საფრანგეთი. ლიგა 1. პირველი ტურის წინ

თითქოს ახლახან იყო, ჩემპიონმა "ბორდომ" ქრისტეშობისთვის მოპოვებული 11-ქულიანი უპირატესობა, რომ გაანიავა და საბოლოოდ ტიტული დიდიე დეშამის "მარსელს" გადაულოცა. სამხრეთელები პირველად 1992 წლის შემდეგ გაჩემპიონდნენ. შეძლებს კი "მარსელი" ტიტულის შენარჩუნებას მორიგ სეზონში, რომელიც დღეს, ჩვენი დროით საღამოს 11 საათზე იწყება ერთდროულად საფრანგეთის 9 ქალაქში? მწვრთნელი დიდიე დეშამი მიიჩნევს, რომ ტიტულის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მოპოვება, მართებულადაც. პირველ დღეს ჩემპიონი ლიგა 1-ში დაბრუნებულ "კაენს" გამოცდის.

"მარსელისა" და ლიგა 1-ის ბომბარდირი მამადუ ნიანგი მიიჩნევს, რომ ჩემპიონი წლეულს უფრო ძლიერი იქნება, რადგან გუნდში უკვე ალღო აუღეს არგენტინელი პლეიმეიქერის, ლუჩო გონსალესის თამაშის სტილს (ლუჩო, როგორც წესი, ბურთთან ერთი შეხებით ახერხებს საჭირო პასის გაკეთებას): "გუნდი უკეთესია წლეულს. მაგალითისთვის, მე და ლუჩო უკეთ ვუგებთ ერთმანეთს, ერთმანეთის თამაშის სტილს შევეგუეთ. სტაბილურობა ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს, ლუჩო კი გაცილებით უკეთ დაეხმარება გუნდს, ვიდრე შარშან", - აცხადებს "მარსელის" კაპიტანი.

"მარსელის" საბოლოო სახე, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი დღეს იწყება, არ ჩამოყალიბებულა, მაგალითად დეშამი არ მალავს, რომ "ბორდოდან" ალუ დიარას ყიდვა სურს და კიდევ ერთი მაღალი დონის თავდამსხმელის, თუმცა სამხრეთელთა თავკაცი იქვე აკონკროტებს, რომ უშველებელ თანხას გუნდი არ გადაიხდის. "მარსელს" "არლიდან" (სადაც იჯარით თამაშობდა) 20 წლის განელი ანდრე აეუ დაუბრუნდა, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ, აბედი პელეს ვაჟმა მუნდიალზეც კარგად წარმოაჩინა თავი. სეზონის დასაწყისში ჩემპიონს დაცვაში გაუჭირდება, რადგან ტრავმის გამო საწყის თამაშებს სულეიმან დიავარა გამოტოვებს.

პირველი ტურის წინ კონკრეტულ მატჩებზე საუბარი ძნელია. ბუნებრივია, დიდ ინტერესს იწვევს პარიზული შეხვედრა "პარი სენ ჟერმენსა" და "სენტ ეტიენს" შორის, "ლიონის" დაპირისპირება "მონაკოსთან" და გასული სეზონის ორი ყოჩაღი გუნდის, "რენისა" და "ლილის" თამაში.

ტურის წინათქმას ჩვენც პირველობის სავარაუდო ლიდერთა ძალზე ზოგადი მიმოხილვა ვარჩიეთ.

"მარსელი": ლიდერი - ლუჩო გონსალესი; მოუმატებს - ანდრე აეუ; სისუსტე - მამადუ ნიანგს აკლია შეტევაში კარგი პარტნიორი, ბრანდაო აშკარად ვერ "ქაჩავს". სავარაუდოდ - ჩემპიონი.

"ლიონი: ლიდერი - ლისანდრო ლოპესი; მოუმატებს - მაქსიმ გონალონსი; სისუსტე - ნახევარდაცვის ხაზი, მით უფრო რომ ტულალანი დაცვაში დაიხევს; სავარაუდოდ - მე-2 ადგილი.

"რენი": ლიდერი - ასამოა გიანი; მოუმატებს - სილვენ მარვო; სისუსტე - გამოუცდელი დაცვის ხაზი; სავარაუდოდ - მე-3 ადგილი.

"ბორდო": ლიდერი - იოან გურკუფი; მოუმატებს - გრეგორი სერტიჩი; სისუსტე - შამახის წასვლით შეტევა ძალიან დასუსტდა; სავარაუდოდ - მე-4 ადგილი.

"ლილი": ლიდერი - ედენ ჰაზარდი; მოუმატებს - იოან კაბაიე; სისუსტე - "მოკლე სკამი"; სავარაუდოდ - მე-5 ადგილი.

გასული სეზონის საბოლოო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. მარსელი 38 23 9 6 69-36 78

2. ლიონი 38 20 12 6 64-38 72

3. ოსერი 38 20 11 7 42-29 71

4. ლილი 38 21 7 10 72-40 70

5. მონპელიე 38 20 9 9 50-40 69

6. ბორდო 38 19 7 12 58-40 64

7. ლორიანი 38 16 10 12 54-42 58

8. მონაკო 38 15 10 13 39-45 55

9. რენი 38 14 11 13 52-41 53

10. ვალანსიენი 38 14 10 14 50-50 52

11. ლანსი 38 12 12 14 40-44 48

12. ნანსი 38 13 9 16 46-53 48

13. პსჟ 38 12 11 15 50-46 47

14. ტულუზი 38 12 11 15 36-36 47

15. ნიცა 38 11 11 16 41-57 44

16. სოშო 38 11 8 19 28-52 41

17. სენტ ეტიენი 38 10 10 18 27-45 40

18. ლე მანი 38 8 8 22 36-59 32

19. ბულონი 38 7 10 21 31-62 31

20. გრენობლი 38 5 8 25 31-61 23

დღეს

ოსერი-ლორიანი 23:00

ლანსი-ნანსი 23:00

ლიონი-მონაკო 23:00

მარსელი-კაენი 23:00

ნიცა-ვალანსიენი 23:00

პსჟ-სენტ ეტიენი 23:00

რენი-ლილი 23:00

სოშო-არლი 23:00

ტულუზი-ბრესტი 23:00

ხვალ

მონპელიე-ბორდო 23:00

ლელო

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა