დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მარკ პაუსი, რომელიც რაგბის სამშობლოს, ქალაქ რაგბის წარმომადგენელია, თბილისის "ლელო-სარასენსის" ბაზას – „ლელო არენას“ ეწვია და 60-წლიანი ისტორიის მქონე ბრიტანული ჟურნალის ქართული ვერსიის, Rugby World Georgia-ს პირველი ნომრის პრეზენტაციას დაესწრო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა, რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა, ადმინისტრაციული დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი ნიკოლოზ ალავიძე, Rugby World Georgia-ს გამომცემელი დავით სამსონიძე და რაგბის კლუბ "ლელოს" დამფუძნებელი ბათუ კევლიშვილი.

პირველ ნაწილში სტუმრები "ლელოს" ასაკობრივი გუნდის ბავშვებს შეხვდნენ. მათ საჩუქრად გადაეცათ Rugby World Georgia-ს ბრენდირებული მაისურები, კეპები და ჟურნალის პირველი ნომრები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები პერიოდულად სხვა კლუბებთანაც გაიმართება და არამხოლოდ თბილისში.

მეორე ნაწილში მხარეებმა ქართულ-ბრიტანული სარაგბო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს, როგორც ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი, ასევე საკლუბო და ბავშვთა რაგბის დონეზე. ბატონმა მარკ პაუსმა პირობა დადო, რომ აქტიურად ჩაერთვება ამ ურთიერთობის გაღრმავებაში:

„რაგბიში დიდი გამოცდილება მაქვს და ფანტასტიკურია ქართულ ენაზე ასეთი მაღალი დონის სარაგბო ჟურნალის გამოცემა. მიუხედავად ცუდი ამინდისა, ძალიან მომეწონა გარემო, განსაკუთრებით, ბავშვთა ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდები ადრეული ასაკიდან ეზიარონ იმ თვისებებს, რასაც რაგბის მეშვეობით ეზიარებიან. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვები ქართულ-ბრიტანული სარაგბო ურთიერთობის განვითარებაში. ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა საქართველოში, რომელთაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიკვალონ გზა ბრიტანულ კლუბებში და ითამაშონ ინგლისის პრემიერშიფში“.

იოსებ ტყემალაძე: „ჩვენს ქვეყანას და მთელ სარაგბო სამყაროს ვულოცავ Rugby World Georgia-ს პირველი ნომრის გამოცემას. ეს არის ხიდი მსოფლიოს სარაგბო სამყაროსთან. ამ ჟურნალის მეშვებით, მთელ მსოფლიოს გავუზიარებთ ჩვენს ისტორიას, კლუბების, ნაკრების ცხოვრებას და მათგანაც მივიღებთ საჭირო ინფორმაცას. ის უნდა იქცეს სამაგიდო წიგნად, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. მადლობა ყველას, ვინც იშრომა ამ გამოცემისთვის და ყოველ კვარტალში სიხარულით დაველოდები ახალ-ახალ ნომერს“.

„სტუმრად გვყავს ინგლისის პარლამენტის წევრი, რომელიც ქალაქ რაგბის წარმომადგენელია და სპორტის ამ სახეობასთან ბევრი რამ აკავშირებს. "ლელო" წლებია ინგლისურ კლუბ "სარასენსთან" თანამშრომლობს, რაც მნიშვნელოვანია და ეს ვიზიტი სწორედ ამ თანამშრომლობის გამოძახილია. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ურთიერთობები ფრანგულ კლუბებთან, მაგრამ ჯერჯერობით ცოტა ინგლისურ გუნდთან. ბატონ მარკთან განვიხილეთ მომავალი ურთიერთობების შესაძლებლობები არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ საკლუბო და ბავშვთა რაგბის დონეზე. გვაქვს დიდი გეგმები, რაშიც ინგლისელების მხარდაჭერა დაგვჭირდება და ამ მხრივ ბატონი მარკი დახმარებას დაგვპირდა“.

დავით კაჭარავა: „გამოვიდა მსოფლიოში ცნობილი სარაგბო ჟურნალის, Rugby World-ის ქართული ვერსია, რომელშიც ინგლისურ და ქართულ ენებზეა აღწერილი ქართული რაგბის ისტორია, დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო მიზნები. ის როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, ქართული რაგბის ცნობადობას აამაღლებს, რაც მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სტუმრად გვყავს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მარკ პაუსი, ვისაუბრეთ რაგბის განვითარებაზე, რომელშიც ინგლისელები დიდ როლს თამაშობენ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების გაღრმავება“.

Rugby.Ge

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად