პირველი გუნდი, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, კლუბი “ოლიმპია”. დავით როგავასა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა გუნდმა “მეგას” მე-3 მატჩიც მოუგო და პლეი-ოფის მეოთხედფინალური სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 დაასრულა. ამ ანგარიშით ნახევარფინალში გასვლის შანსი აქვთ “ქუთაისსა” და “ბათუმს”, რომლებიც სერიას 2:0 იგებენ, თუმცა მათი მატჩები ოთხშაბათს, 5 მაისს გაიმართება.

ოლიმპელებმა “მეგას” ისე მოუგეს, წარმატების შანსი არ მიუციათ. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს ისევ აკლდა ძირითადი გამთამაშებელი ტაირელ კორბინი, რომლის არყოფნაშიც “ოლიმპს” უკანა ხაზზე პრობლემა არ შეჰქმნია. პირველი პერიოდის შემდეგ როგავას გუნდი 10 ქულით ლიდერობდა, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ დამაჯერებლად ლიდერობდნენ, ოლიმპელები თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ და შესაბამისად, გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ. საბოლოოდ “ოლიმპმა” 93:68 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ნახევარფინალში ნაადრევად გასვლა იზეიმა. გუნდს 25 ქულით ედვარდ ეკიორიმ ულიდერა. 14 ქულა ილია ლონდარიძემ, ხოლო 13-13 დავით ლომიძემ და იმორას ეიჯიმ მიითვალეს. “მეგაში” 21 ქულით ჯიმონ ჰენსონი გამოირჩა. 17 ქულა ოთარ ბულიავას ანგარიშზე დაგროვდა.

"ოლიმპი" ნახევარფინალშია და მეტოქეს თსუ-სა და “ტიტების” სერიიდან ელოდება, რომელსაც უნივერსიტეტელები 2:1 იგებენ.

GBF

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს