მამა ანთიმოზი სოციალური ქსელის მეშვეობით "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება. როგორც იცით, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ინტერვიუში მასზე ძალადობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩოგბურთელმა მასზე ძალა ჯვრისწერის დღესაც იხმარა, მამა ანთიმოზი კი ის ადამიანია, რომელმაც დოროყაშვილსა და ბასილაშვილს ჯვარი დასწერა:

"მელაძის შოუ ნეკა დოროყაშვილის შესრულებით.

თურმე ნიკა ბასილაშვილს სანამ ცოლად გაჰყვებოდა, ნიკა ყველასათვის უცნობი მოყვარული ჩოგბურთელი იყო და მან გახადა ვარსკვლავი))))

ნეკაჯან, სანამ შენ გაგიცნობდა, 19 წლის ნიკას რუსეთი სთავაზობდა მისი სახელით გამოსვლას, მოსკოვში სახლს და კარგ სავარჯიშო პირობებს მარია შარაპოვასთან ერთად))))) ნიკამ მოსკოვი და მარია შარაპოვა უარით გაისტუმრა. ემირატებისგანაც ჰქონდა შეთავაზება, მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, მათი სახელით უნდა ეთამაშა ''მოყვარულ'' ჩოგბურთელს)))))) ისინიც უარით გაისტუმრა და თბილისში, ავჭალაში, ასფალტზე აგრძელებდა ვარჯიშს, სადაც მისი მეტოქე ბეტონის კედელი იყო.

მაშინ ნიკა ჩემი სულიერი შვილი იყო და ამიტომ მახსოვს ყველაფერი დეტალებში. უქალბატონესო, თურმე უპატრონოს, ღარიბს, ყველასათვის უცნობ ''მოყვარულ'' ჩოგბურთელს სიყვარულის გამო გაჰყევით ცოლად, თავი გადადეთ და ვარსკვლავად აქციეთ. თურმე ბატონ ნოდარს შვილი არ გაუზრდია და ამერიკაში ჩოგბურთის აკადემიას შენ უხდიდი ფულს. უქალბატონესო ნეკა! ნოდარ ბასილაშვილის ოჯახი, მეუღლით და ორი შვილით, ნიკოლოზით და თენგოთი, ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახია, სიყვარულით და თავისი მენტალიტეტით, როგორც ყველა ქართული ოჯახი. მეცოდები, ნეკა! საშინელი შურისძიების ეშმაკით ხარ შეპყრობილი. შენ რომ გისმენდი მელაძის შოუში, მეგონა, საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰყვებოდი.

დედამთილი, ბატონი ნოდარი, ნიკა და თენგო თურმე შენი წამებით იყვნენ დაკავებულნი. რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი. შურისძიების ეშმაკით ხარ, შვილო, შეპყრობილი. შეინანე, ნეკა! დაგახრჩობს ეგ ეშმაკი და შენზე უბედური არავინ იქნება. ჩემზე კარგად იცი, ნიკა ძალიან მგრძნობიარეა, კარიერას უსპობ და იმ ავადსახსენებელ სიტყვებს უსრულებ, რომ დაჰპირდი: დედას .... შენი უსასტიკესი მტერი ვიქნები და არასდროს გაგახარებო!

ნეკა, დღეს გიყურე. როგორც მამა, როგორც ბერი. გაკიცხვის მაგივრად საშინლად შემეცოდე. აჯობე შენ თავს და მოიშორე შურისძიება. შეინანე, ისევ შენი თავისთვის. შვებას ვერსად იპოვი და მთელი ცხოვრება უბედური იქნები. ჯერ კიდევ არ არის გვიან. ლუკასთვის გააკეთე.

არქ. ანთიმოზ ივერიელი", - წერს მამა ანთიმოზი.

დავით
ელემენტარული ლოგიკაა,მაშინ არ იყო მოკვეთილი. ძნელი მისახვედრია? თუ შენი გაგებით მოკვეთილნი იბადებიან ?
სსნსს
სამწუხაროდ აღარც ბერი გვყავს ბერი და აღარც ერი ვართ ერი! ჯერ ერთი მამაო თუ კარგი საქმის გაკეთება გინდა, შეხვდი ადამიანს და უთხარი პირისპირ რასაც ფიქრობ და არა ასე საჯაროდ, როდესაც შენი სიტყვების გამო ამდენი ტალახი და შეურაწყოფა ხვდება ადამიანს; მეორე -სასამართლო არ დამთავრებულა როგორც ვიცი ჯერ და რატომ აძლევ თავს უფლებას, რომელიმე მხარე დამნაშავედ ცნო? იქნებ ნიკამ უნდა შეინანოს? თუმცა … შემოგხედავს კაცი და მამაოს ნაცვლად ვაგლახ რომ კანონიერ ქურდს გავხარ!..
ბნელეთსს
ჯერ დაუკვირდი რამდენი მომხრე ყავს ნიკას! შენს დოროყვას? აქედან დასკვნა გამოიტანე. ნელის სახეზევე ეტყობა რა ჩიტიც არის.
ანტიბნელეთი
თან ალბათ თვალიც გაურბოდა ბილწად დედოფლისკენ, გვირგვინს რომ ადგამდა თავზე. როგორ შეიძლება, ასეთი არსების ჯვარდაწერილმა წყვილმა მტკიცე ოჯახი შექმნას?!
ანტიბნელეთი
ნეკა, ნუ მოუსმენ ამ სატანის მოციქულებს! ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, კრიმინალთმადიდებელია ერიც და ბერიც, რომლებმაც იმდენი მოახერხეს უკვე, რომ საღადმოაზროვნე ადამიანებს ტერმინ "მართლმადიდებლობის" გაგონებაც კი აღარ უნდათ ლამის, რადგან ამდენი გარეწარის თავშესაფარი გახადეს, სამ-წუ-ხა-როდ!
კ.მარქსი ფ.ენგელსი
ბაია პატარაიას ლოგიკა: "ქალია-მართალია". აბა კარგად გაიხსენეთ რამოდენიმე ქეისები... :)
მარის.
დედაა! ეს ქალები გამომიხვედით" ფრთიანი ანგელოზები" და "მშვიდობის მტრედები" რა?! ეხლანდელი ქალები ხართ გადარეულები!
ნიკას წარმატებები! ნინი.
მარი, შენნაირი და ნელის ნაირი მოძალადე დედაკაცები ხართ, კაცებზე უარესები! დიახაც ნიკა გვიყვარს, როგორც კარგი პიროვნება და როგორც სასახელო სპორცმენი! დიახაც ნიკას ვუსურვებთ, რომ შეხვდეს ისეთი ქალი, რომელიც მოუტანს სიმშვიდეს და არა ისეთი როგორიც არის ნელი დოროყაშვილი.
მარი
როგორ ზრუნავთ კაცის სიმშვიდეზე. თქვენნაირი ქალები აყალიბებენ მოძალადე, ამპარტავან და ყოყოჩ თავის თავზე შეყვარებულ კაცებს. გაამართლეთ კაცები. ეგენი გასწავლიან ჭკაუს ბოლოს.
მარი
სამწუხაროა, რომ სასულიერო პირები ყოველთვის ამართლებენ კაცს, თუნდაც ის დამნაშავე იყოს. ამიტომ არის ყველაზე უბედური ქართველი ქალი, ხმა თუ ამოიღო ეშნაკს ჰყავს შეპყრობილი და ეცოდებათ. მგრძნობიარე გულიც ჰქონია თურმე ნიკას. ამაზრზენია ასეთი სულიერება და კაცის დამცველი მამოები.
აკუშასს
და მერე შენ თვითონ, რაღას იქექები "ბინძურ საცვლებში"?
აკა
აი ყოველივე ამას ქვია "ბინძურ საცვლებში ქექვა", ამაზრზენია ეს ყველაფერი,

ჩვენც ვუსურვებთ ნიკას, ეღირსოს კარგი წყნარი ცხოვრების თანამგზავრი და არა ისეთი როგორიცაა ეს აშარაშკა ნელი დოროყაევი.
sofo
ასეთი მამაოები რომ გვყავს, მიტომ არის ერი მოწყალე და მოწმუნე. რა სამარცხვინო ანაფორიანია, მაამოსაც ვერ ვუწოდებ
ლეო_ლუკა
მართალი ხართ მამა ანთიმოზ, ქალი შეპყრობილია და ამიტომ აღარც მიკვირს მისგან.
კ ო მ ბ ლ ე
მართალია ეს კაცი, ქალმა თუ შურისძიება გადაწყვიტა მერე მტრისას, ცხრა ლომი ვერ დაუდგება წინ.. კაცი თავს იცავს და ქალი უტევს, ხან პირიქითაა და ვაი დამარცხებულს...
ნინი
ყველა შეეშვით ნიკას! ნუ შეაწუხეთ ეს ბიჭი, აცადეთ თავისი საქმე აკეთოს! ნიკა გისურვებთ: კარგი ოჯახის შექმნას, სიწყნარეს და სიმშვიდეს, რომელიც ასე ძალიან გჭირდება!
სენაკელი
ისეთი რთული თემაა რა გითხრათ..ყველაფერს აქვს დასასრული-უკვე დიდი ხანია ეს თემა გულის ამრევია...
კირკიტა
ეს ანთიმოზა რაის ბერია, ტელევიზორს უყურებს... აგი პაპიროსსაც მოწევს :)
zura222
მიკვირს რაა თვითონ ნიკა რატომ არ უჩივის რატომ რაინდობს ? ვერ ხედავს რომ ეს დედაკაცი გაჩერებას არ აპირებს და ბოლომდე უპირებს განადგურებას @ ჩვენმა იდიოტმა მთავრობან არა და არ აღადგინა სააკიანის მიერ გაუქმებული ცილისწამების მუხლი მაგრამ სხვა ქვეყანაში უჩივლოს სადავ ეგ მუხლი მოქმედებს !

ახალი ჯიპი უნდა
status quo
ეს არის ანთიმოზ ივერიელი?/ ნეკა ვინცაა, გავიგეთ უკვე.
ნიკა
ყოჩაღ მამაო,სამწუხაროდ დღეს ბევრს არ ყოფნის სიმამაცე სიმართლე თქვას..
სოსო
შენი ბრალი ყოფილა ამათი იჯახის დანგრევა
gh
და ამ კაცს ჰქვია მღვდელი?
niko
მამაო ნახე რა))! აი მაგას უნდა ჩააბარო აღსარება)).
რეალობა
შენ რომ იფურთხები რა ხარ?
კ.მარქსი ფ.ენგელსი
კაი მელაა ეს გოგო. რო ნახა მილიონებს კარგავდა ეგრევე აწიოკდა "ძალადობაზე ქალთა მიმართ" და გაეშურა ბაია პატარაია ქალია-მართალიასთან.
XXX
ეს არქიმანდრიტი, ფუ, საქართველოს ეკლისიი სირცხვილი! ბაზრის ქალივით იქცევა ყოველთვის!
tsiko
აი ნეკას რომ ცოლის სტატუსს დაუკანონებ, დაინგრევი, აბა რა მოგივა
კაი კაცო
რამდენი გადაუხადეს ჯვრისწერისთვის მაგეც თქვას ბარემ
გიორგი
მიკვირს ნიკა ამის სულიეი შვილი როგორ იყო?ეს კაცი მოკვეთილია
ბათუმელი ექპერტი
როცა სიმართლეს ამბობს რა გავაკეთო, რა ვქნა? შეინანე ნეკა და შეეშვი ნიკასთვის კარიერის დანგრევას! ეს მხოლოდ მამაოს თხოვნა-შეგონება არაა! წარმატებები ნიკა ბასილაშვილს!
ტაბუ
ეს რომ ჯვარს დაწერს, ის ოჯახი დაინგრევა, აბა, რა მოუვა.
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
"თუ რაიმე დასჭირდება, მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც იქნება მის გვერდით" - რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე?
"ნელი ჩემთვის როგორც შვილი, ისე იყო" - რა თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
"ამის შემდეგ დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს" - ბასილაშვილის ადვოკატი ამტიცებს, რომ ნეკამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა
"მეოცნებე ბიჭი და გოგო შეხვდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი" - ნეკა დოროყაშვილი
"ბავშვზე იძალადეს! ხუთი წლის ბავშვი აიძულეს, რომ..." - ბასილაშვილის მამა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
"ჩვენ თითქმის ორი წლის განმავლობაში ბევრი ტყუილი ვნახეთ სასამართლოში და შეიძლება დოროყაშვილი ფიქრობს, რომ ყველა იტყუება სასამართლოში" - "ბასილას" მეგობარი გოგონა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა