კოპა ამერიკა 2011: დიეგო ფორლანმა ისეთი მდგომარეობიდან ვერ შეაგდო, რომ იტყვიან, აცილებაზე ადვილი გატანა იყოო
ურუგვაი-პერუ 1:1

ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, პერეირა, ვიქტორინო, კასერესი, პერესი, არევალო, ლოდეირო (78. როდრიგესი), ფორლანი, სუარესი, კავანი (78. ერნანდესი).

პერუ: ფერნანდესი, ვილჩესი, აკასიეტე, რევორედო, როდრიგესი, კრუსადო, ბალბინი, გევარა (57. ლობატონი), იოტუნი (59. ვარგასი), კასტრილონი (90. ჩიროკე), გერერო.

გოლები: 0:1 გერერო (23), 1:1 სუარესი (45)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პაოლო გერერო (ჩილე)

სან ხუანის „ესტადიო დელ ბისენტენარიოზე“ ურუგვაის ნაკრებს, პერუელებთან შეხვედრაში, „ლივერპულის“ 24 წლის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მოუპოვა ქულა - C ჯგუფის თვალსასეირო შეხვედრაში მან გაათანაბრა ანგარიში, რომელიც პერუელმა ხოსე პაოლო გერერომ 23-ე წუთზე გახსნა, სუარესმა კი ზედ შესვენების წინ, ფაქტობრივად, პირველი ტაიმის ბოლო დარტყმით გაქვითა.

მეორე ნახევარში დიეგო ფორლანს შეეძლო ოსკარ ტაბარესის გუნდისთვის სამი ქულის მოტანა, მაგრამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა ისეთი მდგომარეობიდან ვერ შეაგდო, რომ იტყვიან, აცილებაზე ადვილი გატანა იყოო.

როგორც მოგახსენეთ, მძიმე სტარტის შემდეგ პერუმ 23-ე წუთზე გახსნა ანგარიში: გერერომ ურუგვაელთა დაცვის ხაზი გაარღვია, გვარიანი მანძილი გაირბინა, მეკარე ფერნანდო მუსლერასაც აჯობა და ბურთი კარში შეაგდო. ურუგვაელებმა თავი ხელში აიყვანეს და ანგარიშის გათანაბრება სცადეს. ჯერ იყო და მაქსი პერეირას დარტყმულმა გზა იცვალა და კარში აღარ შევიდა, შემდეგ კი ფორლანმა შეასრულა დიდოსტატური ჯარიმა, მაგრამ მეკარე რაულ ფერნანდესს ვერ აჯობა. ტაიმის ბოლო წამებზე კი სუარესის ჯერი დადგა. ურუგვაელი მეკარესთან პირისპირ შევიდა და თავდამსხმელებისთვის ჩვეული ოსტატობითა და ცივსისხლიანობით ნაკრების შემადგენლობაში თავისი მე-18 გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის პირველი სახიფათო მომენტი ხუან მანუელ ვარგასს ჰქონდა, როდესაც მისი დარტყმული მიზანს ოდნავ აცდა. აი, ამის შემდეგ კი იყო ის მომენტი, რომლის შესახებაც დასაწყისში მოგახსენეთ: სუარესმა ფორლანი მეტისმეტად ხელსაყრელ მდგომარეობაში გაიყვანა, მაგრამ, ჩვეულებრივ ზუსტმა ფორვარდმა მიზანს ააცილა.

ბოლოს კიდევ იყო ორი მომენტი: ჯერ ისევ ვარგასს დააკლდა მიზანი, შემდეგ კი გერერომ იჩქარა თავის დარტყმა, არადა შეეძლო უფრო მშვიდად მოქცეულიყო და მიზნისთვის მიეღწია. საბოლოოდ, ურუგვაიმ და პერუმ „კოპა მარიკას“ პირველი ხუთი თამაშიდან მეოთხე ფრე ითამაშეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა