გერმანული mopo გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით საუბრობს.

"ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური "გენტიდან" "ჰამბურგში" გადავიდა. გერმანულ გუნდში პირველი რამდენიმე თამაშის შემდეგ განწყობა შეიქმნა, თითქოსდა "დინოზავრების" ხელმძღვანელობამ მიზანში მოარტყა, ქართველი კი გულშემატკივრების გულში უმალ ჩავარდა. მშვენიერი სასტარტო შეხვედრების შემდეგ გამოწვეული ხმაური მალევე ჩაქრა და ფეხბურთელმაც საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა... საბოლოოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ჩაკვეტაძე უკან, ბელგიაში დაბრუნდება" - წერს მედია.

კომენტარი გააკეთა მთავარმა მწვრთნელმაც, ტიმ უოლტერმაც.

"დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ვარჯიშზეც კი აღარ აქტიურობს. პირდაპირ ვიტყვი, რომ საკუთარ თავს თვითონ აზიანებს... თავს კარგად გრძნობს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ მინდა უფრო მეტად აქტიური იყოს. ძალიან კარგი ახალგაზრდაა, ვცდილობ, სულ ვესაუბრო, თუმცა ყველაფერი რთულადაა. პირველ რიგში, წინ ნაბიჯების გადადგმა მას უნდა სურდეს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად აქვს ამის შესაძლებლობა" - განაცხადა უოლტერმა.

შეგახსენებთ, "ჩაკვემ" "ჰამბურგის" მაისური ბოლოს 19 აპრილს, "ფრაიბურგთან" (1:3) შეხვედრაში მოირგო, "რეგენსბურთან" (4:2) და "ინგოლშტადთან" (4:0) კი მთელი დრო სათადარიგო სკამზე გაატარა. "დინოზავრები" მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, "ჰანოვერის" წინააღმდეგ გამართავს.

თეიმურაზ რეხვიაშვილი
საქმე იმაშია რომ ყაზახეთის,გიბლარტარის ანდორის და ლატვიის ფეხბურთელებში გაილაღა სამწუხაროდ ეს მისი ზედა ზღვარი ყოფილა.
გიო
არადა, ბრწყინვალე შანსია ჰამბურგი ათამაშდა და როგორც ჩანს გადავა ბუნდესლიგაში. ისე არც მეორე ბუნდესლიგაა ხელწამოსაკრავი. სამწუხაროდ ეს ბიჭი უდიდეს შანსს უშვებს ხელიდან და შეიძლება მეორე ჯანო ანანიძედ ჩამოვარდეს. ცუდია, რა ჭირს რა ეტაკა?
სოსო
დ ჯგუფში რაც თამაშები ვითამაშეთ,გიორგიმ,მაშინ სულ მთლად რძეშეუშრობელმა ბიჭმა,პირადად მოიგო და პირადად გადაგვიყვანა ც ჯგუფში.მის გარეშე გოლი ვერ გაგვქონდა და შეუცვლელობა სხვა რაღაა?ძლივს ნიჭიერი ბიჭი გამოჩნდა თავდასხმაში,დღევანდელივით კი არ იყო,სამი ოთხი თავდამსხმელი რომ გვყავს არჩევანში.ფაქტია,ვერ ვუპატრონეთ და სწორ ადგილაზე ვერ გავუშვით,მაგრამ ყველაზე ნაკლებად,თვითონაა დამნაშავე.ტალანტს გაფრთხილება და გამოზრდა უნდა,ჩვენ კი ბედის ანაბარად მივაგდეთ და ამდენი წელია,მისგან აღებული ერთი ინტერვიუც კი არ მახსოვს,ჩვენს მედიაში.
ვაჟა მასწავლებელი
ჩაკვე იმედისმომცემად თამაშობდა ჰამბურგში. შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია "კორონავირუსი" შეეყარაო. შემდეგი ინფორმაცია იყო ვილი სანიოლმა ჩააკითხაო. ამის მერე მოხდა რაღაც - სათამაშო დრო შეუმცირეს და ბოლოს აღარ ათამაშებენ საერთოდ და გაჩნდა ნეგატიური ინფორმაციებიც. ჟურნალისტებს ვთხოვოთ იქნებ ჩააკითხონ და "იმან თქვა, ამან თავი დაუქნიაზე" უფრო ზუსტი ინფორმაცია დადონ!? ეს ახალგაზრდა თავისი საფეხბურთო "მოკლევადიანი" წარსულით იმსახურებს ასეთ ყურადღებას!
ლევანი
ალოგიკური არ არის რასაც ამბობ, მაგრამ არ მგონია... ნეტა მასე იყოს, მგონი უფრო რთულად არის საქმე
რა მაფიაა?
თამასა უნდა აიწიოს საერთო... პატარა წარმატება - მედიაც აყვირდება ეგრევე შეუცვლელი, მარადონა, ოელე, ახალი მესი, ამათაც წარმოუდგენელ ფულებთან აქვთ უკვე კავშირი, გოგოები ეხვევიან და მეტი აღარც უნდებათ ძალისხმევის დატანება აღარ უნდებატ და მორჩა, დამთავრდა კარიერა... ასე არ გამოვა
ქ. გ.
გიორგი ჭკვიანი ბიჭია. ხასიათიც კარგი აქვს. ზრდილობიანი და თავმდაბალი ახალგაზრდაა. ეს არის საქართველოს საამაყო შვილი. ძლიერი პიროვნებაა. ვიცი, რომ ძალიან კარგად ითამაშებს და ნაკრებში ბევრ გოლს გაიტანს.
გუგა
ეს კომენტარი უნდა ამობეჭდო და გაუკრა ყველა ქართველ ფეხბურთელს საძინებელი ოთახის კედელზე, როგორც კი თვალს გაახელს ეს რომ წაიკითხოს.
s
ეგ ჯანაშიაზე თქვა მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა მანქანით შეკრებაზე და კიდე ვიღაცეებზე 2 საათი ალოდინეს ტრაპზე თვითმფრინავში
ლუკა
ესეც რიგითი ხლაპუშკა :( ჩვენები, ვგონებვვერ ხვდებიან რას ითხოვს პროფესიონალიზმი. თან სუსტი ფსიქიკა და ფიზმომზადება. adibasis-ს დონე ვართ, 'მამებსაც' სირაქლემებივით ვაჟნი იგნორი აქვთ სახეზე დარტყმული და ყვავის ფუნასავით ჩვენი ფეხბურთიც.
ტაბუ
ღრიალა ჰოლანდიელმა პირდაპირ გვითხრა ქართველი სპორტსმენების მნიშვნელოვანი ნაწილის მენტალიტეტზე.
ქ. გ.
ვაჭრობენ. გენტმა იცის, რომ ჰამბურგს გიო მოეწონა. ჰამბურგმა გიო დასვა სკამზე და ასეთი ლაპარაკით ფასის დაკლებას ცდილობს.
Vasili
გუცაევს რო ყავდა გადაცემაში , კაცმა სწორი დიაგნოზი დაუსვა!! ვინც უყურებს მიხვდება. მარტო ტალანტი იყო არაა საკმარისი. ხასიეთის პრობლემა რო ქონდა მაგ ბიჭს ალბათ იცოდა ან შეამჩნია და აქტიურობისკენ მოუწოდა. თავისუფალი დრო უნდა გამოიყენო განტვირთვისთვის სპორცმენმა , (ფარგლებში რათქმაუნდა და არა როგორც ადრიანო, ან მუტუ და ან კიდე ბევრი სხვა) ვარჯიშის შემდეგ ფლეისთეშენის თამაში არ უხდება ახალგაზრდა სპორცმენს… შეიძლება ხალხი ვცდებით მაგრამ , კაი ხანი როა ფეხბურთი რომ აღარ გითამაშია ამას ყველა ვხედავთ, ადრე ტრამვას ვაბრალებ დღით და გენტის არაპროფესიონალობას შენს ჯანმრთელობის მიმართ და ეხლა კიდე სხვა რაღაცამ წამოყო თავი, სიზარმაცე! ანუ ჰამბურგის მწვრნელსაც ელანდება რამე დავიჯერო? შეიაზლება გუნდს ვერ შეეწყო, მწვრთნელსაც, და გაგანათხოვრონ მაგრამ მერე რადიკალურად სხვა კულტურის და ქვეყნის გუნდში მოხვდე და იქ კიდე სიზარმაცის გამო აღარ დაგტოვონ ეგ უკვე სერიოზული პრობლემა, საკუთარ თავში უნდა იპოვო მიზეზი../ თვით კრიშტიანო იცავს რეჟიმს თუ იცავს დღესაც კი, ყველაფერი მოიგო და თან რა ასაკშია, მაგრამ ამ ვარჯიშს ყველაფერს უხამებს კაცი , და შედეგიც აქ!!/ ვარჯიში -სახლი, ვარჯიში-სახლი , ვარჯიში-სახლი , თუ ასეთი მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობ ფეხბურთს კი არა ხელობაზეც ვერ იმუშავებ , გაგიჟდები.
მოქალაქე
მე ვფიქრობ რომ არ არის იმ დონის რომ ევრპაში ელიტგუნდებში ითამაშოს.ტრამვები იყო კი და მაგის ბრალიც არის ,მაგრამ მეტი არ შეუძლია და რა ქნას...მედიამ იმდენი ქნა,რომ ჩაკვეტაძე დაგვანახა რასაც ახლა მივტირივართ რატოა ასეო....სინამდვილეში დავინახეთ რას წარმოადგენდა....ასე რომ ბევ რ რამეში მედია უწყობს ხელს ბევრ რაღაცეებს .
გიო
ჭაკვე მართლაც ბავშვი იყო, ბელგიაში რომ აღმოჩნდა, ბელგია ფიფას რეიტინგში, ყ უცვლელად 1 ადგილზეა. აბა ყოლოდა "გაქექილი" აგენტი, მოხვედრილიყო რუსულ კორუფციულ სისტემაში, სადაც მცველიდან დაწყწბული, მსაჯით დამთავრებული ყველაფერი იყიდება, იყიდება რეიტინგი და ყველაფერი საერთოდ. სარეკლამო კლიპები და ფილმები, ე.წ. რუსული ფეხბურთის "მამების" გამონათქვამები, ჟურნისტების გადაჭარბებული აჟიოტაჟი,ეს ყველაფერი ფული ღირს. მაგრამ მოხვდა ევროპაში, სადაც კორუფცია მინიმუმამდეა დაყვანილი, თან დაერთო ტრამვა, რომელუც პრაგმატიკოსმა ევროპელებმა სათანადოთ ვერ მიხედეს, აი ნთელი ფილოსოფია, რატო ვერაა ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელი სათანადოთ დაფასებული, რის გამოც გულგატეხილია.
თორნიკე
100% ით გეთანხმები მეგობარო.
no name
ხალხი თბილისის ზღვის ირგვლივ დარბის და არ ეზარებათ, მიუხედავად იმისა რომ მაგ სირბილის შემდეგ ზოგი ყარაულაად მიდის სამუშაოდ, ზოგი მიმტანად, ზოგი რაღაც ნითების გასააყიდად... მაინც დარბიან, ვაარჯიშობენ... შენ ამხელა შანსი გაქვს, ადექი და ირბინე ივარჟიშე , რატომ უნდა დაგეზაროს ვარჯიში როცა ვაარჯიშზეა შენი კარიერა, ფული და ცხოვრება დამოკიდებული. საოცრება რააა!!!!
lasha-giorgi
რამდენი ადამიანის ბავშვობის ოცნებაა ისეთ კლუბში მოხვდე, როგორიც ჰამბურგია, ისეთი შესაძლებლობა მოგეცეს-როგორიც გიორგის აქვს... და რამდენი ადამიანისთვის არის გიორგი იმედი, რომ ქართულმა სახელმაა და გვარმა მაღალი დონის საერთაშორისო ფეხბურთში გაიჯღეროს დადებითად... და ამ დროს რა ხდება? დაკიდება, აუხსნელი სიზარმაცე, მონდომების და მოტივაციის არ ქონა... რატომ რატომ გიორგი. მიდი რა იაქტიურე, რასაც დაგავალებს მწვრთნელი, იმაზე მეტი გააკეთე, გაიგიჟე თავი... კარგავ დროს, ძალიან დიდი შანსები გეცემა ცხოვრებისგან და ნუ გაფლანგავ, გამოიყენე. დასვენების და გართობის დრო ყოველთვის გექნება და სავსე სტადიონზე იმ "რაღაცეების" კეთება, რაც თავისუფლად შეგიძლია გააკეთო, მხოლოდ ამ პერიოდში, სანამ შეგიძლია.... ამიტომ გამოიყენე ეს შანსები, იშრომე, ივარჯიშე და ჩვენც გაგვახარე და შენც გაიხარე რაა...

ეხხ ჩაკვე, როგორ გამიცრუე იმედები, არვიცი რამდენი ტალანტი უნდა დავკარგოთ, რომ შევცვალოთ მიდგომა ბავშვებში და პროფესიონალი სპორტსმენობა ვასწავლოთ!
ჯაყო
მერე მესია ეს? მასავით დაყაროს ოქროს ბურთები და თუ უნდა სულ არ გაირბინოს
ირაკლი
ჩანს რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს. დასადგენია რა არის ამის მიზეზი. ახლგაზრდაა და მარტივად მოერევა თუ მონდომებს.
სოსო
ჩაკვე ბასილაშვილს მაგონებს ხასიათით
levan
ყველა საქმეს სჭირდება ინტელექტი! თუ ვერ ხვდები რა არის მთავარი და რა - არა, ვერაფერს მიაღწევ!
ემიგრანტი
ცუდია ის რომ ასე ხდება მხოლოდ ჩაკვეს არ ემარტრბა ბევრ სხვა ფეხბურთელსაც და ზიან სკამზე ზოგი უბუტება და ასე შემდეგ რაც ცუდია პირიქიტ უნდა მოუმატონ და იბრძოლონ ძირითადში მოსახვედრად მეტი დრო უნდა დაუთმონ ვარჯიშ რეჟიმი დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომის გარეშე მხოლოდ ნიჭი ვერაფერს მოგცემს. ალბატ კმაყოფილდებიან იმით რასაც კლუბში აძლევენ სათამაშო დროს და მერე ნაკრებში 90 წუთი უნდათ თამაში ჯერ კლუბში უნდა მოიპოვოთ 90 წუთის თამაშის უფლება და მერე ნაკრებში წარმატებები ✌
გიორგი
ხო აი ეგ გვაკლდა კიდე რომ მესის შეადაროთ და პარალელები გავლოთ მესიც არ ვარჯიშობსო მთლად კარგადო ზუსტად მასე ენგრევა ადამიანს ფსიქოლოგია თავის გასაკეთებელი გაკეთოს იშრომოს და დაუფასდება ადამიანი შრომით ფასდება და არა ვიღაცის ყურებით
რონი
შეიგნოს ჩაკვემ რომ არ თამაშობს 90წლებში... დღეს მესის მბაპეს და ბენზემას სთხოვენ დაცვაში ჩასვლას და დაცვის დახმარებას და ჩაკვე ვინღაა თუარგინდა ბიძია ფეხბურთის თამაში ლურსმანს მოგცემ და ჩამოკიდე. ან შენს თავს რას ტანჯავ ან სხვებს რაღას გვტანჯავ? გენკის მწვრთნელი ჰამბურგის მწვრთნელი სანიოლი.. არცერთს ამათ არ მოწონთ გიორგის ფეხბურთისადმი მიდგომა... რა არის კაიფობ რამით თუ რა გჭირს გაახილე თვალები თორემ შენც ქინქლაძესავით ცხვირში ამოირტყავ.... ჟურნალისტებმა კიდევ დაურეკეთ და ჩამოართვით ინტერვიუ მარტო მბეჭავებად რომ იქეცით დააკოპირებთ რამეს და რო სვავთ აქ?!!!!
Kutaisi
Aravis ar unda sur travmiani de zarmaci pexburteli tviton tu ar unda tamashi sxva ver itamashebs mis Adgilze
ქ. გ.
ნახავს კარგ გუნდს და კარგ მწვრთნელს გიო და ითამაშებს კარგად. მესის თანაგუნდელები სულ იმას ლაპარაკობენ, რომ მესი ვარჯიშზე თავს არ იკლავს.
გელა
იქნებ ქეცბაიამ წაიყვანოს ანორთოსისში ერთი სეზონი ოქრიაშვილი და ქვილითაია აათამაშა და იქნებ ჩაკვეტაძესაც უშველოს. ან თბილისის დინამოში ჩამოვიდეს მშობლიურ კლუბში სადაც ყველაი იცნობს და აქ ითამაშოს ერთი სეზონი და აღიდგნიოს ფორმა ფაქტია ევროპაში აწი ძაან გაუჭირდება ნებისმიერ ჩემპიონატში თამაში. სამწუხაროდ ასეთი ფორმით ამ თამაშით ამ განწყობით არც ნაკრებში არაა ახლა მისი ადგილი ამ ბიჭს სჭირდება შველაა და იქნებ ვინმემ უშველოს ან გააგებინოს რომ ასეთი მიდგომით არაფერი გამოუვა და მერე ინანებს წლები რომ გავაა და გვიანი იქნება უკვე როგორც ქინქლაძე ნანობს დღეს თავად აღიარებს რომ სიზარმაცემ და არაპროფესიონალურმა მიდგომამ ვერ ათამაშა დიდი ფეხბურთი თორე შეეძლო.
qomagi
ბრაზილიელი რონალდო 2-წელი არ თამაშობდა გამოვიდა და მსოფლიო ჩემპიონატზბომბარდირი გახდა.ხასიათის პრობლემები, პირდაპირ რეალში, ბარსელონაში და ლივერპულში არავინ მიყავთ, იქ რო მოხვდე უდიდესი შრომა და პროფესიონალიზმია საჭირო,ფეხბურთი უნდა ითამაშო სადაც ხარ ყველგან.
სოსო
ბადრი,ადრე თუ არ ეზარებოდა ვარჯიში,ახლა გაზარმაცდა?ფსიქოლოგიურადაა დაღლილი,თორემ ფიზიკურად შესაძლოა სრულიად გამოჯანმრთელებულიც იყოს.დრო უნდა გიოს,ნდობა და სიყვარული.ვიეტნამის ომის მონაწილეებს,მგონი დღემდე უწევენ ფსიქოლოგიურ დახმარებას ამერიკაში.არადა 50 წელზე მეტია გასულია,მას შემდეგ.ამ ბიჭმა კი,საკუთარი ომი გამოიარა ტრავმასთან ბრძოლაში და აშკარაა,დახმარება სჭირდება.ყველასი,შენი,ჩემი,მწვრთნელის,ფსიქოლოგის.ჰამბურგში მხოლოდ მწვრთნელის ნდობა,ეტყობა საკმარისი არ აღმოჩნდა.თან არც ის ენდობოდა დიდხანს.მხოლოდ ერთი თამაში მისცა სასტარტოში.არც თანაგუნდელები ენდობოდნენ დიდად და მგონი თვითონაც დაკარგული აქვს საკუთარი თავის რწმენა.ვინც ბოლომდე დაეხმარება მას,ის არაფერს არ წააგებს,მთავარია მოთმინება ეყოს.გიო იქ უნდა წავიდეს სადაც ფსიქოლოგიც დაეხმარება,კლუბიც და გულშემატკივარიც.ვფიქრობდი,საქართველოში დაბრუნება,საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა,მაგრამ რომ ვუყურებ როგორ ეთამაშებიან დაბრუნებულ ბიჭებს,აქაური ფეხბურთელები,რა აგრესიაა მათზე,"გულშემატკივრების" მხრიდან,უკვე ეჭვი მეპარება.ცეცაძე წამოვიდა ტორპედოდან და ეჭვი მაქვს,გიორგი არაბიძესაც აუქნევენ ხელს.არადა ტორპედოც უკვე გუნდს ემსგავსებოდა და გიორგიც ფეხბურთელს.მხოლოდ დროის საკითხი იყო მათი გახსნა.ახლა კი,ისევ ახალი მწვრთნელი და გუნდის ხელახალი გადაწყობა,სულ ცოტა შეაყოვნებს მაინც ამ პროცესს.ღმერთმა არ ქნას,სასწრაფოდ ახალი მწვრთნელის გაშვებაც მოითხოვონ,იმავე წამს ვერ გამარჯვებების გამო.გულშემატკივართა კლუბისაგან,აღარც ეგ გამიკვირდება.მოთმინება, მათი მთავარი ღირსება ნამდვილად არაა.
რა გვეშველება?
რა დროს თქვა ჭკვიანმა კაცმა: ჯეორჯიენ მენტალიტეტ დებილ. არ უნდა კაცს თავის შეწუხება და რას გადაეკიდეთ? რონალდო, რომელიც ამის ნაშოვნს ერთ მანქანაში ხარჯავს, თავს იკლავს ვარჯიშზეც, ტრენაჟორებზეც და თამაშშიც და ქართველები ვერ მიხვდნენ, რომ ფეხბურთელობა გართობა კი არა, სამსახურია. ორღობის ვარსკვლავის მენტალიტეტით რონალდო ვერ გახდები!
ასეა ეს
როდესაც მწვრვთვნელი ამბობს არ ვარჯიშობსო საერთოდ ლაპარაკი მორჩა.ე.ი. პათოლოგიური ზარმაცია რაც არ იკურნება.ამის გამო რამდენი ნიჭიერი სპორტსმენი დაიკარგა საქართველოში.
ბადრი
რა ჭირს და რაც სტატიაში თქვა მწრთვნელმა ის ჭირს, "ქართული სინდრომი" ვარჯიშზეც კი არ აქტიურობსო!
gg
ამხელა ტრამვების შემდგომ ადამიანს საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული ვინც სპორცმენია მიხვდება. ესეთი გარემოება ბევრ ფსიქოლოგიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული. საჭიროა შესაბამისი დახმარება რომ ისევ ირწმუნოს რომ შეუძლია განვითარება და წინსვლა
თენგო
მტკიცდება, რომ გიოს ნებისყოფა ნულთან არის ახლოს მაგრა გვატკინა გული. მაგის გვერდზე რომ ვიყო და მომისმინოს, დავაძლევინებდი პრობლემებს
David
მისი კონკურენტები შიშის გარეშე თამაშონენ. მას სჭირდება გუნდი სადაც სკანერზე არ გაატარებენ და სრული თავისუფლება და სრული ნდობა ექნება მწვრთნელისგან. ბათუმის დინამო კარგი ვარიანტი იქნებოდა
სოსო
გიორგის ისეთი გუნდი სჭირდება,სადაც მას ენდობიან,უყვართ და მისი დახმარება უნდათ.ისე ჩანს,რომ ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.ყოველ შემთხვევაში ჰამბურგის მწვრთნელის სიტყვებიდან ასე გამომდინარეობს.ფსიქოლოგიური დახმარება იქნება მის გვერდით ჩვენი,გულშემატკივრების გვერდზე დგომაც.მოედანზე მაყურებლის მხარდაჭერა,მეთორმეტე მოთამაშეაო და კონკრეტულად ადამიანს რომ გვერდით დავუდგებით,წაქცეულს წამოვაყენებთ,გავამხნევებთ და კვლავ საბრძოლველად შევაგულიანებთ,ის აუცილებლად წამოდგება.ასე რომ ამ სარკასტულ კომენტარებს,სჯობია ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ.როცა გიორგი კარგად იყო,ის ხომ არ იშურებდა ჩვენთვის სიხარულის მონიჭებას,ჰოდა ახლა ჩვენი ჯერია,მას დავეხმაროთ.შესაძლოა ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესიც აღმოჩნდეს,მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიღალოთ.ხოლო ვისაც არ სურს,ალბათ მასზე ცუდი ტონით წერას მაინც რომ შეეშვან და აღარაფერი დაწერონ,ეგეც შეღავათი იქნება.თუ გიორგი ფიზიკურად უკვე ჯანმრთელია და პრობლემა მხოლოდ ეს აქვს,რატომ არ უნდა დავეხმაროთ?მერე ასმაგად დაგვიბრუნებს სიხარულს.ასე რომ, გთხოვთ,მეგობრებო!
ზურა
სამწუხარო სიმართლეს გავს...
დიმა
გიოს "პატრონი" არ ყოლია, არც აგენტი, არც პი-არი, არც რეკლამა, თორე თუნდაც ჯყღელისნაირი ვიბმე რო ყოფილიყო სულ სხვანაირად წავიდოდა მისი კარიერა,

გაძღა და ........... ???????????? გოიმობ აა მაგარი, მშიერები ტყვილად არ ჰყავდათ მონები....... სირცხვილია მისი საქციელი, ამდენი გულშემატკივარი დაიკიდა..........
ბათუმელი ექსპერტი
წამოდი გიო ბათუმში ერთი სეზონი. დარწმუნებული ვარ შეძლებ სრულფასოვან დაბრუნებას!
100%
ექვსი წლიდან ვუყურებ ამ ბიჭის თამაშს და ვგულშემატკივრობ. სულ 24 წლისაა, ყველაფერი წინ აქვს. ყველასგან გამორჩეული იყო. ბუღრიძე, არაბიძე კარგი ბიჭები იყვნენ, მაგრამ ჩაკვეტაძეს, ჩემი აზრით მეტი საფეხბურთო ტვინი და ინტელექტი ჰქონდა. ჩემი თხოვნაა, კითხოს ვინმემ, რა სჭირს?
baggio
თვითონ რა უნდა ესაა საინტერესო, ვარჯიშის/მონდომების/თავდადების გარეშე რომ არ გამოვა არაფერი ეს ხომ თვითონაც იცის. არადა არ გაქვს გიო მაგის უფლება, მთელი ქვეყანა იმედით შემოგყურებს
Vito
Kvara nuiqnebi rigiti qveshefsis pragmstosi
არ დამბლოკოთ
სულ ვწერ ამას კომენტარებში. ჩაკვეზე ვიცი ისეთი ადამიანებისგან ვინც იცნობს, ტიპი მეორე ქინქლაძეაო. ნიჭი აქვს და არ ვარჯიშობსო. უბრალოდ მანამდე გაუმართლა იმაში რომ ვიდრე ტრავმას მიიღებდა, ინერციით ნიჭის ხარჯზე მაგრად უებრავდა, როგორც კი ტრავმა მიიღო, გაუჭირდა დაბრუნება თუნდაც ძველ დონეზე. მანამდე ალბათ თვალს ხუჭავდნენ მის სიზარმაცეზე, რადგან როგორც ქინქლაძეს, ამას მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდა. განსხვავება ის არის რომ ქინქლაძემ 1-2 სეზონის ჩატარება მოასწრო სიტიში და მერე დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები. ჩაკვეტაძეს უფრო ადრე ასაკში და ქინქლაძის მეათედიც ვერ მოასწრო ეთამაშა
G.LA
სამწუხაროა მარა ფაქტია, ეს ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს. რაც დინამოდან წავიდა რეგრესი დაეწყო. რაღაც წაიფაფხურა ყაზახეთ, ლატვია, გიბრალტართან და ეგ იყო ინერციით რაც შეძლო. ფაქტია რაც დინამოდან წავიდა ფეხბურთელობაზე არ ფიქრობს. ყველა მწვრთნელი ამბობს ვარჯიში არ უნდაო. გენტში რომ დაუმთავრდება კონტრაქტი არ მგონია ასეთი დახასიათებით სადმე მიიღონ. საქართველოშიც ზედმეტია მოწინავე გუნდებში.
შოთა
რა ხდება ნეტა? როგორ მწყდება გული.
ნუკრი
თუ სიმართლე არ არის, ორივე გუნდის მწვრთნელი ერთი და იგივეს ვერ მოიგონებს.არა აქვს ამ ბიჭს მებრძოლი სული,არ გავაფუჭო მენტალიტეტის ფეხბურთელი ევროპაში კი არა საქართველოშიც ვერ ითამაშებს ნორმალური დონის გუნდში.რამ გატეხა არ ვიცი,მაგრამ მგონია დიდ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს ჩვენდა სამწუხაროდ
Irakli
მწვრთნელმა ისეთები ილაპარაკა ამას ბათუმშიც არ ათამაშებენ :(. როგორც სჩანს ჩაკვეს ფსიქოლოგიური პრობლემები უფრო აქვს და ამას მიხედვა უნდა, არ არის დასაკარგი ბიჭი!

ყველა მწვრთნელი ერთი და იგივეს ამბობს. ეს აღარც ვარჯიშობს მემგონი.
ბალეშიკ
კვარა რომ გადავა ნაპოლიში შენ ბათუმში გადმო მაინც არავინ გათამაშებს მანდ ევროპაში დინამოს მაინც დაეხმარე
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
ბუდუს "კარლსრუემ" სახლში "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
ჩაკვეტაძე "უოტფორდს" პირველ ტურში ვერ დაეხმარება
[VIDEO] ბომბარდირი იწყებს - მიქაუტაძემ "ჰამბურგს" გაუტანა
გოჩოლეიშვილმა შესვენებამდე ითამაშა - "ჰამბურგი" 1/16-ფინალში გავიდა
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს