საბა აბულაშვილი მესამე ქართველი რეფერია, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩს განსჯის.

აქამდე ტურნირზე ქართველი რეფერებიდან ცენტრალურ მსაჯად მხოლოდ ნიკა ამაშუკელს და შოთა თევზაძეს უმუშავიათ, აბულაშვილი კი, სხვა ქართველ მსაჯებთან ერთად, მათ კიდეებიდან ეხმარებოდა. პარალელურად, მან ცენტრალური მსაჯის პოზიციაზე გაიარა რაგბი ევროპის ალაფისა და სუპერთასის ეტაპები, ასევე, გვერდითი მსაჯი იყო 2022 წლის 20-წლამდელთა "ექვს ერში", ახლა კი ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.

საბა 4 თებერვალს წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩს იმსაჯებს, რომელშიც რუმინეთი პოლონეთს მასპინძლობს. მას კიდეებიდან იოსებ ჯაფარიძე და შოთა ცაგარეიშვილი დაეხმარებიან.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოედნის მსაჯად დანიშვნა განვითარების მორიგი ეტაპია. რაგბი ევროპის ეგიდით, ეს უმაღლესი დონის ტურნირია და მოხარული ვარ, თავის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენის შესაძლებლობა რომ მომეცა. აქ უფრო მეტი თვალი გიყურებს, როგორც გულშემატკივრის, ასევე სპეციალისტის და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, უფრო მაღალი დონის დანიშვნები იქნება, რაც თითოეული ჩვენგანის მოტივაციას ამაღლებს“.

„ნიკამ და შოთამ ქართული სამსაჯო სკოლის თამასა ძალიან მაღლა ასწიეს და ვალდებული ვარ, ეს თამასა შევინარჩუნო. მიუხედავად იმისა, რომ დიდ 10-ში შესვენებაა, მომავალი თამაშისთვის აქტიურად ვემზადებოდით და ერთგვარი რეპეტიცია ამხანაგურ მატჩებში გავიარეთ“ – ამბობს აბულაშვილი, რომელსაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მატჩში ვიხილავთ.

„ბ“ ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართება და პორტუგალია რუმინეთს უმასპინძლებს. აქ მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, რომელსაც კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

rugby.ge

კაკო
წარმატებას გისურვებ!
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
10 მსაჯით ევროპაში
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი "U20 ექვს ერში"
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს