ხვალ, 7 ივლისს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩში "დინამო" სტუმრად "მილსამის" შეხვდება
ხვალ, 7 ივლისს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩია - თბილისის "დინამო" სტუმრად მოლდოვურ "მილსამის" შეხვდება.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა, ერთი კვირის წინ თბილისში რომ ჩატარდა, დინამოელთა გამარჯვებით (2:0) დამთავრდა. აქედან გამომდინარე, ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ იმაზე, რომ მეტოქესთან შედარებით "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსები აქვს.

ამ ერთი კვირის განმავლობაში, "დინამო" განმეორებითი მატჩისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადებოდა; სამწუხაროდ, "დინამოს" ესპანელ მწვრთნელს, ალექს გარსიას მოლდოვაში ოპტიმალური შემადგენლობა ვერ მიჰყავს: 26 წლის ლევან ხმალაძე კვლავაც დისკვალიფიცირებულია, ხოლო 30 წლის ხისკოს, 26 წლის იაგუესა და 23 წლის კოტოს განაცხადში შეყვანა მხოლოდ მეორე ეტაპიდან იქნება შესაძლებელი.

ალექს გარისიამ მოლდოვაში 18 ფეხბურთელი წაიყვანა: მეკარეები - გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე; მცველები - გულვერდ თომაშვილი, დავით ოდიკაძე, ლევან კაკუბავა, გიორგი რეხვიაშვილი, ირჟი ჰომოლა; ნახევარმცველები - ალექსანდრე კოშკაძე, ჯაბა ჯიღაური, ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი ლექვთაძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი თექთურმანიძე, გოგა ბერაია; თავდამსხმელები - ვახტანგ ფანცხავა, რობერტინიო, ლადო ახალაია, გიორგი კახელიშვილი.

დინამოელები მოლდოვაში დღეს, 6 ივლისს დილით, ჩარტერული რეისით უნდა გაფრენილიყვნენ; გუნდი კიშინიოვში დაბინავდება და დღესვე, იქაური დროით 18 საათზე (ჩვენი დროით - 19 საათზე) მოლდოვის დედაქალაქიდან 48 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ ორხეის სტადიონზე ივარჯიშებს. შეგახსენებთ, რომ "მილსამისა" და "დინამოს" განმეორებითი მატჩი ორხეის "კოპლექსულ სპორტივ რაიონალ"-ის სტადიონზე (ტევადობა - 2539) 7 ივლისს, ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

boris
ვუსურვებ დინამოელებს წარმატებას!
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა