რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრას, პორტუგალიურ "ლუზიტანუშსა" და "თელავივ ჰითს" შორს, ქართული სამსაჯო ბრიგადა განსჯის.

თამაში 16 აპრილს, პორტუგალიაში გაიმართება და მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იქნება. მას კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე და სოსო ჯაფარიძე დაეხმარებიან.

„სასიხარულოა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის განსჯა ქართულ სამსაჯო ბრიგადას გვანდეს. "ლუზიტანუში" და "თელავივ ჰითი" ამ ტურნირზე ორი ყველაზე სწრაფი, ტექნიკურად დახვეწილი გუნდია და ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველის“ – ამბობს 28 წლის თევზაძე.

საკლუბო დონეზე, ცენტრალური მსაჯის რანგში, შოთასთვის ეს ყველაზე ტიტულოვანი თამაშია. აქამდე მას ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ თასზე გვერდით მსაჯად უმუშავია და იმედოვნებს, რომ პორტუგალიაში კარგი პერფორმანსით, მომავალ სეზონში ევროპის პროფესიულ საკლუბო ტურნირებშიც მიიღებს დანიშვნას:

„რაგბი ევროპა მსგავსი სირთულის სანაკრებო თამაშებს არასდროს მარიდებდა და სავარაუდოდ, დანიშვნას ფინალურ მატჩზე მივიღებდი, მაგრამ დიდი ალბათობით, იქ ქართული გუნდი (შავი ლომი) ითამაშებს და ამიტომ, ჩვენ ნახევარფინალს ვიმსაჯებთ. ჩემი მიზანია, რომ მომავალ სეზონში დანიშვნა ჩელენჯ თასზე მივიღო და აქ ჩატარებული ყველა მნიშვნელოვანი თამაში სწორედ ამის საწინდარია“.

პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ რაგბი და ამ შემთხვევაში შოთა თევზაძე განვითარების ჩვეულ გზას დაუბრუნდა. წელს მან 20-წლამდელთა ექვს ერზე უელსისა და საფრანგეთის მატჩი იმსაჯა (ირლანდია-შოტლანდიაზე გვერდითი მსაჯი იყო), უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ახალი, მაღალი დონის დანიშვნების მოლოდინშია:

„ყოველი ასეთი დანიშვნა პლაცდარმია უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად. პანდემიამ ხელი შემიშალა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ დიდი მიზნებისკენ. დარწმუნებული ვარ, ამ თამაშს კარგად გავართმევთ თავს და მომავალი სეზონიდან, ჩემი სახელით, ქართულ რაგბის და სამსაჯო კორპუსს არაერთხელ ვასახელებ“.

"ლუზიტანუშსა" და "თელავივს" შორის გამარჯვებული რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში "შავ ლომსა" და ესპანურ "იბერიანზს" შორის უკეთესს შეხვდება. "შავი ლომი" ნახევარფინალურ შეხვედრას 17 აპრილს, 18 საათზე, „ავჭალაზე“ გამართავს, ფინალი კი 8 მაისსაა ჩანიშნული. მისი ჩატარების ადგილი ნახევარფინალური შეხვედრების შედეგზეა დამოკიდებული.

rugby.ge

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა