ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ბოლო დროს გულშემატკივრების მთავარი უკმაყოფილება იმას უკავშირდებოდა, რომ მან "რუბინი" რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში არ დატოვა. ახლა ეს ნაბიჯი იმაზე კარგადაა გადადგმული (ყაზანელებთან ხელშეკრულება გაწყდა და არა შეჩერდა), ვიდრე ველოდით, თუმცა ხვიჩას ბევრი მაინც "არ ასვენებს". ამის გაგება სოციალური ქსელებიდან მარტივია და ტრიბუნებიდანაც იგრძნობოდა.

ზოგიერთს, ალბათ, ჰგონია, რომ სხვის ცუდზე მითითებით თავად კარგი გახდება. ხვიჩა კვარაცხელიას ქართველი გულშემატკივრებისთვის სიხარულის გარდა არაფერი მოუნიჭებია, თუმცა მას მაინც ბევრი უარყოფითის მოსმენა თუ დამუნათება უწევს. ის იმ ტიპაჟს ჰგავს, ყოველივე ეს უარყოფითად რომ არ მოქმედებს, თუმცა "კვარაც" ჩვეულებრივი, თავმდაბალი ადამიანია და შეუძლებელია, შინაგანად გარკვეული უსიამოვნება არ ჰქონდეს, ჩვენ კი საკუთარ ტალანტს რამდენად ვუფრთხილდებით?

ხვიჩა ერთ კომპონენტში პოპულარული ქართული სერიალის, "ცხელი ძაღლის" მთავარ მოქმედ გმირს, ბიძინა თაბაგარს გვაგონებს, რომელიც საკუთარ საქმეზე ისეა შეყვარებული, მის ირგვლივ საუბრებს, პრობლემებს, გაურკვევლობასა თუ ჩასაფრებულ ადამიანებს ყურს არ უგდებს. კი, ბევრჯერ გაბრაზდა, ხასიათი გაუფუჭდა, თითქოს ფარ-ხმლის დაყრაზეც იფიქრა, მაგრამ შემდეგ უფრო დიდი ძალითა და ენერგიით განაგრძო. კვარაცხელიამ იცის, რომ მას დიდი მომავალი აქვს და ყველაფერი მის ხელთაა.

"კვარა" საქართველოში დაბრუნდა და ზაფხულში მას კარგ ევროპულ კლუბში ველით. მანამდე, მთავარია, მან ეს დრო ტრავმისა და დაძაბულობის გარეშე გაიაროს, მაქსიმალურად კარგ ფორმასა და კონდიციებში იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ სატრანსფერო პერიოდსა თუ ევროტურნირებამდე (სადაც შესაძლოა, ხვიჩა ბათუმის "დინამოს" დაეხმაროს) საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი 4 შეხვედრა აქვს. საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ დიდი ალბათობით, ის ჩვენთვის კვლავ ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზაა.

ხვიჩას ეროვნულ ლიგაში ჯერ შედეგიანი მოქმედებები არ აქვს, თუმცა ის გუნდურ ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობს და მაღალ კლასს ავლენს. ირგვლიც მაინც ბევრი ჩასაფრებული ადამიანია - ვიღაცას "აღარ აინტერესებს" მისი ამბები, რადგან დემარში ვერ იხილა; ზოგიერთი, ჩვენი ჩენპიონატის დონიდან გამომდინარე, მის თამაშს განსაკუთრებულად მაინც არ მიიჩნევს. გამოდის, რომ "კვარას" მაქსიმალურად ვძაბავთ, მიზეზი კი ნაკლებად გვაქვს...

ახლა ყურადღება ტრიბუნებიდან უარყოფითმა შეძახილებმაც მიიქცია. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისა თუ გულშემატკივრებისთვის კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში დამატებითი მოტივაციაა და მათგან დათმობას არავინ ელის, მაგრამ აგრესიაში გადაზრდა მიუღებელია. აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველი არბიტრები ბარათების გამოყენებას, გარკვეულწილად, ერიდებიან და ამას თავი შემდეგ ევროტურნირებზეც გამოუჩენია, როცა გაფრთხილება-გაძევებების გამო ქართულ კლუბებს პრობლემები შეექმნათ.

ხვიჩას შეუძლია ყველაფერზე მაღლა დადგეს, ეს პერიოდი წარმატებით გადალახოს და შემდეგ ტოპ-ლიგასა და უფრო მეტზე იფიქროს...

ზიმა
100% - მაგრამ ვერც ის ერთი კაცი ყავთ კარგად და ასკდებათ ნერვები ხან ვის აყოლებენ პრიკუბში და ხან ვის - თუმცა ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის
მინდია
არავის საქმეში არ ვერევი მეო, თქვა ხვიაჩამ, ახლა ვის გავს? ნაპოლის მწვრთნელმა უთხრა, შენი სახელი მოვქარგე-ხ.ვ.ი.ჩ.ც -ახლა ვის გავს? რუბონში ყოფნა-არყოფნა საკითხავი აი ეს არისო, კიდევ ვის გავს?
საქართველო
წყალტუბოს კონკრეტულად ეგ გულშემატკივარი,ზუსტად იმ დეზინფორმაციაული არხების და ვითომ პატრიოტი ჟურნალისტების საინფორმაციო ომის მსხვერპლია, სამწუხაროდ ჩვენთან ფაქტობრივად არ არსებობს დამოუკიდებელი მედია,რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს
ბიძო თაბაგარი
არ ვვარგივართ ძმაო არაა ! აი საკუთარი ხელებითა ვანგრევთ ქვეყანაას (ფეხბურთს) ! კაჭრეთტანა ერთი სოფელია კამეჩაანთკარო ყაყიტაშვილები ცხოვროვენ იქა... თუმცა ეგ რა შუაშიაა ქათამაძეეე მოდი ერთი ზოგ ზოგიერთი სულგაყიდული ხვიჩას ლანძღავს და აგინებს და მიხედე ერთი შენი რკინის მუშტებით და თუ ვერ დაჭკვიანდებიან მაშინ კალდუნას და სკლინტას თავისი ჩაქუჩით დავუძახებ ან იმ ლექტორს არააბდლური გამომეტყველებით თავისი ქილერებით PP
ბიძო თაბაგარი
ჰმ ერთი მე ვგავარ ჯინა ლოლობრიჯიდას და მერე ხვიჩა მგავს მე PP
zura222
გაამს !
საქართველო
აბა , სანაია და ჟორჟოლიანი სულ იმის ფიქრში არიან რომ მოყვარეს პირში უძრახონ.ღამე არ სძინავთ კვარაცხელიაზე და ქართულ ფეხბურთზე ფიქრში
რრრ-ს
ბათუმი სამარცხვინო გუნდი რომ გახდა ვერ ამჩნევთ,მსაჯების მოსყიდვის გარეშე თამაშს ვერ იგებთ..
გიორგი
გოშია ყეფს, ქარავანი კი მიდის. ამის მეტი რა ვიცით?
მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო
კარგია რომ თაბაგარს შეადარა და არა აზდაკს ან ოტელოს.მთლად უიმედოდ არ ყოფილა საქმე.ან იმის თქმა შარშანდელი ხვიჩა ბევრად რომ ჯობდა წლევანდელს ეს შური და ბოღმაა თუ იმის სურვილი რომ უფრო მეტი ივარჯიშოს და მოუმატოს.
გივი ალექსანდროვიჩ
დამშვიდდი ერთი, თუ კაცი ხარ
ბილი კოსტაკურტა
ნუ ტი დაიოშ გივი ალექსანდროვიჩ
თერჯოლელი-ს
ასპროცენტიანი მხვიჩას მართლა ბევრი სიხარული მოუტაია ჩვენთვის ეხლა შენ კომენტარზე ვინც დისლაიკი გაკეთა ტიპი რა ბოღმაა ა კიდევ მაგაში ხელფასს იღებს
გიორგი
25% გადამეტებულია, რადგან არჩებნებზე ნახევარზე ნაკლები მიდის. 10% ჰო.
თერჯოლელი
ხვიჩა ამ შეუმდგარი ხალხის შენდამი ბოღმას ყური არ ათხოვო,იმათ ისიც ეყოფთ,რომ შურით,ბოღმით გულზე სივდებიან,რატომ არვიცი,მაგრამ ასე კი იქცევიან შეცთომით ადამიანად დაბადებულნი. ხვიჩა ერთი წუთით არ მოეშვა,შენებურად გააგრძელე შენი გზა და იცოდე შენ მთელ ერს უყვარხარ და გვერდით სრულიად საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივართა დიდი არმია გიდგას.
სოხუმელი ვეტერანი
ყველამ პირი გამოიბანეთ ვინც ხვიჩას ამუნათებთ. ჯერ მასზე მეტი გააკეთეთ და მიაღწიეთ ცხოვრებაში და მერე იყეფეთ თქვე უვარგისებო!
Dato
DZMAO XVICHA.. YURADXEBAS NU MIAKCEV MAGAT SAKCIELS MAGAT AR GAURKVEVIAT SHEN RA VITAREBA GKONDA MAGAT CHORIKNOBIS METI ARAPERI DARCHENIAT VITOM TIPEBI VITOM PATRIOTEI COLEBI GASHVEBULI YAVT EVROPASHI SAMUSHAOD DA TVITON VAJKACOBEN MERE

რა არის სიმართლე? ფეხების დალეწვას რომ მოუწოდებდა უნდა დაელეწათ თუ რას გულისხმობ? :))
Skeleton
ყველაზე მეტად იმიტომ დავაფასე, რომ არც გამოხმაურებია ამ სიბინძურეებს რაც მის ირგვლის ხდებოდა. აბსურდული ბრალდებები, სიძულვილის ენა, ცნობილი ტელვიზიებიდან თინა კანდელაკსაც შეადარეს და ირიბად ბავშვების მკვლელობაშიც დაადანაშაულეს. ამის მოთმენას ნერვები ხო ჭირდება. ზვიად კუპატაძემ აგინა ჟურნალისტებს, რასაც არ მივესალმები, მესმის ყველას არ აქვს ერთნაირი ნერვები მაგრამ მაინც. ეგ ბიჭი უფრო მეტად მაგის მერე დავაფასე, არც ერთი სიტყვა, არც ერთი ნიშნისმოგებუღ პოსტი და არანაირი საპასუხო რეაქცია არ ყოფილა მისი მხრიდან. მეგონა, რომ რაღაცას მაინც დაწერდა მაგრამ არ მისცა საბაბი კიდე უფრო მეტად ეფრქვიათ თავიანთი ბოღმა. ნელ ნელა ყველა მიხვდა, რომ შეცდა და უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც ახლა სხვანაირად ფიქრობს და ცხელ გულზე წამოსროლილ სიტყვებს ნანობს. პ.ს წყალტუბოს გულშემატკივარზე არვიცი რა ვთქვა, კარგად ვიცნობ წყალტუბოს და უმაგრესი ხალხი ცხოვრობს იქ. ვიღაცა დეგენერატი ყველგა გამოერევა, ვიცი, რომ იმას სათანადო პასუხს გასცემდნენ წყალტუბოელები. ხვიჩას უდიდეს წარმატებას, მოთმინებას და ჰეითერებზე არ აყოლას ვუსურვებ. ძალიან კარგად ჩააბარა ეგ გამოცდა და არამგონია ჩაიჭრას მომავალშიც.
ვოოტ
ხვიჩიას არასდროს დაუზოგავად თავი ნაკრებში თამაშისას, მაშინ როდესაც ბევრს აშკარად ეტყობა, რომ ფეხებს უფრთხილდება და კლუბში სათანადო ფორმაში დაბრუნებაზე და ძირითადში ადგილზე უფრო მეტს ფიქრობს... პირადად ჩემთვის, ყველაფერი დანარჩენი ბელეტრისტიკაა...
1234
ვინც ხვიჩას უდიერად მოიხსენიებდა ის გულშემატკივარი კი არ არის, არის ჩვეულებრივი ნახირი (ერთი საქონელი კი არა, საქონელთა მთელი ჯოგი) ამ ხალხს არც ფეხბურთის განვითარება უნდათ საქართველოში არც ქვეყნის სიკეთე, ესენი აზროვნებენ და საზრდოობენ სანაიას, მშვილდაძის, გრიგოლას და ძმათა და დათა მათთა იდეებით. კვარაცხელია თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს და ბევრს მიაღწევს, თქვენ რა გეშველებათ ბელადი რომ გყავთ გამოკეტილი, საკითხავი აი ესაა. ისე ძალიან მიკვირს ის ქვეყანა სადაც მოსახლეობის დაახლოებით 25 პროცენტი იმას რომ ფიქრობს ერთი კაცი ყავდეს კარგად და თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ძალიან მიკვირს მაინც მყარად რომ დგას ფეხზე. ალბათ უფლის წყალობაა.
რრრ-ს
რაც დაუძახეს ყველაფერი სიმართლეა,ისე ბათუმი ფარჩაკი გუნდია მსაჯები სრულად ეხმარებიან
პერჩიკა ელექტრიკოსი
ავტორი ხომ არ იძახის რომ თაბაგარია, ის იძახის გავს
რრრ
თავად წყალტუბოელები უნდა გაუსწორდეს, იმ ავყია ვაი გულშემატკივარს.
ii
ერთი კვარაცხელიაა მაიორი თაბაგარი და მეორე შენ ჯინა ლოლობრიჯიდა.
თაბაგარიო
ავტორს ცხელი ძაღლი ევასება მაგრად როოგრც ჩანს )) თაბაგარიო ))

100% ით ვეთანხმები სტატიის ავტორს!
sellforRICHS
ეჰ ჩემი თაბაგარი
ჩეტო
ხვიჩა არის ქართული ფეხბურთის მარგალიტი და ხელის შეშლის ნაცვლად ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ. კარგი იქნება თუ ბათუმის მოწინააღმდეგე გუნდების ფანებიც დააფასებენ და გაამხნევებენ, არ გვაქვს ფუფუნება ბევრი ეგეთი ვარსკვლავი დარბოდეს ქართულ სტადიონებზე და დავტკბეთ გულშემატკივარიც ეს 6 თვე და ბიჭსაც მხნეობა და სტიმული მივცეთ; გზა დავულოცოთ და ვარსკვლავურად ევლოს ევროპაშიც და სადაც გაუხარდება ყველგან - გენაცვალე ხვიჩა, შენმა თაობამ (აქვე არანაკლებ მოვეფერები ჩაკვეს, ოქრის, ლობჟანას, კიტეს, წიტას, კაშიას და ყველას) უნდა დააბრუნოთ იმედი, რომ ოდესმე ისევ გვეღირსება გუნდი, რომლესაც უგულშემატკივრებ და წინასწარ განწირული არავისთან იქნება - ამის პირველი ნაბიჯი ესპანეთის, ბერძნების და შვედების კარში შეყრილი შედევრები იყო, წინ ბევრი გამარჯვებაა!!!
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. "კვარა" გადარჩა, ჰაკიმი - ვერა
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
"ენრიკე ამაზე საუბრობს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს" - ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას სათამაშო პოზიციით აღშფოთებულია
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ