ვერა და ვერ აღიდგინა შარშანდელი ფორმა 18 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა

ვერა და ვერ აღიდგინა შარშანდელი ფორმა 18 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა (631), რომელიც არცთუ დამაკმაყოფილებელი რეიტინგის მიუხედავად, მაინც პირველი ჩოგანია საქართველოში, რადგან, ფაქტობრივად, სხვა პროფესიონალი ჩოგბურთელი ვაჟი არც გვყავს - ნიკას თებერვლის შემდეგ არ გაუღწევია თუნდაც ყველაზე დაბალი კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში. ბასილაშვილი ამერიკის ქალაქ დეკატურში იმყოფებოდა, სადაც "ფიუჩერსის" სერიის ტურნირის მერვედფინალში ადგილობრივ ურეიტინგო ჩოგბურთელს ხვდებოდა. 21 წლის ჯონი ჰამუის არასოდეს მოუწყვეტია ციდან ვარსკვლავები და დასანანია, ასეთ ჩოგბურთელს, რომ ვერ აჯობა ქართველმა - 6:2, 1:6, 3:6. აგვისტოს ბოლოს ბასილაშვილს შარშან სოჭში მოგებული ტურნირისთვის მიღებული 17 ქულა მოაკლდება, რაც მისი საერთო მონაგარის (33 ქულა) ნახევარზე მეტია. ასე რომ, მალე, შეიძლება, ერთი ქართველიც აღარ დარჩეს მსოფლიოს ვაჟ ჩოგბურთელთა ათასეულში!

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა (149) წლეულს ყველაზე ცუდად ვანკუვერში (75 ათასი დოლარი) ითამაშა. ერთეულთა თანრიგში ხომ გავარდა ყველასთვის უცნობ ჩოგბურთელთან, ვერც წყვილებში ივარგა - მეორე რაუნდში მე-2 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა და ლილია ოსტერლომ (142) "უაილდ ქარდით" მიწვეულ სრულიად უცნობ კანადელებთან (აბანდა, ბოუჩარდი) წააგეს - 3:6, 5:7.

ამ კვირაში არსად ჩანდა მაკა ჩახნაშვილი (212), რომელიც თურმე საფრანგეთში ლნა-ს საკლუბო პირველობაზე ასპარეზობდა, წარმატებითაც, მაგრამ საკლუბო გამარჯვებები ვტა-ს რეიტინგში არ ითვლება...

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა