თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა “ტიტებს” მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩი დამაჯერებლად მოუგო და ნახევარფინალამდე ერთი გამარჯვება დარჩა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ მეტოქე ისე იოლად დაამარცხა, მთელი შეხვედრის მანძილზე არაფერი გასჭირვებია.

ანგარიში ყველაფერს ნათლად ასახავს – 91:59 (სტატისტიკა). ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა “ტიტებმა” მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა ვერც ფარქვეშ და მით უფრო, ვერც პერიმეტრზე. უნივერსიტეტელებმა პირველივე წუთებიდან სოლიდური ლიდერობა მოიპოვეს, რომელსაც მთელი თამაშის მანძილზე წარმატებით ზრდიდნენ და საბოლოოდ ბოლო პერიოდის რეკორდულად დიდი საპლეიოფო სხვაობა დააფიქსირეს.

“ტიტების” მთავარი კოზირი ეფექტური ვერ გამოდგა. სუპერლიგის დომინანტი ცენტრი ჯავიონ ოგუნიემი ფარქვეშ ვერ გაბატონდა. მისმა ოპონენტმა პაპ დიოპმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სამწამიანში “ტიტებს” მტკაველი არ დაუთმო. პერიმეტრზე უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდათ თსუ-ელებს, რადგან სამარქაფო გამთამაშებელმა ჯუვარის ჰეისმა ძალზე შედეგიანად ითამაშა, რითაც “ტიტებს” წარმატების ყველანაირი შანსი გადაეწურა.

მატჩის მესამე პერიოდში სხვაობამ 30 ქულას რომ მიაღწია, შეხვედრამ, ფაქტობრივად, აზრი დაკარგა. ბოლო პერიოდში მოედანზე სათადარიგოები გამოჩნდნენ და შეხვედრაც ახალგაზრდების ბურთაობაში ჩამთავრდა. თსუ-ში საუკეთესო შედეგი ჯუვარის ჰეისმა დააფიქსირა – 15 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი. ბომბარდირი 16 ქულით პაპ დიოპი გახდა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრაც მიითვალა. 11-11 ქულა ჰქონდათ ნიკოლოზ დარბაიძესა და ლოველ ქაბილს. “ტიტებში” 6 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ოგუნიემის, ბომბარდირი კი 15 ქულით კრის პარკერი გახდა.

სერიის მე-4 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში დღეს, 4 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.

GBF

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს