ნბა-ში მოთამაშე ერთადერთი პოლონელი კალათბურთელი მარსინ გორტატი თავის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ორჰიუნ ენემ 18-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომლებიც მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას. მათ შორის არიან 2011 წლის დრაფტის მესამე ნომერი ენეს კარტერი და ნატურალიზებული ბოსნიელი ემირ პრელძიჩი. განსაკუთრებით ძლიერად გამოიყურება მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის წინა ხაზი, სადაც NBA-ის ყველა ლეგიონერია წარმოდგენილი.

სრულად გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მცველები: ბარიშ ერმიში (ბანვითი), ჩენქ აქიოლი (ეფეს პილსენი), ქერემ თუნჩერი (ეფეს პილსენი), დოგუშ ბალბაი (ეფეს პილსენი), სინან გიულერი (ეფეს პილსენი), ომრე ონანი (ფენერბაჰჩე), ენდერ არსლანი (გალასათარაი);

ფორვარდები: იზეთ თიურქილმაზი (ბანვითი), ქერემ გიონლუმი (ეფეს პილსენი), ემირ პრელძიჩი (ფენერბაჰჩე), ფიურქან ალდემირი (გალათარაი), ერსან ილიასოვა (მილუოკი, NBA), ჰედო თურქოგლუ (ორლანდო, NBA);

ცენტრები: იგიუზ სავაში (ფენერბაჰჩე), შერთაქ შანლი (გალათასარაი), ომერ აშიქი (ჩიკაგო, NBA), სემიჰ ერდენი (კლივლენდი, NBA), ენეს კანტერი (იუტა, NBA).

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე ერთადერთი პოლონელი კალათბურთელი მარსინ გორტატი თავის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება. ამ გადაწყვეტილების შესახებ "ფინიქსის" ცენტრმა მხოლოდ ახლა შეატყობინა გულშემატკივრებს.

"იმის გამო, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტთან დაკავშირებული გაურკვევლობა არსებობდა, გადაწყვეტილების მიღება გავაჭიანურე", - განაცხადა გორტატმა.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებთან და ვცდილობთ ყველა ფორმალობა მივაგვაროთ იმისთვის, რომ მარსინმა მონაწილეობა მიიღოს ევრობასკეტზე", - ამბობს პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გჟეგოჟ ბაჩანსკი.

ევრობასკეტზე პოლონეთის მეტოქეები ჯგუფში ესპანეთი, ლიტვა, ბრიტანეთი, თურქეთი და საკვალიფიკაციო ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნებია.

უკრაინა განაცხადს შეიტანს 2015 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვოლკოვმა.

მისი თქმით, ფედერაცია დღეს შესაბამისი განაცხადის მომზადებითა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შედგენით არის დაკავებული. 2015 წლის ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყანას ამა წლის 18 დეკემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა