ესპანური eldesmarque-ი გიორგი მამარდაშვილზე წერს:

"ამ სეზონში "ვალენსიამ" კოპა დელ რეის ფინალამდე მიაღწია. ლა ლიგაში ნაკლებად წარმატებული სეზონი მაინც გამუდმებული ტრავმიანობის ბრალია, რის გამოც გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხოსე ბორდალასს, ლაზარეთში მყოფი ფეხბურთელების ჩანაცვლება სხვა, ნაკლებად ცნობილი სპორტსმენებით მოუწია. "ღამურებს" მოედანზე ისეთი "ვარსკვლავები" სჭირდება, როგორებიც არიან სოლერი, გაია, გაბრიელი ან თუნდაც გონსალო გუედეში, რათა გუნდი კონკურენტუნარიანი გახდეს.

ეს ჩამონათვალი საკმარისი არაა. თითქოსდა სეზონის სტარტზე მეკარის პოზიცია დაზუსტებული იყო, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა მოლოდინს ალბათ ყველაზე მეტად გადააჭარბა. ქართველმა მეკარემ სეზონის სტარტზე ახალი გუნდის მაისური მოირგო და ვალენსიური კლუბის კარი დაიცვა, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბს და არამხოლოდ სამწვრთნელოს აჩვენა, თუ რა დონეზე შეუძლია ასპარეზობა. დღესდღეობით, მამარდაშვილს 487 წუთია საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია, რაც დამეთანხმებით, დიდი დროა.

2021 წლის დეკემბერში გიორგიმ "ვალენსიასთან" ხელი ახალ ხელშეკრულებას მოაწერა, რის შემდეგაც გუნდში 2024 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ამასთან ერთად, ხელმძღვანელობამ კონტრაქტში პუნქტი შეიტანა, რომ უფლება ექნებათ, ფეხბურთელი "მესტალიაზე" კიდევ ერთი წლით დაიტოვონ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კონტრაქტის გაწყვეტისთვის დათქმული 20 მილიონი ევრო 2024/25 წლების სეზონისთვის 30-მდე გაიზრდება.

მაგრამ "ვალენსიას" ქართველი მეკარის წარმატებული ასპარეზობა ამ ხელშეკრულების მართებულობაში ეჭვს ბადებს. მაგალითად, ხაუმე "ღამურების" მესამე მეკარეა და 50 მილიონი ევროა მითითებული.

შეგახსენებთ, ლა ლიგის ბოლო ტურში "მამარდამ" 39-ე წუთზე ნეგრედოს ბრწყინვალე ნახტომით ურთულესი ბურთი აუღო. ის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

როგორც უკვე გითხარით, გიორგის გოლი 487 წუთია არ გაუშვია, ლა ლიგაში კი 15 გამართული მატჩიდან 8-ში კარი მშრალად დაიცვა. დიდი ალბათობით, "ვალენსიას" ხელმძღვანელობა დაწერილ 20 მილიონს საგრძნობლად გაზრდის" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, 30 ტურის შემდეგ "ღამურები" 41 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 11 აპრილს, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

irakli
გენაცვალე ლომო
Guja Kakhadze
მოხარული ვარ, რომ ქართველი ფეხბურთელის სახით ერთი ვარსკვლავი უკვე გვყავს!
თომა
ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს.საამაყოა რომ, ქართველი ბიჭი ამ ასაკში ვალენსიას ძირითადი გოლკიპერია.თან ჯერ კიდევ 21 წლისაა და ჩავთვალოთ რომ,ნაკრებს უახლოესი 12-15 წელი მეკარის პოზიციაზე პრობლემა პრაქტიკულად არ ექნება.
ჟორა გაბრიჭიძე
ქართველები სახლში არ ვვარგივართ თუ არა, გარეთ ლომები ვართ. ჰოდა ლომობს კიდეც და ამაში გასაკვირი არაფერია.
ირაკლი
უნდა დავწერო!! გენაცვალე ჯიგარში, ქართველი ოქრო კაცია!! ბევრს მიაღწევს!! ახლაც ზღაპარი მგონია ესპანურ პრიმერას რომ ვუყურებ, ვალენსიას კარში ქართველი მეკარე დგას!! ამაყი და ბედნიერი ვარ!! საქართველოს ისტორიაში ასეთ დიდ გუნდში არასდროს უთამაშია ქართველ მეკარეს!! ღმერთი შენსკენ მამარდ!!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო