ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის გადადებული მატჩი გაიმართა. ერთმანეთს პლეი-ოფში გასული გუნდები – “მეგა” და “ტიტები” შეხვდნენ. ეს გუნდები ცხრილში პოზიციის გასამყარებლად იბრძვიან და აღნიშნულ შეხვედრასაც ორივე მთელი მობილიზებით შეხვდა. მატჩის ბედი ძირითად დროში ვერ გაირკვა, ოვერტაიმში კი “მეგამ” იძალა და 104:95 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

მატჩი დრამატული გამოვიდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის მიერ გაწვრთნილმა "მეგამ" ანგარიში ძირითადი დროის საფინალო სირენის თანხლებით გაათანაბრა. ტაირელ კორბინმა ბურთი დაახლოებით 8 მეტრის სიშორიდან ისროლა და სანამ გამათანაბრებელი სამქულიანი ჩავარდებოდა, საფინალო სირენა გაისმა – 87:87. არადა, "ტიტების" კალათბურთელებს ჯარიმის აღება უნდოდათ, რათა კორბინის 2 ჯარიმა ესროლა, მაგრამ ვერ მოასწრეს.

შეიძლება ითქვას, რომ "მეგამ" ეს თამაში ორჯერ მოიგო. ჩერქეზიშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი ბოლო პერიოდამდე იგებდა. მეორე პერიოდში მისი უპირატესობა 16 ქულამდეც გაიზარდა, თუმცა ბესო ლეჟავას მიერ გაწვრთნილმა "ტიტებმა" გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოახერხა დაწინაურება და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ეს, უპირველესად, ამერიკელი ლეგიონერების და აკაკი ლომოურის დამსახურებაა. ჯავიონ ოგუნიემი ფარქვეშ დომინირებდა, ხოლო ისააკ ასრატი და კრისტოფერ პარკერი პერიმეტრიდან და სწრაფი გარღვევებით იხვეჭდნენ ქულებს და ძირითადი დროის ბოლო წუთებზე "ტიტები" 4 ქულით გალიდერდა.

"მეგამ" მოახერხა თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან თამაშის გადარჩენა და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა, რის შემდეგაც დენგი აკუთისა და დემონტე ფლანიგანის ქულებით შეხვედრა იოლად მოიგო. სწორედ ფლანიგანი გახდა გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი, რომელმაც 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება დააგროვა. 21 ქულა მიითვალა ოთარ ბულიავამ, დენგი აკუთის ანგარიშზე კი 18 ქულა, 9 მოხსნა და 5 დაფარებაა. "ტიტებში" 27 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ჯავიონ ოგუნიემი. 23 ქულა და 11 პასი ასრატმა მიითვალა, კრის პარკერის ანგარიშზე კი 19 ქულა და 6 პასი დაგროვდა.

სუპერლიგის მორიგი მატჩები დღეს, 20 აპრილს, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება.

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს