საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა. ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ. ფედერაციის წინაშე მდგარი ამ გამოწვევის შესახებ 2021 წლის სექტემბერში მინისტრმა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგად მიიღო ინფორმაცია და დაჰპირდა, რომ სამინისტრო აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს. დაპირება შესრულდა და დღეს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას უკვე ჰყავს სამი ცხენი. ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოჰყო.

თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. მან მადლობა გადაუხადა ცხენების იტალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს, საქართველოს ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლოლუაშვილს და საქართველოს ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას.

"ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში, ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჯაიანმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სპორტის სამინისტროს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ფედერაციას არასოდეს ჰქონია და თეა წულუკიანის ძალისხმევით, ამ მხარდაჭერის მიღება გახდა შესაძლებელი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ლევანი
ეს ფული უწინაც იყო, მაგრამ სწორედ წულუკიანმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამ უნიკალური სპორტის სახეობას განვითარების შანსი მისცა.
საქართველო
ეგ ბიუჯეტი ყოველთვის არსებობდა,მაგრამ არცერთი მინისტრის დროს არ შეუძენიათ ცხენები. იყიდესო,გაყიდესო კი არა, შეიძინესო, გააკეთესო საქმე, კი არ გააფუჭესო, ააშენესო,კი არ დაანგრიესო, ეს რა უმადური ჩასაფრებული გაბოროტებული მდგომარეობაა, ეს რა უბედურებაა,ესე სამშობლო გეზიზღებოდეს მე არ ვიცი,
სამწუხაროდ
"პირველ რიგში ადამიანები უმადურობის გამოვლენას ჩქარობენ" -ვიქტორ ჰიუგო "არსებობს თუ არა უმადურ ადამიანზე დიდი ურჩხული ამ ქვეყნად?"- უილიამ შექსპირი "ადამიანის უმადურობამ საზღვარი არ იცის" -გაბრიელ გარსია მარკესი
zaza
წულუკიანმა კი არა და ბიუჯეტმა იყიდა. სახელმწიფოს ფული არა აქვს ეს ჩვენი ფულია.
ფ. ტ.
ასრულდა ქართველი მილიონერების საუკუნო ოცნება! აღარა გვყავს მშივრები და მათხოვრები! ეხლა გოლფის მოედანიც და თავი ქუდში გვაქვს – რაღა გვიჭირს!?
კარგით რა
ბეჰემოთებს როდის იყიდიან?)))))))))))))))))
საბურთალო
სააკაშვილმა უგულავამ და რურუამ გაყიდეს თბილისის ულამაზესი იპოდრომი, იმიტომ რომ აეშენებინსთ მახინჯი კორპუსები და მოეწამლათ ჰაერი
ნუკრი
ნათესავებზე პასუხისმგებლობას მხოლოდ საბჭოთა რეპრესიების წლებში აკისრებდნენ.
ანდუყაფარი
აბა-აბა, ცხენი მერსედესია პირდაპირ! მაგ ფასში 10 გაჭირვებულ უსახლკაროს უყიდიდნენ ბინას.
ბაჩო
ყოჩაღ,1-ნო თეა,მომწონს,რომ მხოლოდ საჭირო და სასარგებლო პროექტებს აფინანსებთ.
Geo
რა ლამაზაბი არიან! წარმატებებს გისურვებთ!

მამამისის ქონებიდან???!!!! ეს გიორგაძე პოზიორობს? იმ ვიგინდარა რუსის ნათესავი?
100%

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია" - წულუკიანი მძლეოსნებს შეხვდა
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება
თეა წულუკიანის სამუშაო შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა