გუშინ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა გამცნეთ...

გუშინ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა გამცნეთ, რომელიც პირველად იასპარეზებს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სტატუსით - 11 აგვისტოს მექსიკის დედაქალაქში ესპანეთის ნაკრები ამხანაგურად ადგილობრივ გუნდს გაეჯიბრება. დღეს ჯერი მექსიკელთა შემადგენლობაზეა.

გუნდს ამ თამაშზე გამოიყვანს მწვრთნელი, რომელიც ამ ერთი შეხვედრისთვის დანიშნეს! - ენრიკე მესა. გუნდში ათი ფეხბურთელია ევროპული კლუბებიდან, მესას არ დავიწყნია არც "ნიუ იორკ რედ ბულზში" გადასული კაპიტანი რაფა მარკესი. ერთი მატჩის მწვრთნელმა გამოიძახა "ბარსელონელი" ჯონათან დოს სანტოსიც, ჯოვანის უმცროსი ძმა, რომელიც ბოლო წამს ამოაგდეს სამუნდიალე განაცხადიდან. მაშინ, მისმა მამამ, წარსულში ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ზიზინიომ განაცხადა, რომ მის შვილზე კარგი 23 ფეხბურთელი მექსიკას არ ჰყავს და რომ ჯონათანი ამიერიდან არასოდეს მოირგებს მწვანე მაისურას... (ჯერ არც მოურგია) და უცებ ეს გამოძახება. ვნახოთ ვინ პატრიოტია და ვინ სიტყვის კაცი...

ესპანეთთან მატჩისთვის მექსიკის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები - გილერმე ოჩოა (ამერიკა), ხესუს კორონა (კრუს ასული).

მცველები - პოლ აგილარი, ლეონარდო ლოპესი (პაჩუკა), რაფაელ მარკესი (რედ ბულზი), ფრანსისკო როდრიგესი, კარლოს სალსიდო (ეინდჰოვენი), ექტორ მორენო (ალკმაარი), ფაუსტო პინტო (კრუს ასული).

ნახევარმცველები - ეფრაინ ხუარესი (სელტიკი), ხერარდო ტორადო (კრუს ასული), ჯონათან დოს სანტოსი (ბარსელონა), ანდრეს გუარდადო (დეპორტივო), პაბლო ბარერა (ვესტ ჰემი).

თავდასხმელები - ხავიერ ერნანდესი (მანჩესტერი), ჯოვანი დოს სანტოსი (ტოტენჰემი), კარლოს ველა (არსენალი), ელიას ერნანდესი (მორელია), ენრიკე ესკედა (ამერიკა).

ლელო

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა