გიორგი შერმადინის ფანტასტიკური თამაში კატალონიური “ბარსელონას” წინააღმდეგ. ქართველმა ცენტრმა ლამის მარტო ეომა ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა პირადი სტატისტიკა ჰქონდა ისეთი, ნებისმიერი ვარსკვლავი ხელს მოაწერდა. შერმადინმა 25 წუთში 27 ქულა ჩაუგდო მასპინძელ “ბარსელონას”, მისი “ტენერიფე” კი დაძაბულ ბრძოლაში – 65:69 დამარცხდა.

ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში. შერმადინის დიდებული თამაშის წყალობით “ტენერიფე” ტოლ-სწორად ეთამაშა ცნობილ “ბარსას” და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა. ეს გახლდათ ქართველი ცენტრის შედეგიანობით მეორე საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში – შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 37 შეადგინა, ხოლო მისი საუკეთესო შედეგი “გრან კანარიასთან” დაფიქსირდა – 41.

ქართველმა ცენტრმა 27 ქულა ისე მოაგროვა, მხოლოდ 1 ბურთი ააცილა. შერმადინმა 25:21 წუთი ითამაშა და 12-დან 11 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 27 ქულასთან ერთად გიორგიმ 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ტენერიფელთაგან შერმადინის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე ბრუნო ფიტიპალდოს მხოლოდ 10 ქულა ჰქონდა (სარგებლიანობის ინდექსი 19).

აღსანიშნავია, რომ შერმადინი ბოლო 3 ტურიდან ორჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე და დიდი შანსია, ამ, 30-ე ტურის MVP-ის ტიტულიც დაიმსახუროს. აღნიშნული ტიტულის მოსაგებად, განსხვავებით მატჩის MVP-ისა, აუცილებელი პირობა არაა გამარჯვება. ანუ ტურის MVP შესაძლებელია გახდეს კალათბურთელი, რომლის გუნდიც დამარცხდა. შერმადინის შედეგს კი ამ ტურში დამხობა სავარაუდოდ არ ემუქრება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი 30-ე ტურის ყველა მატჩის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

“ტენერიფეს” 19 მოგებითა და 11 მარცხით ცხრილში მე-5 ადგილი უკავია და შემდეგ, 30 აპრილს გასამართი 31-ე ტურის მატჩში ანალოგიური შედეგის მქონე კონკურენტს, “მანრესას” ხვდება.

GBF.GE

გიო-ს
უკაცრავად.. ბავშვი 2005 წლიანია ალბათ? 206 სმ სერიოზული სიმაღლეა და უკალათბურთოდ რატომაა იქნებ გვითხრათ. ვერ ატარებთ, თუ ატარებთ და ყურადღებას არ აქცევენ? აქვს მონაცემები და იჩაგრება? და ... შერმადინს რა უნდა ექნა? მე არ ვიცი და სკოლა აქვს საკალათბურთო? თუ ?
ბაჩო
მაგარი კაცი ხარ შერმა შემოგევლე
გიო
არ დაბლოკოთ....არ ვბალეშიკობ იმიტომ რომ დაავიწყდა როგორ მოხვდა კალათბურთში და ჩემი ბავშვს არ მიაქცია ყურადღება უპატრონო რომ ვარ კლათბურთში და ბავშვი მყავს 206სმ სიმაღლის ...არ მიაქცია არანაირი ყურადღება,უმიტომ რომ არ ვიყავი მაგის ნათესავი და ბიძაშვილი ან ახლობელი.....25 წელს დაბადებული ბავშვი 206სმ სიმაღლის დარჩა კალათბურთის გარეშე ,იმიტომ რომ არ მყავს კალათბურთის სამყაროში მეგობარი,არ ვარ მილიონერი და ყველა მიხვდებით რატომაც
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში