კონიაში თურქეთის საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილე 12-მა ქართველმა დიდოსტატმა თავიანთ კლუბებს საერთო ჯამში 7,5 ქულა შესძინა
კონიაში თურქეთის საკლუბო ჩემპიონატზე გუშინ მე-9 ტურის პარტიები გათამაშდა. შეჯიბრებაში მონაწილე 12-მა ქართველმა დიდოსტატმა თავიანთ კლუბებს საერთო ჯამში 7,5 ქულა შესძინა.

სოფიკო გურამიშვილის ”ჩელიკოლმა” 5,5:4,5 აჯობა ”მერსინ ეზგი სატრანჩს” და ის გამარჯვების ქულა ქართველმა მოჭადრაკემ შესძინა გუნდებს. წარმატებას მიაღწია სოფიო გვეტაძემაც, მაგრამ ”ბურსა” მარცხისგან მაინც ვერ იხსნა. ლევან ფანცულაია და მისი ”ისეკი” კვლავაც დამაჯერებლად მიიწევენ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ.

”ბურსა”-”გაზი უნივერსიტესი” 4:6 (სოფიო გვეტაძე-ნურ გურეი 1:0), ”ვეშილკოვ სფორი”-”ბეშიქთაში” 4:6 (დავით არუთინიანი-დრაგან სოლაკი 0,5:0,5, თორნიკე სანიკიძე-უმუტ ატაკიში 0,5:0,5), ”ადანა”-”თურქ ჰავა იოლარი” 7:3 (ევგენი მიროშნიჩენკო-მერაბ გაგუნაშვილი 0,5:0,5, ნანა ძაგნიძე-სალომე მელია 0,5:0,5), ”ისტანბული”-”ტარსუს ზეკა სატრანჩი” 4:6 (პაველ ელიანოვი-მიხეილ მჭედლიშვილი 0:1, ალექსანდრ იპატოვი-ლუკა პაიჭაძე 0,5:0,5), ”ჩელიკოლი”-”მერსინ ეზგი სატრანჩი” 5,5:4,5 (სოფიკო გურამიშვილი-ადრიანა ნიკოლოვა 1:0), ”მანიშა”-”იარი კრედი სფორი” 5:5 (ანა უშენინა-ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5), ”ისეკ აქუამატჩი” -”დენიზ გენჩლიკი” 6,5:3,5 (ლევან ფანცულაია-ფარუკ კელერი 1:0).

9 ტურის შემდეგ 17 ქულით კვლავ ”ისეკ აქუამატჩი” (საერთო მონაგარი 55 ქულა) მეწინავეობს ერთპიროვნულად. მას 4-4 ქულით ჩამორჩებიან ”იარი კრედი სფორი” (55), ”ადანა” (50,5), ”გაზი უნივერსიტესი” (47). შეჯიბრების დამთავრებამდე ხუთი ტური დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა