტონმა 43 ქულა (11/18 სამქულიანი), 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "ბაქსი" 48 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 3 აპრილს, "დალას მავერიკსის" პირისპირ გამართავს.

კალიფორნიელები 38 გამარჯვებითა და 40 მარცხით დასავლეთში მე-8 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს 7 აპრილს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

Video

მილუოკი - კლიპერსი

"ბოსტონ სელტიკსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 128:123 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 13 ქულა (4/6), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით (10/11), 1 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

"კელტების" შემადგენლობიდან ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 32 ქულა, 3 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა, 6 მოხსნა, 6-იც შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "პეისერსი" 25 მოგებითა და 53 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს 6 აპრილს, "ფილადელფიას" პირისპირ გამართავს.

"ბოსტონი" 48 გამარჯვებითა და 30 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

Video

ბოსტონი - ინდიანა

ჭიჭე
ჩვენი კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავები, თქვენ გაიხარეთ!!!
დ.დ.
ორივე დიდი მომავლის მქონე კალათბურთელია, თუ საკუთარ კარიერას ძალით არ დაანგრევენ, ისევე, როგორც თავის გარეგნობას იმახინჯებენ. რომ ვუყურებ, ორივე ციხიდან გამოქცეული იანიჩარები მგონია .
ასდა
ვიზე მაგარი ცენტრი დადგება?
jordan beli
ერთი ეხლა სად არი ის ხალხი გოგაზე რო იძახდა ევროპაში დაბრუნდესო,ვიღაცა კიდევ ანდაზებს უძღვნიდა.სადა ხართ ვითომ რამის გაგებაში მყოფი ხალხი? ფაქტიურად ბავშვი ჩავიდა გოგა ამერიკაში და პირდაპირ ტიტანებში მოხვდა.ტერნერი ამერიკის ნაკრების ლიდერი,საბონისი გუნდის ლიდერი და ვითომ მცოდნეები სასწაულებს ითხოვდნენ გოგასგან. გოგასხელა ბიჭები წარბების და წვერის დეპილაციაში ატარებენ აქ და ფრჩხილების კეთებაში,გოგა კიდევ ბეჯითად სწავლობდა ტერნერისა და საბონისისგან ბევრ რამეს. პირველი პირისგან და არა გადმოცემით ვიცი როგორ კეთილგანწყობილი იყვნენ საბონისიც და ტერნერიც გოგას მიმართ და თავად გოგაც მათი უზომოდ მადლიერია. გოგა NBA-ში რო წავიდა მაშინ ვთვი იოკიჩზე ძლიერი ცენტრი დადგება მეთქი. კარგად ვიცი რა ჯიბრიანი და ჟილკიანი კახელია და იმიტომაცა ვთქვი.3 წელიწადში გოგა იქნება ერთერთი უძლიერესი ცენტრი.წარმატებები თანამემამულევ.გენაცვალე გულში!მიაწექ კახურად! ვიღაცეების კრიტიკა კიდე დაიკიდე-მოგეშვება!!!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა