მოსკოვის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა იგორ კოლივანოვმა, რომელიც "ფოჯასა" და "ბოლონიაში" თამაშობდა, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" მომავალ ტრანსფერზე ისაუბრა.

"გასაგებია, ხვიჩა ბათუმის "დინამოში" იმიტომ გადავიდა, რომ იქიდან ევროპაში გაემგზავროს. გეგმები, ალბათ, ჰქონდა, ეს ხომ ორ დღეში არ წყდება. "ნაპოლი" მისთვის ძალიან საინტერესო ვარიანტია. ეს შესაძლებლობაა ბევრს დაუმტკიცოს, რომ იტალიის ჩემპიონატში სათამაშოდ მზადაა. მე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს, მისი ამბავი მახარებს. შეუძლია ჩემპიონობის პრეტენდენტ გუნდში გადავიდეს. მისთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

თუ გავიხსენებთ, წინადადება იმ წლის ბოლოს ჰქონდა. თუ ფეხბურთელები სადმე გაიელვებენ, მათ სხვა დონეზე გადასვლა სურთ. ხვიჩა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ევროპაში წასვლაზე ოცნებობდა. "რუბინში" მან თავი საუკეთესო მხრივ წარმოაჩინა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. შესაძლოა, ამიტომ შეეცვალა ხასიათი, არ გამოუვიდა გამგზავრება ან კიდევ რაღაც. ახლა ასეთი სიტუაციაა და ამით ისარგებლა.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", ჩემს აზრს გულახდილად გეტყვით - მე არ დავრჩებოდი. იქ სასაცილო ჩემპიონატია. თავის ჩემპიონატში ყველას მთრეველი იქნება, შემდეგ რა? გამოვა, როგორც პსჟ-ში. რამდენი ხანია ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდათ? ვერაფრით ახერხებენ. საფრანგეთის ჩემპიონატში წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. გადიან ჩემპიონთა ლიგაზე და არაფერი გამოსდით, ვინაიდან იქ სხვა განწყობაა, სხვა სისწრაფეები და გუნდები იბრძვიან.

დარჩება ხვიჩა ბათუმში, დაიკავებენ პირველ ადგილს და რა? იქ სხვა სისწრაფეებია, ისინი ფიზიკურად ვერ დაასწრებენ. მე ამას ყოველთვის ვეუბნები ჩემს რუს ფეხბურთელებს. ამიტომ, დაე, ხვიჩა წავიდეს და თავისი დაამტკიცოს. ადვილი არ იქნება, იქ ხომ სუსტი ფეხბურთელები არ არიან", - ციტირებს კოლივანოვს "ჩემპიონატი".

გიო ს
არა არ მწყინს და არც ვბრაზდები, არასწორად გაიგეთ. რეალურად ჩვენზე უკეთ არავინ იცის ჩვენი ჩემპიონატის დონე და ცოტა სასაცილოა, როცა ამას იმ ჩამორჩენილი ქვეყნიდან მიგითითებენ, ვინც ბევრით არაფრით გჯობია. მაგათი ნათამაშები ფეხბურთი სად ვნახეთ აბა? მარტო ფული და პირობები ხომ არაა? ჩვენი ჩემპიონატის დონე რომ ასაწევია და ძირფესვიანად არის ყველაფერი შესაცვლელი მაგაზე ვინ დაობს. ასე თითო კაცი თუ გამოგვერევა და მიათრევს ნაკრებს ინდივიდუალური გარღვევების ხარჯზე თორე ისე სადაც ვართ კი ვხედავთ.
ბექა
თქვენ ჩემპიონატს მიხედეთ!!
Gio
მართალი ხარ , სასაცილოც არ ითქმის ჩვენს ჩემპიონატზე სატირალი უფრო შესაბამისი სიტყვაა . უცხოს მიერ კრიტიკა კი არ უნდა გვაღიზიანებდეს სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში , რეალობა კი ის არის , რაზეც ქეცბაიამ ილაპარაკა რამდენიმე წლის წინ , რომ საქართველოს ჩემპიონატში 3 კმ არ დარბის მითამაშე საშუალოდ .

შეიძლება მაღალი დონის ჩემპიონატი არ არის მაგრამ სასაცილო ნამდვილად არ ეთქმის. ყველაფერი განვითარდება თანდათან. ნიჭიერი ბავშვები მოდიან. ამათმა ვის უნდა დასცინონ.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ქართველების შანსი ნულის ტოლია" - ნეპომნიაშის ახსოვს პროგნოზი თუ - Не помнит?
გაქაჩავს თუ არა ხვიჩა "ნაპოლიში"? - კაპელოს, ვაისის, სიომინის და სხვა სპეციალისტების ვარაუდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
მოიპოვებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს" - რუსეთში აზრთა სხვადასხვაობაა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან