ყველაფერი იქით მიდის, რომ "კაკტუსი" სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა დღეს საკვალიფიკაციო სერიის მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოუგო "ასტრალს" და სერიაში 2:0 დაწინაურდა. კაკტუსელებს სერიის მოგებამდე 1 გამარჯვება აშორებთ და თუ გასულ შეხვედრებს გავითვალისწინებთ, ლოგიკურად ეს მომდევნო მატჩში მოხდება.

"ასტრალი" მებრძოლი გუნდია, მაგრამ თავს ზემოთ როცა ძალა არაა, საოცრებას ვერ მოახდენს. "კაკტუსს" უფრო მეტი და მაღალი დონის ლეგიონერი ჰყავს, რომელთაგან დღევანდელ მატჩში დერიკ ნიუტონმა ვერ ითამაშა (ხელის ტრავმის გამო), თუმცა ხოშტარიას გუნდს გამარჯვება მაინც არ გასჭირვებია. პერიოდულად "ასტრალის" კალათბურთელები საკუთარ თამაშს პოულობდნენ და ჩამორჩენას ამცირებდნენ, თუმცა მატჩის სათავისოდ შეტრიალება ვერ მოახერხეს.

"კაკტუსმა" პირველი პერიოდი მხოლოდ ქულით – 21:20 მოიგო, რის შემდეგაც მატჩზე სრული კონტროლი დააწესა და დიდ შესვენებამდე ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა. მაქსიმუმი, რაც "ასტრალის" მოთამაშეებმა მოახერხეს, რამდენჯერმე ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება იყო, საბოლოოდ კი 17-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 98:81 (სტატისტიკა).

გამარჯვებულთაგან 20 ქულით, 8 მოხსნითა და 5 ჩაჭრით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 21 ქულა და 7 მოხსნა ქუენთერიან მაკონიკომ მიითვალა, 13 ქულა კი ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა. "ასტრალში" 16 ქულით ბომბარდირი ბექა ჩიკვილაძე გახდა, საუკეთესო შედეგი კი ევან მილიგანმა დააფიქსირა – 11 ქულა და 10 მოხსნა.

სერიის მესამე მატჩი 29 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება.

gbf

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს