ვინაიდან ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილია, მის თამაშს ბათუმის "დინამოში" ყურადღებით აკვირდებიან. ხვიჩას ქუთაისის "ტორპედოსთან" გატანილ ლამაზ გოლს იტალიური მედია გამოეხმაურა.

Ilmattino: "კვარაცხელიას კიდევ ერთი შოუ ბათუმში: სამი გოლი და მაგია, რომელსაც "ნაპოლიში" ელიან. ნეაპოლში ჩამოსვლის წინ სამი გოლი გაიტანა. ქართველი მნიშვნელოვან წუთებს აგროვებს, რათა სეზონის ბოლო ნაწილი არ გაუცდეს. ძალიან საინტერესო შეხვედრების სერია ჩაატარა, გუშინაც გაიტანა და მაშინვე "ნაპოლის" გულშემატკივართა ყურადღება მიიპყრო, რომლებიც მზად არიან ზაფხულში მიესალმონ".

Eurosport: "ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფანების გულებს იპყრობს. კიდევ ერთი მარგალიტი "ნაპოლის" ორბიტაზე მყოფი მოთამაშისგან, რომელმაც მომავალ სეზონში სასტარტოში ლორენცო ინსინიე უნდა შეცვალოს. ქუთაისში "ტორპედოსთან" ულამაზესი გოლი გაიტანა".

Spazionapoli: "ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა ორბიტაზე ახალი სახელია. 21 წლის ქართველი თავდამსხმელი დიდი ალბათობით ახალ სეზონში კრისტიანო ჯუნტოლის (კლუბის სპორტული დირექტორი) პირველი შენაძენი გახდება. ომის გამო ის "რუბინიდან" სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის "დინამოში" შესანიშნავად ასპარეზობს. უკვე სამი გოლი გაიტანა - ბოლო ქუთაისის "ტორპედოთან". მან საბოლოო ანგარიში (3:0) დიდებული გოლით დააფიქსირა და ძალიან მოგვაგონებს ინსინიეს, რომელიც "ნაპოლიში" უნდა შეცვალოს".

გიო.
დღეს ბოლნისის სტადიონი რომ ბოლომდე გაივსება(სიონს არ აკლია გულშემატკივარი),ხვიჩას დიდი დამსახურება იქნება...
რა მაფიაა?
რა თქმა უნდა... მე არ ვიყავი რომელიმეს გულშემაგკივარი, დინამო თბილისიც და ყველა ქართვულ გუნდ ვგულშემატკივრობდი, ეხლა ბათუმის თამაშებს სადაც მივწვდები დავესწრები ხოლმე და ეს კარგი ქართველი ფეხბურთელების ეროვნულ ლიგაში ჩამოსვლები ყურებადს გახდი ბევრად და სტადიონები სხვაგანაც გაივსება

მადლობა გამოხმაურებისთვის. არავის ჭკუის სწავლებაზე არ მიფიქრია, თქვენ უფრო მასწავლით ჭკუას, როგორ გამოვხატო ჩემი აზრი. ვინც აქამდე დადიოდა რათქმაუნდა დიდი პატივისცემა მას, უბრალოდ კვარას ფაქტორი ვიღაცეებს რატომ აწუხებთ ვერ ვხვდები. არაფერია გასატეხი იმაში, რომ მისი თამაშის სანახავად ხალხი მივიდა :)) წავა ზაფხულში და დაისვენებენ. ზოგადად ქართველებს უჭირთ გამორჩეულების ატანა.
Zulli Montero
რაო აღარ გადადის ნაპოლიში ???
შავი კაცი
!! იცი რა ჩემო მეგობარო ისეც დავდიოდი და ეს სასიხარულოა რომ კვარამ დააბრუნა ბევრი მოედანზე და ფორმატი შეცვალე მოწედება ჯობია..აი მაგალითად კვარამ ქომაგიები დააბრუნა მოედანზე,ქომაგებმა კი ფეხბურთი სტადიონზე!! ასე აჯობებს თან არავის არ ასწავლი ამით ჭკუას უბრქლოდ გამოხატავ შენს აზრს უფრო ლამაზად თქმაც შეიძლება..ერთი ლაიქი ჩემსგან:*

ბევრი მოსაზრება მოვისმინე, თითქოს უტყდებათ კვარაცხელიას გამო სტადიონზე მისვლას რომ ვახსენებთ. ვერ ვხვდები რა არის გასატეხი მაგაში. სხვა დროსაც დავდიოდითო და ნუ მიაწერთ კვარაცხელიასო, ასეთი კომენტარები მოვისმინე ბათუმლებისგანაც და ქუთაისლებისგანაც. გასაგებია ვინც დადიოდა კარგია, მაგრამ ხო ყველა ვხედავთ რომ გაიზარდა რიცხვი? რატომ უნდა დავმალოთ ეგ? ცოცხალი მაგალითი ვარ პირადად და საერთოდ არ მიტყდება ვინმე კონკრეტული ფეხბურთელის გამო სტადიონზე მისვლა. უამრავი იყო ჩემს ირგვლივ ასეთი. მერე რა? შეთავაზონ სხვებმაც მაყურებელს მსგავსი ლამაზი თამაში და იმათ გამოც წავალ. არავინ არავის აკნინებს ამის ფონზე, ნუ გიტყდებათ, თუ ვინმე კვარაცხელიას გამო მივიდა სტადიონზე და თავმოყვარეობაზე ნუ გირტყამთ ეგ. პირიქითაა ეს ყველაფერი და ძალიანაც სასიხარულოა.
Winter
გაუფრთხილდით ამ ბიჭს ყველა მომდევნო თამაშზე, ისე როგორც ქუთაისელი გულშეატკივარი ვუფრთხილდებოდით და ყოველ უხეშ შეხებაზე ვრეაგირებდით. სულ ორჯერ წააქციეს და ხალხს ისეთი რეაქცია ჰქონდა... მივიდეს ტრანსფერამდე ტრავმის გარეშე და მერე ყველაფერი კარგად იქნება. მანამდე გვატკბობს თავისი თამაშის ყურებით ყველას. საქართველოს ჩემპიონატს თუ ვინმე ყურებადს გახდიდა ვერ ვიფიქრებდი. რათქმაუნდა არის ხალხი, ვინც ყველა თამაშზე დადის და უდიდესი პატივისცემა მათ, მაგრამ სავსე სტადიონები ნაკლებად თუ ყოფილა. ძალიან კარგია ეგ, ძალიან...
შავი კაცი
კვარალდინიო!!!
ბაჩი
იქნებოდა მარგალიტი აბა რაა,თვითონაც მარგალი არის ბიჭი❤️
tngh
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
გუჯა კახაძე
გავუფრთხილდეთ ჩვენს მარგალიტებს - თითებზე ჩამოსათვლელად დაგვრჩა!
Xorxe
ეხლა საქართველოს ჩემპიონატს თუ დაუწყეს ყურება და გაიზარდა დაინტერესება კარგი იქნება. დონეც აიწევს თუნდაც იმიტომ რომ მოტივაცია გაიზრდება. ერთი ურუგვაის ან მექსიკის დონის ჩემპიონატი მოგვცა მეტი კი არ გვინდა, ლათინურ ამერიკული საფეხბურთო მოდელი წარმატებული ტალანტების ექსპორტი. მარტო მაგით ახერხებენ იმას რომ ანგარიშ-გასაწევ ძალად რჩებიან და სერიოზული ნაკრებები გამოყავთ. ბევრი ფული კი არა აქვთ. იმათ შეუძლიათ და ჩვენ არა ხო ესეიგი, "რუსული შკოლის" გარეშე გაზრდილები 1 ციცქნა ურუგვაი რუსეთს 3-1 ბურთს თავზე რო ახევს
ემიგრანტი
ინსინიეს დაგავიწყებთ კვარა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ