25 წლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ თვალი მიადევნოთ ჩოგბურთელების ჰოლოგრაფიულ ასლებს, რომლებიც კაფეში მაგიდაზე თქვენს წინ ითამაშებენ
ბრიტანელი მეცნიერები პროგნოზირებენ, როგორი იქნება ჩოგბურთი 25 წლის შემდეგ. კვლევის ინიციატორი გახდა ბანკი HSBC - უიმბლდონის ერთ-ერთი სპონსორი. შედეგებმა კი 3D ფორმატამდე და ჰოლოგრაფიამდე მიგვიყვანა, აგრეთვე ტელემეტრიულ სისტემებამდე, რომელიც უფრო ნაცნობია ჩვენთვის ფანტასტიკური ჟანრის ფილმებიდან.

მეცნიერთა დასკვნების მიხედვით, 25 წლის შემდეგ ჩოგბურთელები ჩაიცვამენ ტანსაცმელს მასში ჩამონტაჟებული სენსორული გადამცემებით, რომლებიც ინფორმაციას მოგვცემენ სპორტსმენის ჯანმრთელობაზე - ტემპერატურაზე, გულისცემის სიხშირეზე, სისხლის წნევაზე, სისხლში ჰორმონების დონესა და ბევრ სხვაზე. ჩოგნები აღჭურვილი იქნება სპეციალური მაღალტექნოლოგიური სიმებით - ისინი დარტყმების წინ შეიკუმშებიან, შესაბამისად, არც ერთი ჩოგბურთელი არ დაზარალდება იმისგან, რომ გადამწყვეტ მომენტში ჩოგანს სიმი გაუწყდა.

მას შემდეგ, რაც წელს წარმატებით ჩატარდა ექსპერიმენტი 3D ტექნოლოგიებში (უიმბლდონის ნახევარფინალები და ფინალები ბრიტანეთის რამდენიმე კინოთეატრში 3D ფორმატში გადაიცემოდა), მომავალში მატჩების ტრანსლიაციებისთვის გამოიყენებენ ჰოლოგრაფიულ პროექციებს. ასე რომ, 25 წლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ თვალი მიადევნოთ ჩოგბურთელების ჰოლოგრაფიულ ასლებს, რომლებიც კაფეში მაგიდაზე თქვენს წინ ითამაშებენ.

კვლევა ჩაატარა ლოფბოროს უნივერსიტეტთან არსებულმა სპორტული ტექნოლოგიების ინსტიტუტმა. გამოკვლევის ხელმძღვანელის, დოქტორ ჯოუნი რონკაინენის თქმით - "წამყვანი მსოფლიო მწარმოებლები მილიონობით დოლარს ხარჯავენ სპორტული ტექნოლოგიების კვლევისთვისა და განვითარებისთვის. მომავალში, სადღაც 2036 წლისთვის მხოლოდ ადამიანის სხეულის შესაძლებლობები იქნება ბარიერი ჩოგბურთში ცვლილებებისთვის".

სპორტსმენის მდგომარეობის დაკვირვებისთვის ტელემეტრიის გამოყენება ფორმულა 1-დან მოვიდა, სადაც სპეციალური გადამცემები ავტომობილის მთელს კორპუსზეა მიმოფანტული და ის საშუალებას იძლევა განსაზღვრო, როდის სჭირდება პილოტს ბოქსებში შესვლა. დოქტორი რონკაინენი აცხადებს, რომ 2036 წლისთვის მსგავსი სენსორებით აღჭურვილი იქნება ჩოგნები და სპორტსმენების ტანსაცმელი. მართალია, ჩოგბურთში შეცვლები შეუძლებელია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მოთამაშეს ეცოდინება საკუთარ მდგომარეობაზე დაყრდნობით ღირს თუ არა საკუთარი ტაქტიკის შეცვლა. უფრო მეტიც, სპეციალური სპორტული ფორმა ჩოგბურთელს საშუალებას მისცემს არეგულიროს სხეულის ტემპერატურა.

გასული საუკუნის 70-იანი წლების ხის ჩოგნებთან შედარებით, თანამედროვე საჩოგბურთო ტექნოლოგიებმა კოლოსალური წინსვლა განიცადეს, ასე რომ, არაფერია განაკვირი იმაში, თუ სპორტის ეს სახეობა განვითარებას განაგრძობს. ბოლო ტექნოლოგიური სიახლეების მომავალში გამოყენება თამაშს უფრო დინამიურს და მრავალფეროვანს გახდის. ეს კი უკვე საინტერესოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა