საკალათბურთო კლუბი “კავკასია” სუპერლიგის ახალი წევრია. ბექა წივწივაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა “ა” ლიგა მოიგო და საქართველოს უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. კავკასიელებმა ფინალური სერიის მე-4 შეხვედრა ძალიან დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით – 77:76 (სტატისტიკა) მოუგეს “ასტრალს” და სერიაში 3:1 გაიმარჯვეს. არადა, ფინალური სერია ვატო თევზაძის მიერ გაწვრთნილი “ასტრალის” გამარჯვებით დაიწყო, რის შემდეგაც კავკასიელებმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგეს და სუპერლიგის 2022-2023 წლების სეზონში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მატჩი ისეთი დაძაბული გამოდგა, რომლის ანალოგიც მიმდინარე სეზონში ნამდვილად არ ყოფილა და წარსულშიც ძნელია ასეთი დრამატიზმით სავსე შეხვედრა გავიხსენოთ. შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე "კავკასია" 3 ქულით იგებდა, როცა ჯორდან გრანტი საჯარიმოს ხაზზე დადგა და 1 ბურთი ჩააგდო – 66:62. "ასტრალის" ლეგიონერმა ევან ჰინსონმა ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წამით ადრე სამქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. ასტრალელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და მაიკ ბალოგანმა ორივე საჯარიმო ჩააგდო – 68:65. დარჩენილ 5 წამში "ასტრალის" მოთამაშეებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს და მიქაელ უგრეხელიძემ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც “ასტრალი” უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა ამან საქმეს არ უშველა. ქულა-ქულაში მიმდინარე ოვერტაიმის ბოლო წამებზეც ფრე იყო, როცა ჯორდან გრანტმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და "კავკასია" 77:76 დააწინაურა. ისევ ჰინსონმა მოიხელთა ბურთი, მაგრამ გამარჯვების სროლა ააცილა და გამარჯვებასთან ერთად სუპერლიგის საგზურიც კავკასიელებს დარჩათ.

მატჩის შემდეგ გაიმართა “ა” ლიგის გამარჯვებულთა დაჯილდოება. სპეციალური, სამახსოვრო მედალიონები კავკასიის გუნდის წევრებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა. მანვე "კავკასიის" გუნდის კაპიტანს, გიორგი რუხაძეს, სუპერლიგის სიმბოლური საგზური, გამარჯვებულისთვის განკუთვნილი საჩემპიონო დაფა გადასცა.

“ასტრალს” სუპერლიგაში გადასვლის შანსი დარჩა: საკვალიფიკაციო სერია, რომელიც 26 აპრილს დაიწყება, “ა” ლიგის ფინალში წაგებული გუნდი სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილზე გასულ “კაკტუსს” დაუპირისპირდება. სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება და გამარჯვებული 2022-23 წლების სეზონის სუპერლიგაში იასპარეზებს.

GBF

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს