ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა - ვინც მე მიცნობს იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ, - ასე ეხმაურება საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრალდებას, რომ დავით წიკლაურმა მასზე დასარტყმელად გაიწია.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მინისტრმა მას შეუთვალა, რომ ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ დაეტოვებინა პრეზიდენტის სტატუსი, რასაც დავით წიკლაური არ დათანხმდა.

"მოვისმინე ქალბატონი თეა წულუკიანის დაუჯერებელი ბრალდება ჩემს მიმართ.

კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო. კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ, სამინისტროში რომ დაგვიბარეს, ჩვენ ყველას გვეგონა, რომ უნდოდათ ეს გამარჯვება მოელოცათ, სინამდვილეში კი რასაც ჰქვია, გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან. მეტიც, არც მსურს გავიმეორო, რა სიტყვები გვაკადრა და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე, რომ ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, შემდეგ სულ გაგვინულეს.

ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა. ვინც მე მიცნობს იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ.

უბრალოდ, ყველაფერი ნათელია. ის ფაქტი, რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე, აი, სწორედ ამ სტატუსით მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი. აკი შემომითვალეს, რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ "ჩემს უკან ოჯახი დგას" ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა.

მოკლედ, როგორც ჩანს, ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას, ყველაფერს იმას, რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი - ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ.

რაც შეეხება მის ნათქვამს, გამეორებაც არ მინდა, კაცისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს, ქალზე რომ გაიწევს. და თან ამას დააბრალებენ. წინა სტატუსი რომ დავწერე, იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ზოგი არც ისე კორექტულად და ჩემი კომენტარიც კი დევს, მოვუწოდე, შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშია-თქო. თამარის ქვეყანაში ქალი მინისტრი ვის უკვირს-თქო. მის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბროთ და პიროვნული ნიშნით არავინ შევურაცხყოთ-თქო. ხოდა აგერაა ის სტატუსიც და კომენტარიც. რას მოვიფიქრებდი, ამას რომ ვწერდი, მის თავში, შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა. ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი“, - წერს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანი, ვინც მასზე "გაიწია დასარტყმელად", კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი დავით წიკლაურია. მისი თქმით, მიუხედავად ამ ფაქტისა, ქართულ კრივს სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა ექნება, თუმცა ფედერაციის გვერდის ავლით.

სოსო
მაგას ვიძახი ზუსტად,დათუნაშვილზე ხმა რო არავინ ამოიღო არც სპორტსმენებმა არც სახელმწიფომ,ყველას უკან მოუბრუნდა თქო,როცა უსამართლობას არ დაუპირისპირდები და თვალს დახუჭავ ასე დაგემართება!!
სოსო
სოსო,სეხნიავ,დათუნაიშვილი ფედერაციამ დაჩაგრა,შეეცადნენ,ბოლომდე ჩაეძირათ,უკვე ხნიერია,მაგის დრო უკვე წასულიაო და აგერ ვადაგასულმა ბიჭმა,სხვა ქვეყნის სახელით,ორჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა.აქ დარჩენილებმა კი,ვერც ახალგაზრდებმა და ვერც გამოცდილებმა,ოქროს ვერ უწიეს.გამარჯვებულის სული და ფსიქოლოგია დაკარგეს დათუნაიშვილზე გადავლით და მის დასაცავად,ხმის ვერ ამოღებით,მოჭიდავეებმა და შედეგიც სახეზეა.ღმერთმა იცის,ეს კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება.მეორე მხრივ,ვერც ოდალას დავეთანხმები,რადგან ძალოსნობაში გიორგი ასანიძეა,რომელიც ნაცების მხრიდან პარლამენტის წევრი იყო და რა,ვერ უძღვება საქმეს?ბრწყინვალედ უძღვება.მიხვდა,რომ პარტიები ერთია,მაგრამ მისი საქმე ის არის,რაც ყველაზე კარგად გამოსდის და მგონი არც არავინ ებრძვის.ნამდვილად არ ვიცი,რა ხდება კრივის ფედერაციაში და მისი სამინისტროსთან ურთიერთობაში,მაგრამ არ მინდა მკლავჭიდის ფედერაციას დისკვალიფიკაცია რომ მისცეს,აქაც რაიმე მსგავსი მოხდეს.ცხვირის ცხვირზე მიდება,ყოველთვის საერთო საქმეს აზარალებს.
კკკ
აქ მხოლოდ მომხრეთა კომენტარები იდება. დანარჩენს ან არ აქვეყნებთ ან შლით აბა ხალხს რაღას გვაკითხებთ რაიმეში გინდათ დაგვაჯეროთ? მოწონებებს აგროვებთ? სტატიის მოწონებებში გაქვთ კორუფცია აბა სახელმწიფოში რაღა იქნებაა....
ლევანი
ცრუობ, გიაურო!
Maximus
და ფინალური შეხვედრა სად გაიმართება?
უვიცი
ეს ამდენი ხალხი და ფედერაციები, ვინც წულუკიანს აკრიტიკებს, თუ სიმართლეა, რატომ აჩერებენ ამ ქალს თანამდებობაზე და თუ ყველა იტყუება და ნაცებთან არიან შეკრულები და ბინძურ პიარ კამპანიაში არიან ჩართულები, მაშინ ესეიიგი არ არის ეს ქალბატონი ჩვენი დამპალი საზოგადოების შესაფერისი და რა მოთხოვნაცაა ისეთი მიიღონ
გოგა
ყველა სფეროში, უფსკრულუსკენ მიექანება ქვეყანა
მერაბს
შენ რეგვენზე უარესი ყოფილხარ
odala
კარმა გაგიგია და ეგ უკვე მიღწევაა, მაგრამ ანალოგიაში აიჭერი. იქ ფედერაციამ დაჩაგრა დათუნაშვილი, აქ ფედერაციას 'ჩაგრავს' ხელისუფლება. ჩემი აზრით არც ჩაგრავს. დარწმუნებული ვარ ხელისუფლებას მაშინაც არ მოეწონა რაც გეგეშიძეებმა ქნეს. უბრალოდ არ შეუტიეს მათ. ახლა კი მაგასაც შეუტიეს და კრივის ფედერაციასაც და სულ მალე ჩააჩოჩებენ ამ მოგანგსტერო, მონაცო ელემენტებს. კრივი რომ წლებია ნაცების ხელშია ჩახედულმა ხალხმა კარგად იცის. წულუკიანი კიდევ მაგ სამინისტროში იმისთვის გაუშვა ბიძომ რომ დაალაგოს ყველაფერი. რაც გინდა ის თქვი, მაგრამ შემსრულებელია ეგ ქალი და გააკეთებს კიდეც.
თამაზი
ხუმრობთ ბატონო?
Gogi
სხვის კაცობაზე ასე ინტერნეტით ლაპარაკი კაცობაა?
მერაბი
რეგვენი უნდა იყო წულუკიანს არაკომპეტენტურობა რომ დასწამო...
გიორგი
მართლაც! დათუნაშვილზე ხმა რო არავინ ამოიღო,ეგ მაგის ბრალია!
სოსო
კარმა,დ ა თ უ ნ ა შ ვ ი ლ ი!!!!
ნიკოლოზი
ჯერ კაცობა გესწავლა და მერე კრივი,კი ასე ჯობდა.
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ელ შაარავი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
This Is Anfield-ი მამარდაშვილის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს
ოფიციალურად - მექვაბიშვილი "ჩიკაგო ფაიერის" ფეხბურთელია
"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
პსჟ-მ კიდევ ერთი შემტევი გაყიდა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
გადადის თუ არა მამარდაშვილი "ნოტინგემ ფორესტში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - რა გადაწყდება უახლოეს საათებში?
"მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია" - წულუკიანი მძლეოსნებს შეხვდა
ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ - დავით წიკლაურის ახალი ამპლუა
დავით წიკლაური: ნაკრებში ადგილი დაბევებული არავის ექნება
წულუკიანმა საცხენოსნო ფედერაციას ცხენები გადასცა - 30 წლის მანძილზე პირველად
კულტურისა და სპორტის მინისტრმა ძალოსნებს, მორაგბეებს, მოკრივეებსა და ძიუდოისტებს საერთაშორისო წარმატებები მიულოცა
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება
თეა წულუკიანის სამუშაო შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
კრივი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ერანოსიანმა ბრინჯაო გაინაღდა, წინ 1/2-ფინალია!