რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალეს და გამოსავალს ეძებენ - ჯერ დაიწერა თითქოს აზიის კონფედერაციაში აპირებენ გადაბარგებას, მაგრამ უზბეკეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვადიმ აბრამოვმა განაცხადა, რომ კლიმატური პირობებისა და განსხვავებული სპეციფიკის გამო იქ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ვარიანტი ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ვიაჩესლავ კოლოსკოვსაც არ ხიბლავს, რადგან ასეთ შემთხვევაში ევროპაში ვერ დაბრუნდებიან. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამერიკის თასზე მიიღონ მონაწილეობა.

თუმცა, ფეხბურთსა და სპორტს ვინ ჩივის, რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო შეიძლება საერთოდ დაშლის საფრთხე დაემუქროს. ამის შესაძლებლობა სრულიადაც არაა გამორიცხული, ვინაიდან დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, რაც მის ეკონომიკას უზარმაზარ ზარალს აყენებს, ხოლო უკრაინას ფინანსურადაც ეხმარება და შეიარაღებითაც. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოუყოს უკრაინას 33-მილიარდიანი დახმარება. აშშ-ის კონგრესმა "ლენდ-ლიზი" მიიღო, რომელიც საშუალებას იძლევა უკრაინას შეიარაღება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე გადაეცეს. საერთოდაც, დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც ომის დაწყებისას ფრთხილობდნენ, ახლა უკრაინის დახმარებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ამ ომში ყველას თავისი ინტერესი აქვს და მათ შორის ჩინეთსაც. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ რუსეთის დაშლა ივარაუდა და მსოფლიოს მომავალი პოლიტიკური რუკაც გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია, სავარაუდოდ ვინ მიიერთებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს.

მოკლედ, ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, პოლონელ-ამერიკელი დიპლომატი და პოლიტოლოგი, დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის თამამ და განუხორციელებელ გეგმაშიც რომ ვერ წარმოიდგენდა.

ჩინელების პროგნოზის მიხედვით, როსტოვისა და ვორონეჟის ოლქები უკრაინას გადაეცემა, მოსკოვი ბელარუსს, სანქტ-პეტერბურგი და არხანგელსკი ფინეთს, ურალი და დასავლეთ ციმბირი ყაზახეთს, აღმოსავლეთ ციმბირი მონღოლეთს, ჩრდილოეთის რეგიონები ნორვეგიას, შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებს კი ჩინეთი და აშშ გაიყოფენ. ამას გარდა, რუსეთის ხარჯზე პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი და აზერბაიჯანიც გაფართოვდებიან.

და რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა - ჩინური "გეგმის" მიხედვით კრასნოდარის მხარე საქართველოს შემადგენლობაში შევა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსეი დანილოვის თქმით, რუსეთის დაშლის შედეგად დამოუკიდებელი სახელმწიფო იჩკერია წარმოიქმნება. უფლებადამცველი პაველ ლისიანსკი ამტკიცებს, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ 2-3 წელიწადში რუსეთი არსებობას შეწყვეტს და მარტივ მამრავლებად დაიშლება.

ეს ყველაფერი ზოგიერთს შეიძლება წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ საუკუნეში რუსეთის იმპერიაც დაიშალა და საბჭოთა კავშირიც.

qomagi
ჩინეთმა ხიტრობას თავი დაანებოს, რუსეთს თვითონ კარგად ეკურკურება თითქმის ყველა სფეროში თანამშრომლობენ, სხვა ქვეყნების გაქეზებას თავი დაანებოს.ეს რუკაც საკითხავია რა ძალების მიერ არი შედგენილი.საქართველოს თავისი ტერიტორიები უნდოდა მუდამ ისტორიულად სხვისი არაფერი გვინდა.
gia
არ მინდა ძმაო რაც სხვისი სხვისი იყოს, ჩვენი დააბრუნოს და მეტი არ გვინდა.

საინტერესოა
გიორგი
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამდენი მავნებელი იდიოტის გარემოცვაში.
რამ გავა ბოროტა ესე
ზურა 222 გწერ, ვაი შენ პატრონს , რამდენი გიწერია შე სიკო, რაც შეეხება რუსეთს დედა აღარ ეყოლება ამ ზამთ***რამდე დე მეორე ზაფხულამდე ვაბშე
ქართველი
ისე არ იქნებოდა ცუდი, იქნებ მართლა ასრულდეს
zura222
კრასნოდარის მხარის 70% ჩვენი იყო ერთ დროს !
kaxa
აი შენნაირებს ეძახიან ზუსტად მოსკალები "грызуны".
დევნილი
სხვისი არაფერი გვინდა მაგრამ რუსეთის დაშლა გვინდა ჩვენი ტერიტორიები ჩვენ გვინდა. 30 წელია ახრჩობს საქქართველოს. სოჭიც ჩვეენია და დაუბრუნდება საქართველოს.... რუსეთის დაშლა გარდაუვალია ასეც უნდა მოხდეს, ასეთია ნება ცივილური საამყაროსი...პუტინმა თხარა თხარა სამარე გაუთხარა რუსეთს...ეს იცის ბეზპრედელობამ
Tbilisi
არაფერი სხვისი არ გვინდა, ჩვენი დაგვიბრუნეთ!
აფხაზეთიდან
პუტინმა რომელმაც დაღუპა რუსეთი რატომაც არ შეიძელება დაიშალოს, იაკუტია რუსები არ არიან საერთოდ სხვა რასაააა ნახევარი ციმბირი უკავიათ, სათათრეთი 30 მილიონიანი, ჩრდილო კავკასია. გასაკვირი არცააა და არც შერჩება პუტინს მისი სითავხედე ტერორისტობა. 200 ზემეტი ბავშვი მოკლა
დათო
ნუ ატკენ გულს ჩვენ რუსეთუმეებს, მაინც ჩვენი თანამემამულეები არიან :)
გიორგი
სულ სველი წკეპლით უნდა გცემოს კაცმა მარტო იმიტომ რომ მსგავსი ხე ხარ
დათო
პესიმისტი რა შუაშია ეგ ვერ გავიგე, ამ სიტყვის მნიშვნელობა იცი?
დათო
4 დისლაიკი გაქვს და ვიღაცებს ეტკინა ეტყობა, წადით ბიძიკო რუსეთში თუ ესე გიყვართ.
zura222-ს
ეგ ყველაფერი,რაც ზემოთ ჩამოთვალე,საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა შეირაღებაში,მაგრამ ამან ვერ შეაჩერა მისი დაშლა! ასე დაემართება რუსეთსაც,სულ რომ შუაზე გაიხეთ რუსოფილები!
რუსული
პროპაგანდის მორიგი მსხვერპლი ხარ!
გია-გივი
სულ გარეკეთ?
გასაგებია
ესენი რუსეთუმეები კი არ არიან, ამეების წერაში უხდიან ხელფასს.
გურამი
შოდა იგივე ოდალა რუსების ბოტია
zura222
ვაი მართლა იმის პატრონს ვინც ეს სისულელე დაიჯერა DDD რუსეთს თურმე სანქციები დაშლის !! რომელი "სანქციები" დასავლეთმა რომ გამოუცხადა და ამავე დროს რუსულ ნავთობს და გაზს ყიდულობს და დღეში მილიარდ დოლარზე მეტს ჩუქნის @ თანაც ბევრი ქვეყანა უკვე რუსულ რუბლში ყიდულობს გაზს და ნავთობს და არნახულად ამყარებს იმ მართლა ხის ფულს(თვითონ რუსები უწოდებენ თავის რუბლს "დერევიანნის") ამ ომის მერე ყველას რომ ეგონა რუსეთი დასუსტდებაო ლამის პირიქით ხდება @ რუსული ვალუტის გამყარებას მოყვება რუსეთის მყარად ფეხზე დადგომა და პუტინის გეგმა--მსოფლიოს ვალუტად რუბლის ქცევა და დოლარის ჩანაცვლება(ამაში მისი მუდმივი სატელიტები გერმანია-საფრანგეთი-იტალიაც დაეხმარებიან ოღონდ იმ პირობით რომ ევრონ და რუბლმა ჩაანაცლოს დოლარი)მაგრამ საბედნიეროდ პუტინის ამ გეგმას აღსრულება არ უწერია იმიტომ რომ მარტო გაზით და ნავთობით რუბლი ვერ იქცევა მსოფლიო ვალუტად ! ამისთვის პირველ რიგში ეკონომიკა უნდა ქონდეს მყარი და ყველამ ვიცით რა "მყარი" ეკონომიკა აქვს რუსეთს ! ჩინეთსც რაც შეეხება მაგათ დიდი ხანია თვალი უჭირავთ რუსეთის ტერიტორიებზე ოღონდ ადრე თუ ურალის აღმოსაცლეთით მთელი ტერიტორია უნდოდათ კამჩატკამდე და ყაზახეთის ნახევარიც ეხლა რატომღაც მადა შეუმცირდათ არადა რუსეთი ეხლა მთლად მყარად რომ არაა (ომი მაინც ომია და ბევრი უარყოფითი მოაქვს თავდამსხმელი ქვეყნისთვისაც) პირიქით უნდა მომატებოდათ მადა და პირიქით მოაკლდათ ! ნეტავი რატომ ?? იმტომ რომ კარგად იცნობენ რუსებს (დასავლეთის და ჩვენი "პოლიტიკანებისგან განსხვავებით) და კარგად იციან რომ საქმე საქმეზე რომ მივიდეს რუსები ატომურ იარაღს თვალის დაუხამხამებლად გამოიყენებენ იმიტომ რომ დასაკარგი არაფერი ექნებათ ! ადრე სანჭოთა კავშირმა პირობა რომ დადო--პირველი არ გამოიყენებდა ატომურ იარაღს ეს პირობაც გააუქმა პუტინმა ! და ატომური იარაღოც რომ არ გამოიყენოს ვაკუუმური ბომბს გამოიყენებს (თვითონ რომ გადარჩეს) რომელიც 50 დან 10 000 კვადრატულ კილომტერში (გააჩნია ბომბის კალიბრს და ძალას) სპობს ყველა ცოცხალ ირგანიზმს ისე რომ შენობებს არ ანგრევს და არც რადიაციას ავრცელებს ! ასე რომ ბევრ ცხელთავას და უტვინოს რომ გონია რუსები "ჟანგიანი ტანკების" იმედზე არიანო ტანკები არ დაჭირდებათც რუსებს ისე გაანადგურებენ მთელ მსოფლიოს @ მარტო ჩრდილოეთის ფლოტში რუსებს ყავთ 12 ატომური წყალქვესა ნავი და ერთ ეგეთ "ნავს" შეუძლია მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს განადგურება--მაგ "ნავებში" თითოს მინიმუმ 16 ბირთვული ან ვაკუუმური რაკეტა აქვს შეიარაღებაში და ის "ნავები" მთელ მსოფლიოს ოკეანებში და ზღვებში მორიგეობენ და სიტყვაზე მაგალითად დასაცლეთმა რომ დასცხოს რუსეთს ატომური იარაღით და გაანადგუროს 1 წამში იმ ნავებს რაღას უზამენ მათ საბაპიროების ახლოს რომ მორიგეობენ ??
შოდა
ვაი თქვენს პატრონს, როგორ გამოგვათაყვა მასონურ-სიონისტურმა პროპაგანდამ!
გ55
არ გვინდა ჩრდილო კავკასია, იყოს ჩერქეზეთი.
G.LA
არა მეტი საქმე არ მაქვს, შენ რამე საწინააღმდეგო გაქვს? ასეც კარგად ვცხოვრობ თუ ჩემი უსაქმურიბა გადარდებს. როცა ფული შემომაკლდება შტატებში მივდივარ და იქ ვნუშაობ, ორი მოქალაქეობა მაქვს. ჭკუის კოლოფობაზე რა გითხრა? თუ ვინმეს აზრი არ მოგწონს ეგ შენი არჩევანია. შეეცადე შეურაწყოფა არ მიაყენო იმ ადამიან. კიდევ გაინტერესებს რამე ჩემი ცხოვრებიდან? პ.ს. შენ თუ ყველგან ნახულობ ჩემ კომეტარებს მეტი საქმე არ გაქვს? გააჩნია იმ ტანკებში ვინ ზიან და რომელი ქვეყნის გამოშვებაა. გამოშვების წელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ტანკისტობას ხომ არ აპირებ, ტანკებზე რატომ მეკითხები?
ზურაბ
აბა რუკაც დადეთ, კრასნოდარის მხარით როგორ გამოვიყურებით
ტტტ
ეს რომ უტოპიაა ყველა ხვდება, მარა ზოგიერთი რამ გაამწარა ასე რუსეთის დანგრევაზე თუნდაც ზღაპრებმა რბილად, რო ვთქვად უცნაურია.
მარტო გლეხი
სრულიად მისაღებია მთელი მსოფლიოსთვის მოვლენების ასე განვითარება... არ შეიძლება ეპატიოს რუსეთს ის რაც მან ჩაიდინა და ამ წუთებშიც სჩადის
ლუკა
თავმოყვარეობა?! მონღოლეთს ვინ მისცემს ან რატომ? ან ჩვენ რატომ დაგვითმობენ კავკასიას? ან ბელარუსს რა პრინციპით? რატომ აშტერებთ ბავშვებს.
ს
ეს დიდი კანონზომიერებაა, რაც სხვისთვის გინდა იმას იღებენ შენთვის.ბევრს არ სჯერა , მიუხედავათ იმისა რომ ვითომ მორწმუნეა ( ათეისტი ვარ, ისე რომ გითხრათ). პატივს ვცემ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას.
d
ვინ თქვა რომ გვაცდენენ. გვაქეზებენ და მორიგად გვასულელებენ.
გრიგოლი
ზუსტად მასე ლაპარაკობდნენ პესიმისტები, საქართველოში ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო და სსრკ-ს ყოფა ეტირა. ცოტა ისტორია გაიხსენეთ, ხალხო. რატომ გვაქვს მოკლე მეხსიერება.
jango
რატომაც არა რომი და სხვა იმპერიები დაერხატ რუსი რა მაგარიცაა ვხედავტ ისრის და ვინც დარჰება იცხოვრბს კაცურად კანკაჯიტ არა
nino
აბა ბავშვებო გავიღბიძოთ,გავიღვიძოთ,დამთავედა ტკბილი სიზმარი....
იკა
რუსეთის დაშლა არის სურვილი,ნატვრა,ოცნება.რეალობა კი ის არის რომ რუსეთი სხვა ქვეყნას შლის.
კახა
ფენტა ფენტა
T.q
ნეტა მასე მოუვიდეს და საბოლოოდ გაცამტვერებული მანახა ეს ერიც და ქვეყანაც!
ლაო
აბაა ამათა ყოლიათ ჰაააა თუ რუსეთი დაიშალა და ჩაყლაპეს მერე უკრაინასაც ჩაყლაპავენ ხომ არ გგონია უკრაინას აჯეჯილებენ ეს ეხლა ჭირდებათ უკრაინა თორე მერე ისევე მოექცევიან როგორც რუსებს ვივარჯიშოთ ბირთვული რაკეტების ტარებაში და ერთი სამი ცალი გამოვიტანოთ და ჩვენც ბირთვული ქვეყანა გავხდებით
გაგა
იქაც მაგარს ეწევიან....
სფფ
არ დაგვავიწყდეს,რომ რუსეთის დასუსტების და დაშლისთანავე თურქეთი წამოიფოფრება,მაგრამ მაშინ მაინც თუ დაგვიდგება ევროპა გვერდში? სავარაუდოდ რაოდენობრივად და ტერიტორიულად დიდი ქვეყნებისთვის ჭკუის სასწავლი უნდა იყოს რუსეთის საქციელი!
Ggg
ზუსტად იგივეს ვფიქრობ მეც, რუსეთი რო სპასობნია ატომი გამოიყენოს თუ კუთხეში მიიმწყვდევენ , მაგას წყალი არ გაუვა. თავისი ხალხი კიდია და სხვაზე იფიქრებს?? ამბობენ კიდეც და არც მალავენ და გამკეთებლებიც არიან , ღმერთმა დაგვიფაროს.
გიგა
მახსოვს ოთხმოციანებში დედაჩემმა უთხრა მამაჩემს, რაღაც მგონია ამ სსრკს დიდი დღე არ უწერია და რამე თადარიგი ხო არ დავიჭირეთო, მამამ კიდე რეებს ბჟუტურებ ქალო ამხელა სახელმწიფოს რა დაანგრევს სიტყვას ჭკუა დაატანეო. სამ წელიწადში დაიშალა სსრკ. დარწმუნებული ვარ რუსეთის იმპერატორსაც ეგონა ამ ტილიანმა ბოლშევიკებმმა რა უნდა დამაკლონო. ასე რომ გამორიცხული არაფერია
beqa
ჩინეთში ეტყობა ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველება გავრცელდა, საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღდგებაო, რომ ამბობდა
ლევანი
რატომ გვაცდენთ ბატონებო ამ სისულელეებით? საქმე არ გაქვთ?
kaxa
"ბირთვულს გამოიყენებს" თორე გეგონება შიგ მოსკოვში ვერ მიარტყამენ რა :D
G.LA-ს
ასე ყველაფეზე როგორ აკომენტარებ მეტი საქმე არა გაქვს?აქ გძინავს ადამიანო???ჭკუის კოლოფავ შენ ერთი ის მითხარი ერთ ტანკს მეტი ძალა ექნება თუ ორს?(არ მიპასუხო გააჩნია რა შემთხვევაშიო-ეგ პასუხი ვიცით)
ასდ
არამარტო კრასნოდარი, მთელი ჩრდილო კავკასიაა საქართველოს შემადგენლობაში, დაღესტნის სამხრეთის გარდა მშვენიერი რასკლადია, მაგრამ რასაკვირველია განუხიციელებადი :) ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტშიც კი ბალტიის ზღვიდან ურალამდე მაინც დარჩება
ILIA
მე კი ის მადარდებს, რამდენი პუტინისტი ცხოვრობს თუნდაც მხოლოდ ამ საიტზე. რუსეთის დაუძლურება და დაქცევა გარდაუვალია. საქართველო გაერთიანდება, თუკი ქართველები გავერთიანდებით და პუტინისტებს რუსული გემით გავამგზავრებთ.
П
ლაიქებს და დისლაიქებს თუ გადავხედავთ, თურმე რამდენი რუსეთუმე ყოფილა სპორტის გულშემატკივრებში?! ფუჰ თქვენი...
ეეე
კრასნოდარის მხარე თუ შევიერთოდ, პური აღარ გვექნება შემოსატანი.DDDDDD ისე ეს ყველაფერი სასაცილო და სამასხრო იქნებოდა საქართველოში ან სხვა ჩვენი კალიბრის ქვეყნებში, რომ გამოქვეყნებული, მარა როცა ჩინეთი აქვეყნებს, მე რუსების ადგილზე დავფიქრდებოდი მაინც.Dდდ
ნიკო
ოცნებას კაცი არ მოუკლავს...მაგრამ ძაან აბსურდია ასე მოხდეს...
სოსო
ასეთი გადმოცემა არსებობს.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,ჩინეთის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა,მაო ძე დუნმა საბჭოთა კავშირს მიმართა თხოვნით,მათ შემადგენლობაში მიეღოთ ჩინეთი.სსრკ მთავრობასა და პოლიტბიუროში გაუხარდათ.ხუმრობა ხომარ არის,ამხელა ქვეყანა,შენ შემადგენლობაში შემოსვლას გთხოვს.გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა. სტალინმა ჩიბუხი გააბოლა და იკითხა,რამდენი მილიონი ცხოვრობს ჩინეთში?მაშინ დაახლოებით 400-500 მილიონი ცხოვრობდა,მგონი.საბჭოთა კავშირი კი,150 მილიონამდე იყო,გერმანიასთან ომის დაწყების წინ და ომში,26 მილიონამდე ადამიანი დაკარგა.სტალინს რა თქმა უნდა უპასუხეს.მერე როგორ გგონიათ,არჩევნებში ის ჩინელები ვის აირჩევენ?დასვა მეორე კითხვა სტალინმა,ჩიბუხი მოქაჩა,ჩაიბურტყუნა-სულელები და სხდომა დატოვა.პილიტბიურომ ერთხმად უარი თქვა,შემოთავაზებაზე.
emre
დასასრულს უნდა მიგეწერა... ჭირა იქა, ლხინი აქა
ბათუმელი ექსპერტი
გიორგი რომელს არ მოეწონა ეს "რასკლადი" დისლაიქი რომ დასვა?
რატი
ამინ! თუმცა ჩვენ სხვისი არაფერი გვჭირდება, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები დაპყრობილი ერები უნდა გამოერკვნენ და სახელმწიფოებრივობა აღადგინონ. ჩვენ ჩვენი კუთვნილი მიწა უნდა დავიბრუნოთ ამ ნაძირალებისგან! ურდოს ეძღვნება ეს სიმღერა: Русский военный корабль иди НАХ@Й. :)
გაბო
გიორგი. კრასნოდარის მხარე კარგია, მაგრამ ჩვენ თურქეთისგან მიტაცებული ტერიტორიები უფრო გვაინტერესებს. შეეკითხე ჩინელებს ამ ტერიტორიებს რას უშვება? უტოვებს თურქებს?
G.LA
დაშლა რუსეთის რა თქმა უნდა გარდაუვალია. წინასწარ ასეთი რუქის მიხედვით რომ დაიშალოს შეუძლებელია. სრულად რუსეთის გაქრობა ცოტა წარმოუდგენელი მგონია. საქრთველო უქართველებოდ მე არც ისე მხიბლავს. მაგ ტერიტორიებზე ქართველები არ სახლობენ. ჩვენ ჩვენიც საკმარის გვაქვს და სოჭის სანაპიროებიც თუ იქნება მაგას რა სჯობია? ქართველებს დამრავლება უფრ გვინდა ვიდრე ტერიტორიების გაფართოვება. 3.7 მილიონი ერთი საშუალო ქალაქის მოსახლეობა ვართ და აქედან ყველა ქართველად არ თვლის თავს. ქართული უნდა ვასწავლოთ ჩვენ მოქალაქეებს აუვცილებლად. კავკასიის მთები ჩვენ ბუნებრივი საზღვარი გვაქვს და არ მგონია საზღვრებს გავცდეთ. თუმცა ინგუშებს ჩვენს მიმართ განსხვავებული პატივისცემა აქვთ. მაგრამ პირველ რიგში ჯარი უნდა გავაძლიეროთ აუვცილებლად ესეც არ დავკარგოთ რაც გვაქვს. სირცხვილია შენ ჯარზე იძახო (აგერ 40კმ-ში დგანან 15 წუთში აქ მოვლენო) ჯარი არ გვყავსო. სირცხვილია ერთი ვიღაც ბუჩქებიდან მართავდეს მთელ ქვეყანას. ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ და თუ რწმენა არაფრის გვექნება, როგორც საზოგადოება უფრო მეტად დავნაწევრდებით. მთავრობა ამ ჟამს ერის გამთლიანობაზე უნდა ზრუნავდეს.

კი როგორ არა სამი მილიონი ქართველით მთელ რუსეთს არ დავიპყრობთ, გაგვიშვით გაგვატარეთ :)
გიორგი-ს
რამდენი წლის ხარ?)))
ალეკსანდრე
ღიმილის მომგვრელია ეს ბრძნული პროგნოზები, იმდენად უნდა ჩინეთს ციმბირის მიერთება რომ სისულელეებსაც არ ერიდება, რუსეთი როგორც კი შეატყობს რომ ტრ..სკენ მიდის საქმესეგრევე ბირტვულ პოტენციალს გამოიყენებს-ამ ლოგიკით თუ მე არ ვიქნები მასინ სხვებიც უკან მომყვნენ, ვინც ცოტათი მაინც იცნობს რუსულ ხასიათს ალბათ დამეთანხმება, ასე რომ მოგებული ვინ დარჩება ღმერტმა იცის
Zangi.
რუსებს ჭირთ დაუსჯელობის სინდრომი. რაც მისაღები აქვთ ყველაფერი უნდა მიიღონ
წვრილთვალება.
დაშლა-მიერთებაში, მაგრად ერკვევა მოკრძალებული ჩინეთი, ოღონდ თავისთვის უჟოშკია. მონღოლები იმდენნი არიან, ალბათ ჩინეთის დახმარებით, მთელ ციმბირსაც მოუვლის.
უსაქმურების ოცნება.
ვერ გავიგე, საქართველო მიიერთებს კრასნოდარს, თუ კრასნოდარი საქართველოს. მაშინ რა ეშველება სომხეთს. აზერბაიჯანი ვის მიიერთებს? ისე კრასნოდარის მიერთებას კი სჯობდა, რუსეთი მიგვიერთებია. რა ეშველება ჩვენს ძმა თურქეთს? რომ ვერავის აერთებთ. ფრთხილად იყვეს ამერიკა, ალიასკა არ დაკარგოს. ჩინეთს კი, ტაივანი ვერ მიუერთებია.
გიორგი
პეტერბურგი და მოსკოვი დარჩება რუსეთს.კრასნოდარი და სოჭი რა თქმა უნდა საქართველოს ძირძველი მიწაა.ერთ წელიწადში მოხდება ეს. როსიიისკაია ფედერაცია “იდი ნახუი “
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ჩეფერინმა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე რუსეთი უეფასგან მოკვეთილი იქნება
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
მოიკვეთოს რუსეთი ფიფადან და უეფადან - უკრაინელების მოთხოვნა
უეფა რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებს
რუსეთის ნაკრებთან თამაშის სურვილი სეიშელის კუნძულებმა და კიდევ 4 გუნდმა გამოთქვა
რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან