გერმანიის საფეხბურთო ლიგამ ფეხბურთელებს 40-ზე დიდი ნომრების აღება აუკრძალა

ჩვენი აზრით, ასეთი აკრძალვა სხვა ქვეყნებშიც უნდა იყოს დაწესებული, რადგან ფეხბურთში დიდი ნომრები ცოტა უხერხული სანახავია. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და მართალია, ამას ჯერ მხოლოდ გერმანიაში მიხვდნენ, მაგრამ იმედია, გერმანიის საფეხბურთო ლიგის გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნების საფეხბურთო ლიგებიც მიბაძავენ.

ბუნდესლიგაში კი, გუნდებს 40-ზე მაღალი ნომრების გაცემა აეკრძალათ. ბუნდესლიგის შეფების აზრით, კლუბს პირველი გუნდის განაცხადში 40-ზე მეტი ფეხბურთელი არასდროს ჰყავს და როცა მაგალითად, 21-ე ნომერი თავისუფალია, 88-ე ნომრის გაცემა არ უნდა იყოს დასაშვები.

თუმცა გერმანელები ამ შემთხვევაში მაინც ლოიალურები არიან და იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც უკვე 40-ზე მაღალი ნომრები აქვთ, მაისურების გამოცვლას არ ავალდებულებენ. მაგალითად, „ბაიერნის“ უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი 44-ე ნომრით ასპარეზობს და შეუძლია, ეს ნომერი შეინარჩუნოს. იგივე ეხება ბერლინის „ჰერტას“ ნახევარმცველ გიოკო კაჩარსაც, რომელიც ასევე 44-ნომრიანი მაისურით თამაშობს.

სამაგიეროდ, გერმანიის საფეხბურთო ლიგა არაფერს დაუთმობს დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალწვეულ ივან პერიშიჩს. ხორვატი შემტევი ნახევარმცველი გერმანიის ჩემპიონში ახლა გადავიდა და საყვარელი ნომრის, ასევე 44-ის აღება სურდა, მაგრამ იძულებულია, საფეხბურთო ლიგის ახალ კანონს დაემორჩილოს. ამრიგად, პერიშიჩი 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ბუნდესლიგის შეფებმა გამონაკლისი შემთხვევებიც გაითვალისწინეს: თუკი რომელიმე კლუბს პირველი გუნდის განაცხადში 40-ზე მეტი ფეხბურთელი ეყოლება, ნომრები რიგრიგობით უნდა გაიცეს: 41, 42 და ასე შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა