მომავალი, 2022-23 წლების საკალათბურთო სუპერლიგაში ერთი ადგილია ვაკანტური, რომლისთვისაც რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე გასული "კაკტუსი" და "ა" ლიგის ფინალში დამარცხებული "ასტრალი" იბრძვიან. საგზურს ის გუნდი მიიღებს, რომელიც საკვალიფიკაციო სერიაში იმარჯვებს. სერია დღეს დაიწყო და ის ერთ-ერთი გუნდის 3 მოგებამდე გაგრძელდება.

სერიის პირველი შეხვედრა "კაკტუსმა" მოიგო და სუპერლიგაში დასარჩენად პირველი ნაბიჯი გადადგა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კაკტუსელებმა საქმე რომ გადათამაშებამდე მიიყვანეს, ალბათ ამას უფრო დარდობენ, ვიდრე საკუთრივ "ასტრალთან" დაპირისპირებაზე ნერვიულობენ. მართალია, ვატო თევზაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა – "კაკტუსმა", რომელიც პირველი ნახევრის შემდეგ 3 ქულით ჩამორჩებოდა, შეხვედრა 21 ქულით – 95:74 (სტატისტიკა) მოიგო.

გამარჯვებულთა შორის 26 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 21 ქულა და 9 მოხსნა დერიკ ნიუტონმა მიითვალა, ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. "ასტრალში" 24 ქულითა და 10 მოხსნით ევან ჰინსონი გამოირჩა. 21 ქულა ბექა ჩიკვილაძის, ხოლო 12 ქულა და 11 მოხსნა ევან მილიგანის ანგარიშზეა.

სერიის მეორე შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში დღეს, 27 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება.

gbf

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს